ბრე’ს ბლოგის შესახებ

f1330011

2013 წლის შემდეგ წელს, ანუ 2016 წელს პირველად ვცვლი ფეიჯის დასახელებასაც და არსებულ ტექსტსაც. ვფიქრობ,ვიღაცისთვის, ვინც სულ პირველად შემოდის ჩემს ბლოგზე, მნიშვნელოვანია სულ მცირეოდენი რამ მაინც ვუთხრა აქაურობის შესახებ: ბრე’ს ბლოგის შექმნის იდეა 2012-11 წლებში გამიჩნდა. მაშინ სერიოზულად არ ვეკიდებოდი ამ საკითხს და დიდი ხნის მერე (კერძოდ 2013-ში) შევძელი პირადი სივრცის შექმნა wordpress-ზე.

თვეში ერთ, ან რამდენიმე პოსტს ვწერ ხოლმე. პოსტები ძირითადად შემეხება მე, ჩემს ისტორიებს, ემოციებს, პირად შეხედულებებს, ხელოვნებას, წიგნებს, სხვადასხვა კულტურას და ა.შ ერთი სიტყვით, ყველაფერს მივედ-მოვედები, შეძლებისდაგვარად.

რაც ყველაზე მთავარი და მნიშნელოვანია, ვარ ძალიან ღია და გულწრფელი. არაფერს ვიტყუები და ყველაფერს ზუსტად ისე ვწერ, როგორც ამას რეალურად ვფიქრობ და განვიცდი.

რაც შემეხება პირადად მე, ჩემს შესახებ ყველაზე უკეთ ჩემი ბლოგის მეშვეობით გაიგებთ.

ბევრი სისულელე მიწერია, ბევრი უინტერესო რამ, თუმცა საბოლოო ჯამში, ესაა ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელსაც დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში.

სასიამოვნო დღეების გატარებას გისურვებ ჩემს პატარა ბლოგთან ერთად.

2 responses to “ბრე’ს ბლოგის შესახებ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s