ნათლია-რეალური თუ მოგონილი კრიმინალური ისტორიები

Image

  • მარიო პიუზომ თავისი ნაწარმოებით საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო კინო კლასიკის შექმნას. ნაწარმოებში განვითარებულ ისტორიას როდესაც გაეცნო საზოგადოება, არავის არაფერი გაკვირვებია, რადგან ეს ისტორიები მათ ჟურნალ-გაზეთებში, რეალურ მაფიის ბოსებზე წაეკითხათ. რეალური ისტორიები და ფაქტები:
  • ვიტო კორლეონეს ძალიან ამსგავსებდნენ იტალიაში დაბადებულ, ამერიკელ მობსტერს ვიტო ჯენოვესეს (1897-1962), რომელიც როგორც კორლეონე გარდაიცვალა გულის შეტევით. კიდევ ძალიან ამსგავსებდნენ კოლომბოს კრიმინალური ოჯახის დამაარსებელს(ოჯახი რომლიც იყო მე-5 , ბოლო ოჯახი, ხუთ უძლიერეს იტალიურ-ამერიკულ მაფიოზურ ოჯახებს შორის). ეს ადამიანი არის ჯო პროფაჩი (1897-1962),გარდაიცვალა კიბოთი.
  • როგორც ნაწარმოებში არის ხუთი უძლიერესი ოჯახი (კორლეონე, ბარზინი, ტატალია,, სტრაჩი, კონეო) ასევე რეალურ კრიმინალურ სამყაროში იყო ხუთი გამორჩეული ოჯახი (ჯენოვესე, გამბინო, ლუკესი, ბონანნო, კოლომბო)
  • ჯონი ფონტეინი არის ფრენს სინატრას პროტოტიპი. წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, მარიო პიუზოს შემთხვევით როდესაც რესტორანში ფრენკ სინატრა გააცნეს, მათ შორის ჩხუბი გაიმართა. ჩხუბის მიზეზი კი ნათელია.
  • ფრენკს ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მაფიის უძლიერეს ბოსთან, რომელიც მას დაეხმარა კონტრაქტის გამოსყიდვაში. კერძოდ, ფრენკს როდესაც ტომი დორსისგან სურდა კონტრაქტის გამოსყიდვა და ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, მან მეგობარს მიმართა, რის შემდეგაც ტომს სამი შეიარაღებული პირი ეწვია სახლში. უცნობია იქ რა მოვლენები განვითარდა, თუმცა ფაქრია, ფრენკმა ტომისგან კონტრაქტი 1 დოლარად გამოისყიდა.იქნებ ამას ეძახის ნაწარმოებში ვიტო (An offer he can’t refuse)

ცნობილი სცენაა,როდესაც მაიკლ კორლეონე სასადილოში მოტყუებით კლავს სოლოცოსა და პოლიციელს. მსგავსი ისტორია გვხვდება ლაქი ლუჩიანოს ბიოგრაფიაში. ის ტუალეტში გავიდა სადაც მას იარაღი დახვდა მეგობრების ხელით დამაგრებული. იარაღი, რომელმაც ჯუზეპე შეიწირა.

ფაქტია,არსებობს კიდევ უამრავი მსგავსება, თუმცა ამისდა მიუხედავად, მარიო პიუზომ საზოგადოების დიდი სიყვარული, სიმპატია მოიპოვა და შექმნა ლეგენდარული ნაწარმოები.

9 responses to “ნათლია-რეალური თუ მოგონილი კრიმინალური ისტორიები

  1. ერთჯერადად წასაკითხ წიგნებში გავიყვანდი : )

    • რატომ? მე პირიქით, საშინლად მიყვარს ეს წიგნი! და ნებისმიერ დროს შემიძლია, რომ წავიკითხო.. ^^

      • სერიალივითა….ვაღიარებ , რომ ძალიან ჩამთრევია, მაგრამ მის მხატვრულ ღირებულებაზე დიდი წარმოდგენა არ შემექმნა დიდად.
        სერიალივითაა რა…:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s