ჩვენი სამარცხვინო ზოოპარკი

Imageყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენს ზოოპარკში ცხოველებისთვის იყო ცუდი პირობები შექმნილი,მაგრამ ის რაც მე გუშინ ვნახე, იმის წარმოდგენაც კი არ შემეძლო..მოკლედ, ამ რამოდენიმე დღის წინ სულ შემთხვევით შევიტყვე, რომ ზოოპარკში ცხოველები ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ. ამის დაჯერება არ გამჭირვებია.

შემთხვევით ავღმოვჩნდი ზოოპარკთან და როდესაც გადავხედე ცხოველებს, რომლებიც სიცხისგან, წყურვილისგან და საშინელი მოპყრობისგან  იტანჯებოდნენ, ძალიან გავღიზიანდი. ზოგადად, არასდროს არ ვიყავი მომხრე  იმისა, რომ ცხოველები ვოლიერებში გამოეკეთათ, რომ ხალხს მათი ცქერით სიამოვნება მიეღოთ, მაგრამ როდესაც ეს გარდაუვალია და ყველა ქვეყანაში არსებობს ზოოპარკები, მაშინ ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანები ვერაფერს გახდებიან. ვოლიერებში გამომწყვდეული ცხოველების უფლებები ჯერ მარტო მაშინ ირღვევა, როდესაც მათ ჩვენი სიამოვნების გამო ვართმევთ თავისუფლებას და წარმოიდგინეთ საქართველოში ჩამოყვანილი ცხოველები, რომელთა უფლებები ორმაგად ირღვევა მაშინ, როდესაც, ჯერ თავისუფლებას ვართმევთ და თან არასათანადო პირობებში ვამყოფებთ.

მე პირადად საქართველოში ჩამოსული ტურისტი რომ ვიყო და შემთხვევით ავღმოჩენილიყავი ზოოპარკში, გავვოგნდებოდი, რადგან ასეთ ცუდ პირობებში მყოფ ცხოველებს ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ წააწყდებით.

ძალაინ პატარა ტერიტორია აქვთ გამოყოფილი ცხოველებს, პატარა ხის მოსასვენებლები აქვთ, აქვთ აუზი, სადაც წყალი არ უხსიათ, სადაც ხავსმოკიდებული კედლებია, აუზი რომელიც ჭაობს გავს.მკვდრებივით ყრიან ვოლიერებში ცხოველები და იტანჯებიან. ხომ შეიძლება, რომ შედარებით დიდი ადგილი გამოუყონ მათ და ნორმალურად მიხედონ?

მოკლედ, ვერ ვხვდები რა აზრი აქვს სხვადასხვა სახეობის ცხოველების საქართველოში ჩამოყვანას, როდესაც მათი მოვლის ტრაკი არავის არ აქვს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s