“სამი მეგობარი” -ერიხ მარია რემარკი

“Three Comrades” -Erich Maria Remarque

რემარკის მხოლოდ “ტრიუმფალური თაღი” მქონდა წაკითხული, რის გამოც ძალიან ვიყავი დაინტერესებული მისი შემოქმედებით. ძალიან კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ აღმოვჩნდი როდესაც მისი “სამი მეგობარი” წავიკითხე. წიგნებიდან გამოტანილი დასკვნებით მივხვდი, რომ ერიხ მარია რემარკი არის ის ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივად შეუძლია გადმოგცეს უბრალო ადამიანის გრძნობები, ემოციები და სხვ. ორივე წიგნის მთავარი გმირი (თურმე) ძალიან გავს მწერალს, ამიტომ ვფიქრობ მისით ნებისმიერი ქალი მოიხიბლებოდა.

რაც შეეხება წიგნს.. ძალიან საინტერესოდ წერს, მარტივი და სასიამოვნო ენით. ვფიქრობ, “სამი მეგობარი” მიეკუთვნება იმ წიგნთა რიცხვს, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს, სანამ ცოცხალია. სამი მეგობრის. საყვარელი ქალისა და “კესტერის” ისტორია.. სსაინტერესო, შთამბეჭდავი, სევდიანი და ამავდროულად მხიარული წიგნი. წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო! ზუსტად ამ წიგნის მარტივი სიუჟეტი, რომელიც  ცხოვრებისეულ ისტორიას ეხება, დაგაფიქრებთ და მოგხიბლავთ.. 
რომანის მთვარი გმირი, რობერტ ლაკომპი, პირველ პირში გვიყვება საკუთარ ისტორიას, თუ როგორ შეუყვარდება ულამაზესი ქალი, რომელიც მის ცხოვრებას გაალამაზებს და ერთ ლამაზ ტრაგედიად აქცევს. თუ როგორი კარგი მეგობრობა აქვთ სახელოსნოში სამ ადამიანს. თუ რა მიზნები აქვთ ადამიანებს და რას განიცდიან ისინი ..
“თავდაპირველი ის არის, რომ გულთან ახლოს არაფერი მიიკარო, რასაც მიიარებ მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები, შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება..”

Image

Advertisements

4 responses to ““სამი მეგობარი” -ერიხ მარია რემარკი

  1. Hey I am so glad I found your website, I really found you by mistake,
    while I was searching on Google for something else, Anyways I am here now and would just
    like to say thanks a lot for a tremendous post and a all round exciting blog
    (I also love the theme/design), I don’t have time to look over it all at the moment
    but I have saved it and also added your RSS feeds,
    so when I have time I will be back to read much more, Please do keep
    up the great work.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s