ფრენკ კოსტელო

Frank CostelloImage

ფრენკ კოსტელო დაიბადა იტალიაში, 1891 წლის 26 იანვარს.იყო ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი მობსტერი ამერიკის ისტორიაში.

კოსტელო დაახლოებით 13 წლის ასაკში,მაშინ როდესაც უკვე ამერიკაში ცხოვრობდა,ოჯახთან ერთად, იყო ადგილობრივი ბანდის წევრი. ის იყენებდა სახელს ფრენკი (Frankie). კოსტელო ცდილობდა კრიმინალურ სამყაროში გარევას,ამიტომ მალევე დააპატიმრეს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და ქურდობისთვის. მან 1918 წელს იქორწინა ებრაელ გოგონაზე, თუმცა დააპატიმრეს და ციხეში 10 თვე გაატარა იარაღის უკანონო ტარება, შენახვის გამო.

ამის შემდეგ კოსტელომ დაიწყო ალკოჰოლის უკანონო შემოტანა (მოგეხსენებათ, ალკოჰოლი ამ პერიოდში არალეგალური იყო). მაშინ როდესაც სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობდა ჯო მასერიასა და სალვატორ მარანცანოს ოჯახებს შორის (Castellammarese War) კოსტელომ ნომიმალურად დაიწყო მუშაობა ჯო მასერიას ნიუ იორკის ორგანიზაციაში.

1930 წელს ის უკვე დაკავებული იყო ,ძალიან სახიფათო,აზარტული თამაშების ბიზნესით. მან უფიციალური დასტურის საბუთები მიიღო სახელმწიფოსგან, რომ განეთავსებინა “სლოტ-მანქანები” მთელს ნიუ-იორკში.ამან მასსა და მაშინდელ მერ ფიორელო ლიგუარდიას შორის დიდი კომფლიქტი გამოიწვია. მერმა მის ჯიბრზე, შეაგრობა ყველა კოსტელოს მიერ დადგმული მანქანა და საკუთარი ხელით გაანადგურა.

მაშინ როდესაც ჩარლი ლუჩიანო დაიჭირეს, 1936 წელს კოსტელო გახდა მანჰეტენის კრიმინალური ოჯახის ბოსი.უთანხმოება დიწყო კოსტელოსა და ვიტო ჯენოვეზეს შორის, რომელიც იყო ლაქი ლუჩიანოს (ბოსის) წარმომადგენელი. კონფლიქტი აიცილეს თავიდან, რადგან ჯენოვეზემ დატოვა ამერიკა, რათა თავიდან აეცილებინა მკვლელობისათვის გასამართლება.

დაახლოებით 1945 წელს ჯენოვეზე დაბრუნდა ნიუ-იორკში,მაშინ როდესაც კოსტელო უკვე ერთ-ერთი უძლიერესი განგსტერი იყო.ჯენოვესემ დაგეგმა კარლო გამბინოსთან ერთად შეთქმულება და 1957 წელს ვინსენტ გიგანტემ ხალხის თვალწინ, ქუჩაში ესროლა კოსტელოს,მაგრამ ფრენკი გადარჩა… დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კოსტელოს უახლოესი მეგობარი, მოკავშირე მოკლეს ჯენოვესეს დავალებით-ალბერტ ანასტასია.

Image<-Vito Genovese

კოსტელომ განაცხადა, რომ “გადადგა”  და აღარ აპირებდა აქტიური ცხოვრების გაგრძელებას მაფიის სამყაროში.როდესაც კოსტელო სასჯელს იხდიდა გადასახადების გამო, ხოლო ჯენოვესე ნარკოტიკების გამო, ეს ორი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს, მათ ურთიერთობა დაალაგეს და შერიგდნონ.

კოსტელო დაუბრუნდა თავისუფალ ცხოვრებას, ის გარდაიცვალა ,სახლში, 1973 წელს. მას შვილები არ ჰყოლია.ის დღემდე ითვლება ერთ ერთ უძლიერეს განგსტერად, რომელსაც უწოდებდნენ “დამნაშავეთა სამყაროს პრემიერ მინისტრსს” (“Prime Minister of the underworld“).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s