თქვენ მე მაოცებთ!

Image“ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს” .. არა! ჩემს ქალაქში მე ყველაფერი მაოცებს!

მაოცებს თქვენი სიყვარული, როდესაც მხოლოდ სიძულვილი შეგიძლიათ..

მაოცებს თქვენი მეგობრობა, რომ ყველას ემეგობრებით და არავის ენდობით..

მაოცებს თქვენი განათლება, რომ შოთა რუსთაველი მეფე გგონიათ..

მაოცებს თქვენი უკულტურობა, რომ სხვებს ხმამაღლა დასცინით..

მაოცებს თქვენი ჩაცმულობა,რომ ქურთუკიც კი შარვლის ქვეშ გაქვთ ჩატანიებული, ოღონდ “ჰერმესის” ქამარი გამოგიჩნდეთ..

მაოცებს თქვენი ტოლერანტობა, როდესაც 17 მაისს ვიხსენებ..

მაოცებსთქვენი უწიგნურობა, როდესაც ვეფხისტყაოსნის ავტორი არ იცით ვინ არის..

მაოცებს თქვენი აზროვნება, რადგან მეთვრამეტე საუკუნეში ,დარწმუებული ვარ, თქვენზე პროგრესულად აზროვნებდნენ..

მაოცებს თქვენი ვაჟკაცობა, რომელიც ბილწსიტყვაობით გამოიხატება მხოლოდ..

მაოცებს თქვენი სიყვარულისგან ტანჯვა, ჯერ ხომ 12 წლიც არ შეგსრულებიათ..

მაოცებს თქვენი სნობიზმი, რადგან ბიჭს თუ გუჩის პერანგი და არმანის ფეხსაცმელი აცვია, ის ყველაზე კარგი ტიპია..

მაოცებს თქვენი ამბიციები, რადგან ყველას Victoria’s Secret-ის ანგელოზები გგონიათ თავი , როდესაც უბრალოდ მუტრუკ დაცვებს გავხართ..

მაოცებს, თუ როგორ გიყვართ დედა, როდესაც მას ყოველ სიტყვაში შეურაცხყოფას აყენებთ..

მაოცებს თქვენი მიმბაძველობა, რადგან ყველა ერთნაირები ხართ.. ნაცრისფერი მასა

თქვენ მე მაოცებთ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s