ჩემი პატარა სახლი რაჭაში

Image

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილია რაჭა.საოცარი სიმშვიდე, ულააზესი ფერების ნაზავი, სუფთა ჰაერი და გამორჩეული ბუნება აუცილებლად დაგამახსოვრდებათ და შეგიყვარდებათ.

რაჭაში მყუდრო, პატარა სახლი მაქვს-გამორჩეული ადგილმდებარეობით. ჩემი სახლის წინ არის “უნალი” ანუ გადასახედი. მინდორი, რომელსაც გარს აკრავს მაღალი მთები. ღამით ეს ადგილი განათებულია, რადგან ცა ყოველთვის მოჭედილია კაშკაშა ვარსკვლავებით. Image

ჩემი სახლის მოშორებით არის ჭალა, სადაც პატარა ჩანჩქერში ბანაობა ძალიან გაგიჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ წყალი ძალიან სუფთაა, ის ამავდროულად არის ყინულივით ცივი.  ჭალა ძალიან ლამაზია, გარშემო ხავსმოკიდებული კლდე და პატარა ფერად-ფერადი კენჭებია. ჩანჩქერზე მარტო არავინ ჩადის, რადგან მარტო ჩასულებს ხშირად მგელი ან პატარა დათვი უნახავთ. Image

დარწმუნებული ვარ, მედიტაციას რომ ვცდილობდე და ნირვანაში გადასვლა მინდოდეს, ან უბრალოდ სხვა გზებით ვცდილობდე სულიერი სიმშვილის მოპოვებას, დეპრესიიდან გამოსვლას ან ყველასგან და ყველაფრისგან დასვენებას, წავიდოდი რაჭაში, ჩემს მყუდრო სახლში და სრულფასოვნად შევძლებდი რელაქსაციას.

ჩვენი ოჯახის წიგნი

Image

დიდი ხნის წინათ ბებიაჩემმა რაჭაში ჩაიტანა სქელი, ზურმუხტისფერი რვეული, რომელიც წლებია ივსება, ყველა ჩვენთან ჩამოსული სტუმარი და ყველა ჩვენი ოჯახის წევრი აუცილებლად ტოვებს სამახსოვრო ჩანაწერებს. ამ წიგნში თითქოს მოკლედ არის მოთხრობილი ჩემი ოჯახის ისტორია. აუცილებლად მოგადგებათ ცრემლები მისი წაკითხვის დროს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ტკივილისა და სიხარულის მოწმენი გახდებით.

შებინდებისას

Image

ცოტა გასაკვირია,მაგრამ ღამე გარეთ გასვლა საშიშია.. შეიძლება შეგჭამონ.. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მურა დათვი უნახავთ, შეხვედრიათ მგელი, ტურა და სხვ. ჩვენ 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლის გვეშინოდა და ხშირად ან ჩვენთან, ან მეგობართან ვრჩებოდით სახლში. ცხოველები ჩვენს სოფელში ხშირად ჩამოდიოდნენ ზაფხულობით და მგლების ყმუილიც ხშირად გაგვიგია, ამიტომ “სიფრთხილეს თავი არ ტკივა”.

ლეგენდები

Image

არასდროს მჯეროდა იმ შეთხზული, საშიში ისტორიების, რომლებსაც კოცონთან ღამით ყვებოდნენ ხოლმე. ამას ყოველთვის არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ რაჭაში ლეგენდის თანახმად ღამე მიტოვებულ ადგილებში შეიძლება ჭინკებმა შეგაშინონ. “ნაძრახი ადგილი”- ადგილი სადაც ღამით გასვლა ძალიან საშიშია, მას მზის ჩასვლის შემდეგ დიდიც და პატარაც ძალიან ერიდება. თან როგორც ამბობენ ჭინკების შესახებ მოყოლილი ისტორიები ხშირად რეალობას შეესაბამება და არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან ფანტაზიის ნაყოფს.

პლანი

Image

ბევრს არაფერს არ დავწერ ამ ბალახის შესახებ, უბრალოდ ფაქტია, რომ პლანი რაჭაში ძალიან კარგად იშოვნება (თან როგორც ვიცი ძალიან კარგი პლანი).

ცხელი ჩაი, საინტერესო წიგნი და პლედი

ImageImage

რაჭაში ეს ჩემთვის არის სრული ნეტარება. მოგეხსენებათ, საღამოს ყოველთვის ძალიან ცივა, ამიტომ ეზოში ჰამაკში წოლა, როდესაც პლედში ხარ კარგად გახვეული, ერთ ხელში ცხელი ჩაი და მეორე ხელში წიგნი, ძალიან სასიამოვნოა.მითუმეტეს, როდესაც ირგვლის გამეფებულ სიმშვიდესა და სიწყნარეს არავინ არღვეს და უშლის ხელს.

ჩვენი ბიბლიოთეკა

Image

ImageImage

ჩვენს სახლში მეორე სართულზე ხის კიბეებით ასვლისას აუცილებლად დაინახავთ დიდ თაროს, სადაც აწყვია ბევრი წიგნი და უფრო მეტი, ძალიან ძველი გაზეთი და ჟურნალი(მაგ: “ცისკარი”, “საუკუნე” და სხვ.) ამ ჟურნალების კითხვა წინა წელს დავიწყე და ძალიან ბევრი ქართველი, რუსი თუ სხვა ეროვნების მწერალთა მოთხრობები,ნოველები და ლექსები წავიკითხე. წარმოიდგინეთ თუ რა საინტერესოა იმ ჟურნალის წაკითხვა, რომლის რედაქტორი- გურამ ფანჯიკიძეა.

უამინდობა, ჭექა-ქუხილი

Image

ტელეფონზე ლაპარაკს ან შეტყობინებების გაგზავნას ძირითადად ვერ ვახერხებთ ხოლმე, რადგან ძალიან ცუდად იჭერს, მაგრამ წარმოუდგენლად საშიშია ტელეფონის გამოყენება უამინდობის დროს, რადგან ხშირად ვარდება მეხი და გამორიცხული არ არის, რომ ტელეფონზე საუბრის დროს მეხი დაგეცეთ. მითუმეტეს არცერთ სახლს არ აქვს დამიწება. ისე, სახლში მაქვს ქვების კოლექცია, რომლებიც მეხისგან არის შუაში გახვრეტილი..

ჩვენი ოჯახის წევრი ფიცხელა

Image

ჩვენი სახლის ერთ-ერთი ბინადარია ფიცხელა. ფიცხელა არის ციყვი, რომელიც ღამის 2 საათზე იწყებს მუშაბას და კედლების ჭამას, ან კაკლით თამაშს სახურავზე, რაც არის ძირითადად ჩვენი უძილობის მიზეზი. ფიცხელას მოკვლას ან საწამლავით ან რაიმე მახით ვერ ვბედავთ, იმდენად შეგვიყვარდა უკვე. დიდ გამყინვარებაში რომ ციყვია, ზუსტად ეგეთად წარმოგვიდგენია ყველას.

მოკლედ, კიდევ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რაჭა არის ის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დადებითი ემოციით დაბრუნდებით უკან და კიდევ ბევრჯერ გადაწყვეტთ მის ხელახლა მონახულებას.

5 responses to “ჩემი პატარა სახლი რაჭაში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s