“მეშვიდე ცა” -გურამ ფანჯიკიძე

Imageქართველი მწერლების წიგნებს (სამწუხაროდ) შედარებით იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ გურამ ფანჯიკიძე შედის ჩემი საყვარელი მწერლების ტოპ ხუთეულში. მწერალი, რომლის რომანებს ვკითხულობ ძალიან დიდი სიამოვნებით. ზოგადად არ მიყვარს, როდესაც წიგნის კითხვას ვიწყებ და არ ვამთავრებ. ვცდილობ, ყველაზე უინტერესო წიგნიც კი წავიკითხო, თუ ის უკვე გადავშალე.. მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც წიგნის კითხვას იწყებ და ვერ წყდები. ფანჯიკიძის ყველა რომანი ამით გამოირჩევა. დაიწყებ კითხვას და ვერაფრით ვერ წყდები იმდენად კარგად და საინტერესოდ წერს.  წავიკითხე “მეშვიდე ცა”.მწერალი  ისტორიას მოგვითხრობს ახალგაზრდა, სიმპათიურ, ენერგიულ და ძალიან ნიჭიერ ბიჭზე, რომელიც ყოველთის ცდილობდა დამოუკიდებლად მიეღწია წარმატებას ცხოვრებაში. მხიარული, ირონიული და მიზანდასახული ადამიანია, რომელიც სამეგობრო წრეში პირველობითა და დიდი პატივისცემით სარგებლობს,არის ყველასგან გამორჩეული და მისაბაძი პიროვნება. ყველას უყვარს და ცდილობს მასთან ახლო ურთიერთობის დაჭერას. საბოლოოდ პერსონაჟი იცვლება, კარგავს მეგობრებს, საყვარელ გოგოს და ცოლად მოყავს ადამიანი, რომელსაც ყოველთვის დასცინოდა გულის სიღრმეში.

ლევან ხიდაშელი ეს ის პერსონაჟია, რომელიც აუცილებლად შეგაყვარებთ თავს.  დიდი სურვილი მაქვს ესეთ ადამიანს პირადად ვიცნობდე.. გირჩევთ წაიკითხოთ “მეშვიდე ცა” და თვითონ მიხვდებით, თუ რატომ მიყვარს გამორჩეულად ეს მწერალი.

P.S ასევე წაიკითხეთ “აქტიური მზის წელიწადი” და “თვალი პატიოსანი”.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s