ჩვენს მიერ ჩატარებული პატარა გამოკითხვა

Imageრამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა პატარა გამოკითხვა და ხალხის აზრი გამეგო. დღეს ჩემი ჩანაფიქრი განხორციელდა ჩემი მეგობარი სანდროს დახმარებით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩემთან ერთად დადიოდა ქუჩაში და გამვლელებს შეკითხვებს უსმევდა. შევხვდით რამოდენიმე ძალიან საინტერესო ადამიანს, დავუსვით კითხვები მოხუცებს, თინეიჯერებს, ახალგაზრდებს. გამოკითხვამ სასურველი შედეგი მიიღო. ვაკის პარკში გავაჩერეთ დაახლოებით 22 წლის ბიჭი, რომელიც გამოგველაპარაკა და ჩვენი ყურადღება მიიქცია განსხვავებული, თავისუფალი ჩაცმის სტილით, პირსინგებით და ა. შ.  ის მეგობარ ბიჭს ელოდებოდა და როდესაც ჩვენ კითხვები დავუსვით მას, გვითხრა, რომ საქართველოში არანაირი გამოკითხვის ჩატარებას არ აქვს აზრი, რადგან ერთს ფიქრობენ, ხოლო მეორეს გეუბნებიან.. ვფიქრობ, მისის სახით ერთ-ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი გავიცანით.

კითხვები პოლიციელებსაც დავუსვით, მათი აზრი, რა თქმა უნდა, ძალიან გვაინტერესებდა. მითუმეტეს ხშირად თავს არიდებენ მსგავსი სახის გამოკითხვებს, ეშინიათ სისულელე არ წამოცდეთ. სანდროს დამატყვევებელმა ღიმილმა კი შედეგი გამოიღო და ჩვენს პატარა გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.  სამწუხაროდ თან არ მქონდა ფოტოაპარატი, რომ გამვლელებისთვის ფოტოები გადამეღო.

ასევე კითხვები დავუსვით დაახლოებით 34-35 წლის მამაკაცს, რომელიც იურისტი აღმოჩნდა და რომელმაც ზრდილობიანად  გამოგვლანძღა “რა დებილობებს მეკითხებითო”.

პირველი კითხვა:

გინდა რომ მოხდეს მარიხუანის                  დეკრიმინალიზაცია?    

                                 

 19 ადამიანს აქვს სურვილი, რომ მოხდეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია; 10 ადამიანი ეწინააღმდეგება ამას, ხოლო ჩვენს მიერ გამოკითხული დარჩენილი 2 ადამიანისთვის საერთოს არ აქვს მნიშვნელობა, მოხდება თუ tumblr_mhtpzx4OtZ1s3ucmeo1_500_largeარა საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია. პირადად მე და ჩემი მეგობარი სანდრო მივიჩნევთ, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არანაირ უარყოფით შედეგს არ გამოიღებს. 

მეორე კითხვა:

Image

ამართლებთ თუ არა 17 მაისს გამართულ ჰოომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე, ხალხისა და სასულიერო პირთა აგრესიას?

4 ადამიანი თვლის, რომ აქცია უნდა დაერბიათ, ხოლო 25 ადამიანი სასტიკად ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას და ძალადობას გმობს.

ამ კითხვაზე მიღებულმა პასუხებმა ნამდვილად დამარწმუნა, რომ უმეტესობა არ ამბობდა იმას, რასაც რეალურად ფიქრობდა. ჩვენ ძალიან ცოტა ადამიანი გამოვკითხეთ, თუმცა 29 ადამიანიდან 4 თვლიდა, რომ აქცია უნდა დაერბიათ. დანარჩენები კატეგორიულად გმობდნენ ძალადობას.ხოლო მე 100% ვარ დარწმუნებული, რომ მათ 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სულ სხვა რეაქცია ჰქონდათ და სულ სხვა პასუხი გაცეს ჩვენს მიერ დასმულ კითხვას.

მესამე კითხვა:

თქვენი აზრით უნდა დააჯარიმონ თუ არა ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ერთმანეთს კოცნიან?Image

6 ადამიანი თვლის, რომ უნდა აჯარიმებდნენ ამის გამო ადამიანებს ხოლო 25 ადამიანი კი ამას ეწინააღმდეგება.

პირადად ჩემი აზრით, დაჯარიმება და კანონის შემოღება ამასთან დაკავშირებით ზედმეტია.

მოკლედ, გამოკითხვამ თითქმის სასურველი შედეგი გამოიღო,რაც ძალიან მიხარია.

სპეციალურ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ სანდრო დიასამიძეს, რომელიც დღეს მე ძალიან დამეხმარა.

2 responses to “ჩვენს მიერ ჩატარებული პატარა გამოკითხვა

  1. ^_^ ინტერვიუ აკლია ამას:დ კაია გააგრძელეთ მუშაობა, მაგრამ უფრო მეტი გამოკითხეთ ხოლმე… და კიდე ხო ერთი რჩევა.. ძუძუებზეც დასვით ხოლმე კითხვა:დდდ

    • ინტერვიუ ნამდვილად აკლია, უბრალოდ ჩემი უყურადღებობის ბრალია ეს ყველაფერი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s