სად და როგორ ვიცხოვრებდი მე

Image    ადგილი, სადაც მე ვიცხოვრებდი და აუცილებლად ვიცხოვრებ ეს იტალიაა. ულამაზესი ქვეყანა, გამორჩეული არქიტექტურითა და კულტურით-ზუსტად შეფერება იმ ადგილს  სადაც ცხოვრებაზე ყოველთვის ვიოცნებებდი. ვიოცნებებდი დავბადებულიყავი იტალიის რომელიმე ქალაქში.

ვიცხოვრებში ვერონაში, ვინჩენცაში, ვენეციაში, რომში, ფლორენციაში, სიჩილიაზე და ყველა იმ განსაკუთრებულ ქალაქში, სადაც არასოდეს მომბეზრდებოდა საღამოობით გასეირნება ან დილით ქალაქში უაზროდ ბოდიალი.

ვიცხოვრებდი პატარა სახლში, რომელსაც დიდი ვერანდა ექნებოდა და ულამაზესი ხედი. ვიცხოვრებდი მშვიდ და მყუდრო ადგილას. ყოველ დილით დავლევდი ცხელ ჩაის ჩემს უშველებელ ვერანდაზე და ქალაქის ხელით დავტკბებოდი. შემდეგ წავიდოდი სამსახურში, სამსახურში ბევრს ვიმუშავებდი, დავიღლებოდი და დაღლილს საღამოს ქალაქში სეირნობა ძალიან მესიამოვნებოდა. სამსახურიდან წამოსული, რომელიმე მყუდრო კაფეში დავჯდებოდი. შევჭამდი პიცას და დესერტად აუცილებლად დავაყოლებდი იტალიელების უგემრიელეს ნაყინს. სახლში წასვლამდე აუცილებლად შევიდოდი წიგნის მაღაზიაში ან დიდ და ძველ ბიბლიოთეკაში, სადაც ჩემთვის სასურველ წიგნს შევიძენდი.Image

სახლში მისვლამდე რომელიმე სკვერში ჩამოვჯდებოდი და წიგნს გადავხედავდი. შემდეგ სახლი მისული, ჩემს პატარა ძაღლს გარეთ გავასეირნებდი, მაღაზიებში ცოტას გავივლიდი და ისევ სახლში დავბრუნდებოდი. ვერანდაზე აუცილებლად მექნებოდა პატარა მაგიდა, რბილი მატრასი, სადაც კარგად პლედში გახვეული მოვკალათდებოდი და სტატიებს დავწერდი რომელიმე ძალიან ცნობილი ჟურნალისთვის. ვიქებოდი ერთი, ჩვეულებრივი ჟურნალისტი, რომელიც იბრძოლებდა კარიერული მწვერვალების დასაპყრობად. ჩემთვის ეს ყოველთვის უბედნიერესი წამები იქნებოდა. Imageარასოდეს მომბეზრდებოდა ესე ცხოვრება მარტოს. არასდროს არ ჩავრთავდი ტელევიზორს, დავხატავდი ძალიან ბევრს, ვიმუშავებდი კარგად, მოვუვლიდი ჩემს ოთხფეხა მეგობარს, ქალაქს გადავუღებდი ლამაზ სურათებს და საღამოებს სასიამოვნოდ გავატარებდი.  მაშინ როდესაც ცუდ ხასიათზე დავდგებოდი, წავიდოდი მეოგბრებთან ერთად რომელიმე ბარში, სადაც უკეთეს ხასიათზე დავდგებოდი. რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის ვიმოგზაურებდი.. ჯერ იტალიას მოვივლიდი ზურგჩანთებით, ხოლო შემდეგ მოვივლიდი ევროპას, ვიყიდდი ბევრ სამახსოვრო ნივთს. დღიურს გადავავსებდი ჩანაწერებით და მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოებით.

ეს ზუსტად ისაა რაზეც მე ყოველთვის ვიოცნებებდი. დარწმუნებული ვარ, ოდესღაც იტალიიდანაც დავწერ ბლოგ-პოსტებს.. ჩემი სახლის დიდი ვერანდიდან.Image

12 responses to “სად და როგორ ვიცხოვრებდი მე

  1. ჩემი მეგობარი ცხოვრობს იტალიაში, თეთრი შურით მშურს, ჩემი ოცნება იმან აისრულა 😀

      • არაუშავს, მოვა დრო ჩვენც წავალთ

      • ოდესმე აუცილებლად 🙂 აი მაშინ ჩემი შემოსავალი რომ მექნება(აუცილებლად მექნება 😀 )

      • აი კარგად რომ მეცოდინება იტალიური და სამსახურშიც კარგი ანაზღაურება :3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s