ის, რაც არ უნდა წამეკითხა (ან არ უნდა წავიკითხო)

Imageარის წიგნები, რომელთა წაკითხვა აუცილებელია, მაგრამ ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს. მშობლები არასდროს არ მიკრძალავდნენ რომელიმე, კონკრეტული წიგნის წაკითხვას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც “ოსტატს და მარგარიტას” დავადგი თვალი, მამაჩემმა მირჩია, რომ ეს წიგნი ოდნავ მოგვიანებით წამეკითხა (და არა 16 წლის ასაკში). მე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ინტერესით დავიწყე კითხვა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომეწონა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბულგაკოვმა ჩემზე, წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ამ ნაწარმოებს ხელმეორედ წავიკითხავდი, სულ სხვანაირად გავიგებდი ყველაფერს..

Image

“იცოდეთ, რომ იესო ამქვეყნად არსებობდა!”

ხოლო წიგნი, რომლის წაკითხვა კატეგორიულად მაქვს აკრძალული, ეს არის ლეო ტაქსილის “წმინდა ბუნაგი”. ძალიან მინდოდა წაკითხვა და დიდი ხნის განმავლობაში ბიბლიოთეკებში და წიგნის მაღაზიებში ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ. როდესაც სახლში ვახსენე ეს წიგნი, მთელი ოჯახი თავს დამესხა, იგივე განმეორდა, როდესაც ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ ეს “წმინდა ბუნაგი” ცოტა ხნით ჩემთვის ეთხოვებინა. მოკლედ, მთელი სანათესაო და სამეგობრო მკაცრად ეწინააღმდეგება ჩემს სურვილს. მაგრამ როგორც იცით, აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელია… მთავარია ვიპოვნო რომელიმე წიგნის მაღაზიაში, ან ბიბლიოთეკაში ეს “აკრძალული ხილი” და მერე უკვე ..Image

პ.ს ფორუმებიდან მიღებული ინფორმაციით, საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ურწმუნო ლეოს მიმართ, თუმცა მისი წიგნების წაკითხვის სურვილი კი დიდია..

სხვათა შორის, ლეო ტაქსილის “სახალისო ბიბლია” ჰქონდათ ფალიაშვილზე, ჩემს ბიბლიოთეკაში. ძალიან მინდოდა გამოტანა და წაკითხვა, თუმცა მივხვდი, რომ სახლში ხელმეორედ მოხდებოდა ჩემზე თავდასხმა , თან სავარაუდოდ ძალიან ბევრ საკითხზე დამაეჭვებდა, დამაფიქრებდა და ამიტომ აღარ გამოვიტანე. ისედაც არ მაკლია ეჭვები და სულელური აზრები, ამიტომ ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, რომ “სახალისო ბიბლია” წავიკითხო.. მომავალში როგორ მოვიქცევი, ჯერ არ ვიცი..

6 responses to “ის, რაც არ უნდა წამეკითხა (ან არ უნდა წავიკითხო)

  1. მე 21 წლის ასაკში წავიკითხე, მაგრამ ვთვლი, რომ მაინც ვერ აღვიქვი ბოლომდე მისი “მშვენიერება”.
    მივუბრუნდები მერე.

  2. Mec cavikitxe ostati da margarita 16 clis asakshi , upro scored odnav adre,, momavalshic vapireb.. vpikrob rom sakmarisad kargad ver agviqvi , radgan ondav sxvagvar shtabechdilebas velodebodi.. 🙂

    • ნამდვილად.. ხელმეორედ უნდა წავიკითხო, ოღონდ ჯერ ნამდვილად არა !

  3. ლეო ტაქსილზე და მის “წმინდა ბუნაგზე” ახლახან შევიტყვე და დამაინტერესა, მაგრამ სად ვიშოვო აზრზე არ ვარ

    • ვერ იშოვი ვერსადდ.. ახლობლებში უნდა გაიკითხო, თუ ვინმეს ექნება სახლში

  4. ostati da margaritas kitxva sharshan daviwye, zustad 3 tve vkitxulobdi, shesvenebebit da vcdlobdi daskvnebi gamometana, wels kidev wavikitxe, sul sxva shtabechileba darmcha, momaval welsac waviitxav, merec wavikitaxv da saertod su vikitxav 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s