მე გამოცდები ჩავაბარე

Image

ოთხ დღიანი საშინელება დაიწყო 12 ოქტომბერს. საატესტატო გამოცდებისთვის მზადება უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდათ ჩემს მეგობრებს დაწყებული, თუმცა ფაქტია, რომ არავინ არაფერი ვიცოდით.

პირველი გამოცდა-გეოგრაფია

9 საათზე სკოლაში ვიყავი და უკვე გამოცდებს ვწერდი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შევდიოდი გამოცდის დასაწერად, მაინც არასდროს არ ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ გადაბარების შანსი მქონდა. გეოგრაფიაზე ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო, რადგან შეგვხვდა კითხვები, რომელსაც საერთოდ არ ველოდით და არც ვიცოდით, მაგრამ საბედნიეროდ 1 ბავშვის გარდა არავინ ჩაჭრილა და საბედნიეროდ ის ერთი ბავშვი მე არ ვყოფილვარ.

                                       მეორე გამოცდა-ფიზიკა

ჩემი ნერვიულობა დაიწყო გეოგრაფიის გამოცდის დაწერის წუთიდან,რადგან ვიცოდი, რომImage ფიზიკა ყველაზე მეტად გამიჭირდებოდა. არასდროს მესმოდა ფიზიკა და მხოლოდ ზეპირად თუ მქონდა დამახსოვრებული წესები. ყველაზე მეტად ის მანერვიულებდა, რომ არც ერთი ფორმულა არ მახოვდა და ერთ დღეში რომ სასწაულს ვერ მოვახდენდი და მთელი ფიზიკის თავიდან სწავლას ვერ შევძლებდი ვიცოდი. მეგონა, რომ თუ ფიზიკას ჩავაბარებდი, სხვა საგნებზე საერთოდ აღარ უნდა მენერვიულა. მოკლედ, ფიზიკაზეც შევედი 9 საათზე. საბედნიეროდ, შემხვდა კითხვები, რომლებიც მახსოვდა და ვიცოდი, ამიტომ 10 წუთში ფიზიკა უკვე ჩაბარებული მქონდა და წინ მხოლოდ ორი, არც ისე ,რთული გამოცდა მელოდა..

მესამე გამოცდა-ბიოლოგია

გამოცდების წინა დღეს ვსწავლობდი ძირითადად იმ საკითხებს რაც დილით უნდა Imageჩამებარებინა. ბიოლოგია თეორია შედარებით ვიცოდი, მაგრამ ამოცანების ამოხსნა არ ვიცოდი (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი იყო). ამიტომ ჩემს მეგობარს მივაკითხე ღამით 10 საათზე სახლში და ავახსნევინე მონოჰიბრიდული, დიჰიბრიდული, სქესთან შეჭიდული და სხვა მსგავსი ამოცანები. საბედნიეროდ, ბიოლოგიაც წარმატებით ჩავაბარე.

                                      მეოთხე გამოცდა-ქიმია

Imageჩასაბარებელი მრჩებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქიმია, რაც ძალიან მანერვიულებდა, რადგან, როგორც ფიზიკაში, ასევე ქიმიაში ჩემს შესაძლებლობებში საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული. წინა დღეს მასწავლებელთან მივედი, ტესტები გავაკეთე, თავი დავიმშვიდე და სახლში როდესაც მოვედი, არაფერი აღარ გადამიმეორებია. ვიცოდი, რომ აზრი არ ჰქონდა თავიდან სწავლას, რადგან სულ ტყუილად უნდა გადამეღალა ტვინი (რომელიც ისედაც გაჭირვებით მუშაობს). მოკლედ, დღეს 9 საათზე შევედი გამოცდაზე და როგორც წინა 3 დღეს, დღესაც არ დავარღვიე ტრადიცია და პირველი გამოვედი საგამოცდო ოთახიდან-ბედნიერი! რადგან მე ატესტატის 4/8 უკვე მქონდა,ანუ მე ჩავაბარე !!!

Image

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s