ცხოველთა უფლებების დასაცავად გამართული აქცია ბარსელონაში

Imageცხოველთა უფლებების დამცავმა აქცივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია ბარსელონაში, რათა მოეხდინათ იმ საშიშროების დემონსტრაცია, რომელიც გამოწვეულია ხორცის ჭამით. საპროტესტო აქცია გამართული იყო საერთაშორისო ცხოველთა უფლებების დამცავი ორგანიზაცია “ცხოველთა თანასწორუფლებიანობის” (“Animal Equality”) მიერ. ეს არის ინტერნაციონალური, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხანია იბრძვის ცხოველთა უფლებებისთვის. დემონსტრაცია ჩატარდა 2013 წლის 20 მარტს, ბარსელონის საკათედრო ტაძრის წინ. შეგეხსენებთ, რომ 20 მარტს ტარდებოდა ღონისძიება სახელწოდებით “დღე ხორცის გარეშე”.

Image

ორგანიზაცია იბრძვის, რომ თანაბარი ყურადღებით და პატივისცემით მოეპყრან ცხოველებს, არ გამოიყენონ ისინი როგორც მონები და არავინ დაარღვიოს მათი უფლებები. ბარსელონაში გამართული აქცია არავისთვის არ ყოფილა შოკისმომგვრელი, რადგან მსგავსი ტიპის აქციები უდმივად იმართება საზღვარგარეთ. ხოლო ეს ორგანიზაცია მუდმივად ატარებს საპროტესტო აქციებს ქუჩებში.

Image

აქციის მონაწილეებმა გააკეთეს სუპერმარკეთებში გაყიდვადი უმი ხორცის სიმულირება. მათ მიერ გაკეთებულ შეფუთვებში ესხა წითელი საღებავი, რომელიც იწვევდა სისხლის იმიტაციას. გამართულ აქციას დიდი გამოხმაურება მოყვა. ჩემი აზრით, მსგავსი საპროტესტო აქციებით აუცილებლად მიიღწევა შედეგი. მოხარული ვარ, რომ თუ საქართველოში არა, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც აღელვებთ ცხოველთა ბედი.

3 responses to “ცხოველთა უფლებების დასაცავად გამართული აქცია ბარსელონაში

  1. gushin vatvalierebdi blogs da tvalshi momxvda potoebi.. ukve gviani iyo da ver movaswari wakitxva potoebma iseti shtapewdileba moaxdines davjeqi tuara kompiutertan egreve es posti vnaxe :33 neta martla saqarveloshic tardebodes aseti aqciebi -_-

    • იგივეს ვფიქრობდი ზუსტად! იმედი მაქვს ოდესმე ჩვენთანაც ჩატარდება ცხოველთა უფლებების დასაცავი საპროტესტო აქციები ! :3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s