პატარ-პატარა კოლექციები

მოგეხსენებათ, რომ ძალიან სახალისოა პატარ-პატარა კოლექციების გაკეთება ანუ ნივთების შეგროვება. პირველ რიგში ეს არის გატაცება, რომელიც თქვენს ხასიათს აუმჯობესებს და სიხარულს გგვრით. მე არასდროს არ მქონია მსგავსი გატაცება, თუმცა ჩემდა უნებურად მოხდა ისე, რომ მაქვს სახლში რაღაც ნივთების კოლექცია.

პირველი ეს არის დღიურები. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ყოვეთვის ვწერდი დღიურებს და თითოეულ მათგანს საგულდაგულოდ ვინახავდი ჩემს ოთახში და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩემი ცალტვინა ძმა ყოველთვის კითხულობდა მათ, მე მაინც არაფერს ვმალავდი.

Image

როდესაც ამ დღიურებს ვკითხულობ ხშირად სიცილს ვერ ვიკავებ. ჩემი სულელური განცდები და ემოციები რომ მახსენდება, ვხვდები, რამდენად უტვინო და პატარა ვიყავი.

მეორე, ეს არის საპნები. მიუხედავად იმისა, რომ მათი შეგროვება არასოდეს მიცდია, მამიდაჩემის დახმარებით მაინც მოხერხდა და მაქვს რამდენიმე საპონი. თითქმის ყველა არის მისი ან თავისი მეგობრების ჩამოტანილი გერმანიიდან . მამიდაჩემს უყვარს ნივთების შეგროვება, რასაც საბოლოოდ, ყოველთვის მჩუქნის. 

PicMonkey Collage1

ფოტოზე ეს გოგო არის ჩემი მეგობარი (იდიოტი) თათია, რომელიც დღეს არ მაცდიდა სურათის გადაღებას.

მაქვს პატარა სუნამოების კოლექცია, რომელთა დიდ ნაწილს, ნამდვილად, არ აქვს კარგი სურნელი, თუმცა ფაქტია, რომ მათ გამოყენებას არ ვაპირებ და უბრალოდ სახლში თაროზე მაქვს ლამაზად დალაგებული.

PicMonkey Collage2

და ბოლოს.. ჩემი მთავარი “კოლექცია”, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ანუ აუცილებლად წავიკითხავ ეს არის ძველი, Picture 015იტალიური (იტალიაშივე შეძენილი) ჟურნალ-გაზეთები.  წინა წელს, როდესაც იტალიურ ენას ვსწავლობდი და მასწავლებელთან დავდიოდი, ყოველ ჯერზე მომქონდა ეს ძველი ჟურნალ-გაზეთები, რომელსაც ჩემი მასწავლებელი გადაყრას უპირებდა. რა თქმა უნდა, მე ვთხოვე, რომ მათი დიდი ნაწილი ჩემთვის მოეცა. ჩემი იტალიურის მასწავლებელი ამ წინადადებას დიდი სიხარულით დათანხმდა და მე ყოველ გაკვეთილზე რამდენიმე ჟურნალი ან გაზეთი მომქონდა.

იმედი მაქვს, როდესაც იტალიურის სწავლას განვაგრძობ (სავარაუდოდ მომავალი წლიდან) და საფუძვლიანადაც ვისწავლი, შემდედ კი შევძლებ ამ ჟურნალების თავისუფლად წაკითხვას.

ბლოგ-პოსტის ბოლოს კი გიტოვებთ (იდიოტი) თათიას ფოტოებს, რომლებიც მან  დღეს გადაიღო . ძალიან მთხოვა, რომ დამედო ეს ფოტოები და მეც მას ვუსრულებ ამ უბრალო თხოვნას.

2 tatia

4 responses to “პატარ-პატარა კოლექციები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s