მე (უკვე) ვიქმნი საახალწლო განწყობას

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ შემოდგომაა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ამინდებით, ფერებით და სილამაზით, მე უკვე დავიწყე მზადება საახალწლოდ…

Imageყოველთვის, როდესაც ახალი წელი გვიახლოვდება და ვაწყობ გეგმებს, თუ სად გავატარო ახალი წლის ღამე, ვარჩევ ტანსაცმელს, ბევრს ვნერვიულობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახის წევრებს დავეხმარო, ზუსტად ამ მომენტში ვგრძნობ, რომ საერთოდ არ მაქვს საახალწლო განწყობა. არ ვიცი რას შეიძლება გრძნობდნენ ადამიანები და რას შეიძლება უწოდებდნენ ისინი საახალწლო განწყობას, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბოლო სამი წელიწადია საერთოდ არ მქონია ჩემთვის (უკვე) სანატრელი “საახალწლო განწყობა”.

მიყვარს, როდესაც განსაკთრებულად ვემზადები და ველოდები ახალ წელს. მიყვარს, როდესაც მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში ვხვდები ყოველ ახალ წელს. წელს პირველად გადავწყვიტე, რომ უნდა შევიქმნა მე თვითონ საახალწლო განწყობა. ვფიქრობ, რომ ძალიან ადრეა და ახალ წლამდე დიდი დროა, მაგრამ მაინც ვიწყებ სამზადისს.

მოკლედ, პირველ რიგში რაც საახალწლო განწყობას მიქმნის და მთელი სხეულით მაგრძნობინებს, რომ ახალი წელი ახლოვდება ეს არის ამინდი. სამწუხაროდ, იშვიათად მოდის ჩვენთან თოვლი ან თუ მოვა, ისეთი საზიზღრობაა, რომ ჯობია საერთოდ უთოვლოდ შევხვდეთ ზამთარს. მსიამოვნებს სუსხიანი, ცივი ამინდი, რაც იძულებულს მხდის, რომ თბილად ჩავიცვა.

Imageტანსაცმელი. ვერ ვიტყვი, რომ თბილად ჩაცმა ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მაცვია სქელი, ნაქსოვი სვიტერი, თბილი ბათინკები და საერთოდ ვერ ვგრძნობ სიცივეს. საერთოდ ტანსაცმელის ყიდვა და მაღაზიებში სიარული არის ჩემთვის ნამდვილი წამება! მაგრამ საახალწლოდ თბილი ტანსაცმლის ყიდვა და ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოების შეძენა რატომღაც არასდროს არ მეზარება.

Imageროგორც ყველას, მეც საახალწლო, მხიარულს განწყობას მიქმნის კოკა-კოლას მანქანები, რომლებიც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში სიმღერ-სიმღერით დადიან. მიყვარს კოკა-კოლას მხიარული რეკლამები, რომელიც თითქმის ყველა არხზე გადის წინასაახალწლოდ და საერთოდ, ძალიან მიყვარს კოკა-კოლა ზამთარ-ზაფხულ!

საახალწლო განწყობას ასევე ვიქმნი მუსიკებით და სიმღერებით, რომელსაც უკვე ორი დღეა დილიდან-საღამომდე ვუსმენ.

“Oh the weather outside is frightful
But the fire is so delightful
And since we’ve no place to go
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!”
მოკლედ, ახალ წლამდე, სანამ ბოლო წუთს არ მიხვდებით, რომ სარეთოდ არანაირი წინასაახალწლო შეგრძნებები არ გაქვთ, ჯობია დაიწყოთ მზადება და შეიქმნათ საახალწლო განწყობა!
Image

7 responses to “მე (უკვე) ვიქმნი საახალწლო განწყობას

  1. am bolo wlebshi mec sruliad ar maqvs saaxalwlo ganwyoba xolme :33 ,, mecc dzalian miyvars kokakolis reeklama gamegima es rom wavikitxe 😀 rac sheexebbaa gircheev shake up christmas mousminoo ,,, mmm vgizdebi am simgeraze gagania zapxulshic ki vusmendii :333

    • იმედი მაქვს დაიწყებენ კოკა-კოლის რეკლამების გაშვებას ტელევიზორებში მალე :3 აუცილებლად მოვუსმეეეენ ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s