Angus, Thongs and Perfect Snogging -Louise Rennison

წიგნი, რომელიც არასდროს არ უნდა წაიკითხოთ ეს არის  ლუის რენისონის ბესტ-სელერი “Angus, Thongs and Perfect Snogging”. ჯორჯია ნიკოლსონის ისტორია, რომელიც აუცილებლად დააინტერესებთ თინეიჯერებს და ადამიანებს, რომლებიც წიგნებს საერთოდ Imageარ კითხულობენ, ან უბრალოდ არასოდეს წაუკითხავთ ნამდვილი კლასიკა. თუ ამ უბრალო წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის გაფლანგული დრო, რომლის გამოყენება უფრო ჭკვიანურად შეგეძლოთ.

ამ წიგნს “ბიბლუსში” წავაწყდი და გამახსენდა ფილმი, რომელიც ადრე მქონდა ნანახი. არ ვიცი რატომ, მაგრამ წიგნს ხელი დავავლე და სასწრაფოდ ვიყიდე. წიგნის მაღაზია კი ბედნიერმა დავტოვე და ვფიქრობდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე ამ სულელური წიგნის შეძენით.

ამონარიდები ამ თინეიჯერული რომანიდან:

“გემამ თავის მეგობარ პიტერ დაიერს – კოცნის პროფესიონალს – უთხრა, რომ ხვალ, სკოლის შემდეგ, ჩვენ მოგვხედოს. “თქვენ ერთადერთი, მის სახლში მიხვალთ და კარზე Imageდააკაკუნებთ – 4:30 სთ-დან 6:30-მდე, სანამ მისი მშობლები დაბრუნდებიან. ცხადია, ვინც პირველი მივა, პირველს მას მოემსახურება.” ნუთუ, ყველაფერი აქამდე დავა? ალბათ, არა.”

“ლინდსეი აბაზანიდან გამოვიდა, თმა უკან ჰქონდა შეკრული. ბიუსტჰალტერი და აი, ის ნიფხავი ეცვა – “ტანგა”. ვერ ვხვდები, რატომ იცვამენ? რა დანიშნულება აქვს? ერთხელ მეც ჩავიცვი, დედიკოსი… მერე უფრო სასაცილო რაღაც დავინახე. ლინდსეის იქ, ქალურ ნაწილზე, თმის ნასახიც არ ჰქონდა! რა გაუკეთა? შეუძლებელი იყო გაეპარსა – მე მაშინვე გამახსენდა ჩემი გაპარსული ფეხები და კინაღამ გული წამივიდა.”

“გული ამიჩქარდა, როცა რობი დავინახე. მაგრად გამოიყურებოდა. რატომ, რატომ არ იყო ჩემი?! ლინდსეი მასႧან მივიდა. სწორედ ის დრო იყო, მეყვირა: “ბიუსტჰალტერში სილიკონები უდევს… “ნიფხავი-მატყუარა” აცვია!!! სუნთქვა შევიკარი და ჯესს ხელი ჩავავლე, მან წაიჩურჩულა: “მომშორდი შე ლესბოსელო!” მერე… ლინდსეიმ რობისკენ წაიწია და რობიმ მას აკოცა.”

იმედი მაქვს, დაახლოებით მაინც მიმიხვდით, თუ რატომ არ გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. ერთადერთი რა პლიუსიც შეიძლება მოვუძებნოთ ამ ბესტ-სელერს, არის ის, რომ პატარა ჯორჯია ძალიან გულწრფელად წერს თავის დღიურში და მხიარულ ისტორიებსაც გვიყვება.

უნდა ვაღიარო, რომ შესაძლოა მონახოთ ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოეწონებათ ჯორჯია ნიკოლსონის აღსარება. მე ბევრ უცხოურ ბლოგს გადავავლე თვალი, სადაც დადებითად საუბრობდნენ ამ წიგნზე და მოზარდებს მათ წაკითხვას ურჩევდნენ.. თან ნუ დაგვავიწყდება რომ ლუის რენისონის ეს თინეიჯერული რომანი ბესტ-სელერია.

One response to “Angus, Thongs and Perfect Snogging -Louise Rennison

  1. You share interesting things here. I think that your website
    can go viral easily, but you must give it initial boost
    and i know how to do it, just search in google – omgeridos traffic method

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s