ჩაის ხვრიპინით დალევის დროს დაწერილი პოსტი (ხვიიიპ..)

Imageმივხვდი, რომ შეიძლება დიდი სისულელე მაღიზიანებდეს და სხვა ელემენტარული რამ კი მაბედნიერებდეს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამეწერა პოსტი ამის შესახებ. დღეს უკვე მესამე პოსტია (ყოჩაღ მე-ს!).

მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე ფიქრობენ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ რა აცვიათ და რა უნდა ჩაიცვან მეორე დღეს.. არ ვიცი რატომ, მაგრამ არასოდეს მიყვარდა ჩაცმა-დახურვაზე გადარეული ადამიანები.

მიმაჩნია, რომ დიდი ბედნიერებაა ჩაის არსებობა, რადგან გემრიელი შაქრიანი ხილის ჩაის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. დღეს დილიდან ჩაის სმის გარდა არაფერს ვაკეთებ, როდესაც მეგობრები ვნახე და პატარა კაფეში მოვჯექით, იქაც ჩაის ვსვავდი. ალბათ რამე ახალი დაავადებაა, რომელიც გაიძულებს მიიღო დიდი რაოდენობით ჩაი მთელი დღის განმავლობაში და მისი მიუღებლობის Imageშემთხვევაში გეწყება ჩაის “ლომკა” 😀 .

თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ დიდი მიღწევაა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უნიტაზი. წარმოიდგინეთ, რა კარგია/არაჩვეულებრივია, რომ ეზოებში “ჩეჩმები” არ გვიდგას…

ძალიან ვწუხვარ/ვბრაზდები, რომ 2013 წელს, ოცდამეერთე საუკუნეში გვიწევს ადამიანების უფლებების დაცვაზე დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვა. საშინებელბაა, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული ორიენტაციის, ეროვნების, რელიგიის მქონე ადამიანები ეზოზღებოდეთ.

და ბოლოს ყველაზე დიდი შეცდომაა, რომ არსებობენ მწერები. ისინი ყველას გვიმწარებენ ცხოვრებას, განსაკუთრებით ზაფხულში.. და განსაკუთრებით მე !

9 responses to “ჩაის ხვრიპინით დალევის დროს დაწერილი პოსტი (ხვიიიპ..)

  1. სულ შემთხვევით ვიპოვე შენი ბლოგი
    არ მიატოვო რა, ბევრი პოსტი წერე. ძალიან მომწონს აქაურობა ^^

  2. chai ar miyvars pataraobidan,mxolod ishviad shemtxvevebshi vsvam, magram sheni postis kitxvisas mec lamis eg e.w. “chais lomka” damewyo, wavedi movimzadeb 😀

    • სამწუხაროდ მე ტკბილი ჩაი მიყვარს და ეხლა, როდესაც დიეტა დავიწყე ვეღარ ვსვავ შაქრით, ამიტომ საშინლაედ ვგრძნობ თავს..

      • warmomidgenia, mag mxriv me tuzi michiravs – ushaqro yava miyvars 😀 tumca vcdilob mainc xshirad ar mivigo ;))

      • რატომ? მე დღეში საშუალოდ 5-6 ჭიქას ვსვავ

      • chai ki batono, magram yava mozardistvis didad sasargeblo, rom araa mogexseneba albat 😀

      • სხვათაშორის არც ჩაი არაა დიდად სასარგებლო 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s