“წყურვილი სიცოცხლისა” -ირვინგ სტოუნი

მწერალი მოგვითხრობს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების შესახებ. მოგვითხრობს, თუ როგორ ცხოვრობდა, რა სურდა, რას გრძნობდა ეს დიდი ხელოვანი და რატომ გაატარა მან ცხოვრების დიდი ნაწილი ძიებაში. მუშაობდა სხვადასხვა ადგილებში, MPW-5599ეხმარებოდა ხალხს, ქადაგებდა.. თუმცა საბოლოდ მან იპოვნა თავის თავი და მიუხედავად ძალიან ბევრი დაბრკოლებისა და იმ უარყოფითი ემოციებისა, რომელსაც fks10 მისი ნახატები იწვევდა ხალხში, მან მიაღწია საწადელს და დღეს ის დაფასებული, აღიარებული მხატვარია, რომლის შემოქმედებას საუკუნეები ვერაფერს დააკლებს. იყო მის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდები, როდესაც მას საჭმელი, ტანსაცმელი, სახლი, საძინებელი არ ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი მან ძმის, ტეოს დიდი მხარდაჭერის და დახმარების მეშვეობით დაძლია. მაშინაც კი, როდესაც უკვე შექმნილი ჰქონდა დღეს ერთერთი ყველაზე ძვირად ღირებული ნახატები,  მისი ხატვის სტილი არავის არ მოწონდა და მის წარუმატებლობაში არავის ეპარებოდა ეჭვი. თითქმის ყველა დიდი ხელოვანი სიკვდილის შემდეგ დააფასეს, ამიტომ მისი მარცხი სიცოცხლეში არ არის გასაკვირი.

ირვინგ სტოუნი კი ძალიან დინამიურად წერს და საინტერესოდ მოგვითხრობს ვან გოგის შესახებ. თუ როგორ უყვარდა მხატვარს სიცოცხლეში ორჯერ, როგორ უყვარდათ ის და რატომ მოიჭრა მან ყური, რის შემდეგ ის გიჟად შერაცხეს.. სიმართლე ისაა, რომ მხატვარს არავინ აფასებდა და არავინ სცემდა პატივს, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ხომ ტეოს დახმარებით ცხოვრობდა, ამიტომ ვერავის თვალში ვერ მოიპოვა მან პატივისცემა.

“ვინსენტმა სცადა ისევ ხატვისათვის მოეკიდა ხელი. არ გამოუვიდა. უკვე ყველაფერი დახატა, რისი დახატვაცnwyzkd964751-02 აწუხებდა. ყველაფერი თქვა, რისი თქმაც უნდოდა. ბუნება აღარ უღვიუძებდა შემოქმედებით აღრყინებას და იცოდა, რომ რაც კარგი იყო მასში, სრულიად ჩაკვდა და გაქრა.”

როგორც ავტორი ბოლოსიტყვაში წერს, მოთხრობილი ამბავი შეესაბამება რეალობას, თუმცა დიალოგები უბრალოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია. მან ვან გოგის რამოდენიმე უმნიშვნელო ცხოვრების მომენტი საერთოდ გამოტოვა, რადგან ეს არ იქნებოდა საინტერესო მკითხველისთვის. მისი ძირითადი წყარო იყო წერილები, რომელსაც ვინსენტი წერდა თავის ძმას. ასევე ირვინგ სტოუნს ძალიან დაეხმარნენ ვან გოგის მეგობრები და თაყვანისმცემლები.

და ბოლოს, მე გირჩევდით, რომ წაგეკითხათ “წყურვილი სიცოცხლისა”, რადგან დარწმუნებული ვარ, ვინსენტ ვან გოგის ახლოს გაცნობა არავის გაწყენდათ.. 😉

2 responses to ““წყურვილი სიცოცხლისა” -ირვინგ სტოუნი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s