“კრაზანა”-ეტელ ლილიან ვოინიჩი

ვიტყოდი, რომ გენიალური წიგნია.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ წავიკითხე, დღემდე ერთ ერთი ჩემი უსაყვარლესი Imageნაწარმოებია.მახსოვს, “კრაზანას” წაკითხვის შემდეგ, ძალიან დიდი პროტესტი გამიჩნდა სარწმუნოების, სამღვდელობის, ხალხის მიმართ. ამ წიგნის მეშვეობით მე სხვა თვალით შევხედე ძალიან ბევრ საკითხს.

არტური ერთი შეხედვით, ძალიან უბრალო და არაფრით გამორჩეული ბიჭია, რომელსაც ახლო მეგობრული, მამა-შვილური ურთიერთობა აქვს თავის მოძღვარ მონტაელთან. მაგრამ მისი სიყვარული შეიცვლება, როდესაც შეიტყობს, რომ მონტაელი მისი არამარტო სულიერი, არამედ  ბიოლოგიური მამაა. მონტაელის სიყვარულთან ერთად მისი სიყვარული ღმერთის მიმართ უკვალოდ გაქრება..

მე მწამდა თქვენი ისეროგორც ღმერთისმაგრამ ღმერთი თიხის კერპი ყოფილარომელიც ჩაქუჩითაც ადვილადიმსხვრევათქვენ კი მთელი სიციცხლე მატყუებდით“.

არტური გადაწყვეტს, რომ გაქრეს და განთავისუფლდეს გარშემომყოფთაგან. დატოვებს წერილს, სადაც მონტაელს აუწყებს, რომ სუიციდით გადაწყვიტა სიცოცხლის დასრულება.

არტური ქრება, მაგრამ იბადება კრაზანა… კრაზანა, რომელიც საშინელ ქმედებებს სჩადის Imageიტალიის წინააღმდეგ, გამოირჩევა მწარე ენით. კრაზანა, რომელიც მონტაელის შესახებ საშინელებებს წერს გაზეთებში. მისი ვინაობა არავინ იცის, არც საკუთარმა მამამ. არ იციან რომ ეს ახალგაზრდა კარდინალის შვილია. მთავარი არის ის, რომ არტურს მიუხედავად გულში დაგროვილი ბრაზისა და წყენისა, მაინც სიგიჟემდე უყვარს მამა.

წიგნის ტრაგიკული დასასრული, პირადად მე, ძალიან განვიცადე. წიგნმა ძალიან შემირყია რწმენა, თუმცა საშუალება მომცა, რომ სხვანაირად შემეხება სხვადასხვა საკითხთათვის.

„ჯარისკაცები, რომლებსაც ხელში თოფები ეჭირათ, ძლივს იკავებდნენ ცრემლებისგან თავს. მათ სტანჯავდათ იმის ფიქრი, რომ კრაზანა უნდა მოეკლათ. კრაზანა თავისი ბასრი ენით, მოსწრებული პასუხებით, დაუსრულებელი სიცილით და მაგალითის მიმცემი ვაჟკაცობით შეიჭრა მათ უფერულ, ნაღვლიან ცხოვრებაში როგორც მზის შუქი, და გრძნობა, რომ ახლა ის მათი ხელით უნდა მომკვდარიყო, მათთვის იგივე იყო, რაც ნათელი მზის ჩაქრობა.”

Advertisements

6 responses to ““კრაზანა”-ეტელ ლილიან ვოინიჩი

  1. ყველაფერი რომ არ მოგეყოლა, მეც დავაპირებდი წაკითხვას ))
    ისედაც წავიკითხავ, მაგრამ….:)

    • ხოხო ვიცი.. არ უნდა დამწეწრა შინაარსი 🙂 არაუშავს წაიკითხე მაინც, ძალიან მაგარი წიგნია !

      • კი, ალბათ აქამდეც უნდა წამეკითხა, უბრალოდ წიგნი ვერ ჩავიგდე ვერასდროს ხელთ.

      • როდესაც წაიკითხავ, აუცილებლად გამიზიარე შთაბეჭდილებები. მაინტერესებს, როგორ მოგეწონება :3

      • ჯერ ვერ დაგპირდები უახლოესი ორი კვირა მოვახერხებ წაკითხვასთქო.
        ისე ,არ გამოგაპარებ ))*

  2. ეს წიგნი ჩემთვისაც აღმოჩენა იყო თავის დროზე. ძალიან მომეწონა და თან არ მომეწონა. დიდი ხანი ვერ გავიგე რა გრძნობას მიღვიძებდა ეს წიგნი თავისი ანტირელიგიური აზრებთა და შეხედულებებით და მაინც საინტერესო შინაარსითა და ფრაზებით.. ბევრ რამეზე მეც შემეცვალა შეხედულება და ვერ გამეგო ეს კარგი იყო თუ ცუდი. ჩვენ ხომ დაპროგრამებულად გვასწავლიდნენ, რომ კითხვები არ უნდა გაგვიჩნდეს, ბრმად უნდა გვწამდეს და ა.შ. ახლა არ მოვყვები რწმენის განხილვას, მაგრამ იმოქმედა. მამაჩემს მოვუყევი (როგორც ნაკითხ ადამიანს) წაკითხული გექნება თქო. მამაჩემს არ უყვარდა მსგავსი ნაწარმოებები, თუ ბიოგრაფიული და ისტორიული არაა, და გამომიცხადა – ეგ ავტორი საბჭოთა კავშირისათვის გიჟდებოდა და აბა სხვა რას დაწერდაო. ამ სიტყვებმაც შემიცვალა შეხედულება, რადგან საბჭოთა კავშირის საერთოდ არაფერი მიყვარდა და საბოლოოდ გადავწყვიტე ისე, რომ ამ წიგნზე დღემდე ვერაფერი გადავწყვიტე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s