დანაშაული და სასჯელი -ფიოდორ დოსტოევსკი

„ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დეე, იტანჯოს. მისთვის ეს იქნება სასჯელი.“

Image“დანაშაული და სასჯელი” შედის იმ წიგნთა სიაში, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალია. დოსტოევსკი, რომ მსოფლიოში აღიარებული, ერთ-ერთი გენიოსი მწერალია, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ნებისმიერი წიგნი ყოველთვის აჭარბებს მოლოდინს.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია “დანაშაული და სასჯელი” და ყველას ვურჩევდი წაკითხვას.

ნაწარმოების მთავარი მოქმედი პერსონაჟი როდიონ რასკოლნიკოვია.რასკოლნიკოვი ძალიან გაჭირვებული ახალგაზრდაა, რომელსაც არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ისწავლოს და ნორმალურად იცხოვროს. მაშინ, როდესაც გაიგებს, რომ მისი და თხოვდება და საქმრო ფინანსურად არ აპირებს მათ დახმარებას, გადაწყვეტს, რომ მოკლას მოხუცი მევახშე.  პერსონაჟი დიდი ხნის განმავლობაში აწყობდა მკვლელობის გეგმას, ცდილობდა, რომ არცერთი დეტალი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა და ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე ეზრუნა. მკითხველი ნელ-ნელა ხდება მკვლელობის თანამონაწილე, რადგან მწერალი კალმის ერთი მოსმით ხატავს როდიონ რასკოლნიკოვის ფსიქოპორტრეტს. ოსტატურად აღგვიწერს, თუ როგორ განიცდის, როგორ ნერვიულობს, დარდობს პერსონაჟი.მისი ფიქრები და ემოციები მკითხველის სულს აფორიაქებს, რის შემდეგაც Imageმკითხველი იწყებს მკვლელის გონებით მოვლენების შეფასებას. მაშინ, როდესაც როდიონ რასკოლნიკოვი ამ მძიმე ნაბიჯს გადადგავს და მევახშეს მოკლავს, მოულოდნელად სახლში აღმოჩნდება მოხუცის და, რომელიც მომენტალურად ხდება მკვლელობის მოწმე. მოწმის ცოცხლად დატოვებაზე როდიონს არც კი უფიქრია… ამ საზარელი მკვლელობის შემდეგ იწყება უდიდესი გამოცდა მის ცხოვრებაში, რადგან მომხდარს სხვა თვალით შეხედავს, დაიწყება სულიერი ტანჯვა, რასაც მწერალი არაჩვეულებრივად აღგვიწერს.. ერთადერთი ნათელი წერტილი კი მის ცხოვრებაში ხდება ადამიანი, რომელსაც მოგვიანებით გაიცნობს და შეიყვარებს. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიტყობთ.

„კერძო ბოროტება გასაკიცხი არ არის, თუ მთავარი მიზანი საკეთილოა.“

Advertisements

One response to “დანაშაული და სასჯელი -ფიოდორ დოსტოევსკი

  1. zedmeti informacia dawere.exla daviwye magis kitxva da vigac ro sheuyvardeba da vis mokvlas apirebs ro dawere zedmetia.tavidan kitxvis xibli magit iwyeba ro ar ici visi mokvla unda exla kide vici.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s