მომენტი, როდესაც ბედნიერად ვგრძნობ თავს

Imageმაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ და ვფიქრობ, თუ რა დაეხმარება და უშველის ჩემს უხასიათობას, წარმოვიდგენ ხოლმე მომენტს , რომელიც ნამდვილად გამაბედნიერებდა.ბევრი სიტუაცია შეგიძლია წარმოიდგინო, რომელიც დაგეხმარება, რომ დროებით მოწყდე ხანდახან მოსაწყენ, საშინელ თუ გამაღიზიანებელ რეალობას. მქონია ცხოვრებაში წუთები, როდესაც თავი ყველაზე ცუდ ან უბედურ ადამიანად მიგრძვნია, ძალიან სულელური მიზეზის გამო, მაგრამ გამხსენებია ის ბედნიერი წუთები, რომელთა განმეორება ყველაზე მეტად გამახარებდა.

თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ,როდესაც ბაბუჩემთან ერთად ვარ. არ ვიცი ესე განსაკუთრებით რატომ მიყვარს ეს ადამიანი. ვფიქრობ, არავის არ შეუძლია ისე უყვარდეს,  როგორც მე მიყვარს ბაბუაჩემი, ამიტომ მასთან გატარებული 1 წუთიც კი ყველაზე ტკბილ მოგონებად მექცევა ხოლმე.. ყველაზე თბილი, მეგობრული, კეთილი, საყვარელი ადამიანია.

Imageრთულ მომენტშიც ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობდი თავს, თუ ვიქნებოდი განმარტოებით, თბილ და პატარა სახლში, სადაც ჩუმად ვიჯდებოდი ხალიჩაზე, მექნებოდა პლედი მოხვეული და ბუხართან გავთბებოდი. ცხელი შოკოლადიც არ მაწყენდა.. ყოველთვის თვალწინ მიდგება ეს სიტუაცია, როდესაც განმარტოება ან დასვენება მინდა.

ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობდი თავს იტალიაში რომ დავბადებულიყავი. ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს, თუ იტალიაში გადავალ საცხოვრებლად, კარგად ავაწყობ საქმეებს, კარგი კარიერა მექნება და თან მეყოლება პატარა ფისო. გავიცნობდი იტალიელ მუჩაჩოს, რომელთანაც შევქმნიდი ოჯახს და ბედნიერად ვიცხოვრებდით. (ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია).

ბედნიერი ვიქნებოდი, სკეპტიკოსად რომ არ დავბადებულიყავი. ბოლომდე არაფრის მჯერა და ვერავის ვენდობი, რაც ვთვლი,რომ საშინელებაა.

მიყვარს წუთები, რომელსაც ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად ვატარებ და მიმაჩნია, რომ არც ერთი მათთან გატარებული წამი არ არის ფუჭად დაკარგული.

Imageარ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერასდროს მეყვარება ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის, რომ არასდროს მიფიქრია, შევძლებ თუ არა, ადამიანი შევიყვარო ისე, როგორც წიგნებში და ფილმებში უყვართ ერთმანეთი.ამიტომ უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, რომ მყვარებოდა ისე, როგორც ზღაპრებშია.

ბედნიერებაა გრძნობდე, რომ ვიღაცას (დედას, მამას, ძმას, დას, ბაბუას, ბებიას, შვილს, ქმარს, შეყვარებულს და სხვ.) ძალიან უყვარხარ და ამ სიყვარულს მუდმივად გამოხატავს.

Imageმე ბედნიერი ვარ, როდესაც კიკეთში სახურავზე ვარ წამოწოლილი და ვუყურებ ღამით ცას, რომელიც ვარსკვლავებით არის მოჭედილი. ბედნიერი ვარ, როდესაც რაჭაში ვკითხულობ ბებიაჩემის ძველ წერილებს და ვკითხულობ წიგნს, რომელიც წლების განმავლობაში ივსებოდა ჩემი ოჯახის წევრების მოგონებებით.ბედნიერი ვარ, რადგან მყავს კარგი სამეგობრო წრე და ოჯახი. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვიოცნებო ყველაზე და ყველაფერზე. ბედნიერი ვარ, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი შექმნილი/დაწერილი მოწონთ (ამ შემთხვევაში ბლოგი). ბედნიერი ვარ, როდესაც მიზანს ვაღწევ და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ირგვლივ ყველა და ყველაფერი კარგადაა.

მაგრამ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება.

8 responses to “მომენტი, როდესაც ბედნიერად ვგრძნობ თავს

  1. “მუჩაჩოზე” ძალიან გამეცინა :)))))) მეც ძაააალიან მიყვარს ჩემი ბაბუ!!! უტკბილესი და უსაყვარლესი ადამიანები არიან ბაბუები!! ❤ ჩვენ ერთად ვმღერით ხოლმე ^_^

    • ნამდვილად, გეთანხმები!! ყველაზე თბილები და საყვარლები არიან.. ჩვენც ვმღერით ხოლმე,მიხედავად იმისა, რომ არც ერთს არ გვაქვს კარგი სმენა ))))

  2. რამდენჯერ მიფიქრია მეც რა კარგი იქნებოდა წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს… და მერე ისეთ ცუდ ხასიათზე ვდგები :/
    ჩემი სიმშვიდის სიმბოლო ჩემი რაჭის სახლია. ასე მგონია, იქ ვერანაირი პრობლემა ვერ მომაგნებს ❤

    • ნამდვილად.. რაჭა არის ადგილი, სადაც ერთდროულად ისვენებ, ერთობი, ბევრს იცინი და უბრალოდ კარგ დროს ატარებ მეგოპბრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად..
      დროის უკან დაბრუნება კი, ალბათ, ბევრის ოცნებაა, რომელიც არასოდეს ახდება

      • ყველას თავისი “რაჭა” აქვს. სადაც გაიზარდა და ბავშვობა გაატარა : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s