“99 ფრანკი” – ფრედერიკ ბეგბედერი

Imageჩემი აზრით, თანამედროვე მწერალს ყოველთვის გამოარჩევ განსხვავებული წერის სტილით, აზრების თავისუფლად გადმოცემის უნარითა და გულწრფელობით. ფრედერიკ ბეგბედერიც “გულწრფელ მწერალთა” რიცხვს მიეკუთვნება.

მწერალი მოგვითხრობს ოქტავ პარანგოს ისტორიას, რომელიც ნაწილობრივ მის პირად გამოცდილებას ეფუძნება. გაგაოცებთ უხამსი მომენტები, მაგრამ ფაქტია, რომ ბეგბედერი პირდაპირ წერს ყველაფერს რაც პარანგოს გარშემო ხდებოდა. შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დიდ ფუფუნებაში ცხოვრობენ, მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობენ და ნელ-ნელა კარგავენ ადამიანობას. ისინი კარგავენ ყველაზე ძვირფასს, იმას რასაც ფულით ვერ იყიდი და იმას, რაც მათ განასხვავებს ღარიბი და უბრალო, შრომისმოყვარე ადამიანებისგან.

“როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება. ფრთხილად იყავით: ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს.”

Image

მიუხედავად უხამსი სცენებისა, მე გირჩევდით, რომ ეს წიგნი წაგეკითხათ, თანაც აუცილებლად.. დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ გზა, რომელიც ოქტავ პარანგომ გაიარა. გზა, რომელიც აუცილებელი იყო სულიერი სიმშვიდის, წარსულისგან განთავისუფლებისა თუ სულის განწმენდისათვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s