Insomnia – ვერ განვიკურნე

large (9)

აავადება, რომელიც მთელს საქართველოს ტანჯავს და პირველ რიგში-მე, ეს არის უძილობა. მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ნევროზი მაქვს, რადგან ხშირად ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს, ეს კი არის უმთავრესი მიზეზი უძილობისა.  მე არც დამაძინებლებს ვსვავ და არც ვცდილობ, რომ ადრე დავწვე და დროულად დავიძინო. ძირითადად 4-5 საათზე ვწვები და 6 საათამდე ვერ ვიძინებ, რადგან ვწერ მობილურზე ან ფბ-ზე ადამიანებს, რომლებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ!

ძილის წინ ყოველთვის ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ. ფილმის ყურება არა, მაგრამ წიგნის წაკითხვა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თან თუ სისულელეს კითხულობთ. წაიკითხეთ დოსტოევსკის “მკვდარი სახლის ჩანაწერები” ძილის წინ და თქვენ მიხვდებით, რომ ამ დაავადებას large (1)მარტივად დაამარცხებთ!

ყველაზე მომხიბლავი ჩემს უძილობაში არის ის, რომ მე ღამით ცხოვრება ყველაზე მეტად მიზიდავს, ანუ მიყვარს, როდესაც ღამღამობით ვწერ, ვკითხულობ, ვხატავ, დავალებებს ვაკეთებ და სხვ. ყველაფერი გაცილებით მარტივია, როდესაც სახლში სრული სიმყუდროვეა და შენც არავინ გიშლის ხელს, რომ აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს ან გეზიზღება.

მოკლედ, ჩემი რჩევაა, თუ თქვენც ღამით გეწვევათ მუზა და უკეთ მუშაობთ, ნუ დალევთ დამაძინებლებს და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ  ძილს ყველაზე ნაკლები დრო დაუთმოთ. ნელ-ნელა უძილობასაც შეეჩვევით და ყველაფერი უფროგამარტივდება. ჰეპი ენდ !

6 responses to “Insomnia – ვერ განვიკურნე

  1. memgoni chemi problemac imashia, rom game mushaoba metad miyvars. mashin roca sxvebs sdzinavt, xelas aravin mishlis da yvelaze tavisuflad vgrdznob tavs ))

  2. გამარჯობა ჩემნაირო! 🙂 აბა რა! ღამით უფრო კრეატიულია ადამიანი, ბედნიერი და გაცილებით სასიამოვნოა მუშაობა!

  3. დაახლოებით ერთი წელია ასე ვარ, თავიდან ვებრძოდი, მაგრამ ეხლა შევეჩვიე ღამე უფრო პროდუქტიული ვარ ვიდრე დღე, მაგრამ ერთ პრობლემას ვაწყდები ხოლმე – დღე როგორც მუშაობისთვის ასევე ძილისთვისაც უვარგისია და მგონი უკვე ნახევარი წელია გამოუძინებელი ვარ :დ

    • იგივე პრობლემა მაქვს მეც.. მე წლებია უკვე, რაც ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ, დღე მძინავს და ღამით კარგად ვმუშაობ.. არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ასე.. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s