თუ საქართველოში აპირებთ ცხოვრებას, უნდა იცოდეთ, რომ…

Image

იდი ხანია, რაც გვინდა, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი. ყველა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციაში ვეკვეხებით, რომელის სათაურიც რამენაირად უკავშირდება ევროპას და ევროპელ ხალხს. გვინდა “ევროკავშირში”, მაგრამ არ ვართ მზად, რომ მასში გავწევრიანდეთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ჩვენს მენტალიტეტზე და ვწუხვართ (ხშირად “ევროკავშირის” მსგავსად “აღშფოთებას გამოვთქვავთ”), რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისე აზროვნებს, როგორც საბჭოთა დროში იაზროვნებდა ნებისმიერი.რეალობა კი ის არის, რომ მუდმივად ვიღაცისკენ ვიშვერთ ხელს და საკუთარ თავს დროს არასდროს ვუთმობთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგადაა გააზრებული და გაგებული საკითხი, რომელზეც ვაფიქსირებთ ჩვენს შეხედულებებს. არასდროს ვითვალისწინებთ და ვუსმენთ სხვას. სხვას, ვინც ჩვენზე გამოცდილი და ჩვენზე მეტისმცოდნეა.

თუ საქართველოში აპირებთ ცხოვრებას, უნდა იცოდეთ, რომ…

  • ჩვენთან ყველა ადამიანი პოლიტიკაში არის ჩართული, თითქოს სხვა საინტერესო ირგვლივ არაფერი ხდება;
  • საზოგადოების ერთი ნაწილს ათეისტები შეადგენენ, ხოლო მეორე ნაწილს ფანატიკოსი მორწმუნეები, მაგრამ საბოლოოდ პირველს ყოველთვის მეორე ძალა “ერევა” ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფით
    ;
  • ვერც ერთი საღად მოაზროვნე პროფესიონალი ვერ ანხორციელებს საკუთარ მიზნებსა და გეგმებს, რის გამოც უკვე წლებია, რაც პროფესორები, მეცნიერები და ერთი სიტყვით, ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, ტოვებენ სამშობლოს და სამსახურს სხვა ქვეყნებში ეძებენ;
  • პოლიტიკაში ძალიან დიდი როლი უკავია სამღვდელოებას, რაც დღევანდელი რეალობის ყველაზე დიდი პრობლემაა. პოლიტიკა და რელიგია არის ორი სხვადასხვა პოლუსი, მაგრამ საქართველოში ჯერ ეს ვერ შევიგნეთ და გავიაზრეთ;
  • ასევე საზოგადოება თვლის, რომ საქართველოში აქამდე არასდროს არსებობდნენ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და სხვ. ხშირად მსმენია, რომ ეს ადამიანები სპეციალურად საქართველოს გარყვნას ცდილობენ, ამიტომ 17 მაისს ისინი კიარ უნდა ეცემათ, უნდა მოეკლათ.ასევე, “Cafe Gallery” არის მეორე სოდომი და გომორი, ამიტომ იქ სიარული არ შეიძლება (ხომ შეიძლება ცეცხლის წვიმა წამოვიდეს?!)
  • ყველა ახალგაზრდას სხვა ქვეყანაში უნდა ცხოვრება. პატრიოტიზმის განცდა მხოლოდ მაშინ ეუფლებათ, როდესაც ეს მოდაში შემოდის. მაგალითად, როდესაც 3-ზე მეტი კაცი ფეისბუკზე დაწერს პატრიოტულ პოსტს.ქვეყნის დაცვა მხოლოდ მაშინ ევალებათ, როდესაც 20 კაცს უნდა დაუპირისპირდნენ რომელიმე აქციაზე;
  • ჩვენთან ყველა კოსმოპოლიტია. იცხოვრებდნენ ყველგან საქართველოს გარდა და ეს ნორმალურად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა, კოსმოპოლიტიზმი არ გამორიცხავს პატრიოტიზმს, ანუ ყველა კოსმოპოლიტი-პატრიოტია;
  • მოდაშია, როდესაც ყველა ახალგაზრდა ბიჭს LSD ან MDMA აქვს განისჯული და არანაკლებ მოდაშია, როდესაც რომელიმე კლუბში ძალიან “გასულები” ცეკვავენ (მაგ:დინამიკს ეცეკვებიან სამბას, ელაპარაკებიან და სხვ.);
  • ასევე ძალიან მოდაშია, როდესაც სუფრაზე წასულების სადღეგრძელოს ძალიან დამწუხრებული სახით ამბობენ და დუმილს მოითხოვენ დამსწრე საზოგადოებისგან;
  • ყველანი ერთმანეთს ვბაძავთ და ამიტომ ვართ ერთი დიდი ნაცრისფერი მასა. რაღაც უცხოს თუ ვნახავთ არ მოგვწონს, რადგან ის უცხო და ახალია ჩვენთვის;
  • რომელიმე ქართველი თუ საზღვარგარეთ გადავა საცხოვრებლად, აუცილებლად ატვირთავს წუთში ათ ფოტოს ფეისბუკზე ან ინსტაგრამზე, რომ ყველას დაანახოს, თუ სად იმყოფება. ჯერ დაიწყებს წუწუნს, რომ ყველას გვამცნოს, თუ რაოდენ კარგია საზღვარგარეთ ყოფნა, შემდეგ აუცილებლად დაიწყებს მორალის კითხვას და ჭკუის სწავლებას, რადგან ის უკვე ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნეა და ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყებს რაღაც ტირილის მაგვარს, რადგან საქართველოში დაბრუნება არ უნდა;
  • ხინკლის ჭამა-ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ათი თითით უნდა დაიჭიროთ, პატარაზე მოკბიჩოთ ცომი და წვენი კარგად დალიოთ, შემდეგ უკვე სრული უფლება გაქვთ, რომ კუჭიანად მიირთვათ ჩვენი ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილი;
  • ბევრმა არ იცის, თუ ვინ არის იაკობ გოგებაშვილი, შოთა რუსთაველი, ლუკა რაზიკაშვილი, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ვინ არის ანრი ჯოხაძე, ბიჭოლა, ნინი ბადურაშვილი და სხვ.
  • ასევე ხშირად წუწუნებენ ხოლმე ტელევიზორის ეკრანებიდან ან გაზეთის ფურცლებიდან ცნობადი სახეები (მაგ:გვანცა ბაგრატიონი, დიჯეი მოდრეკილი), რომ ვეღარ აუდიან თაყვანისმცემლებს და საკუთარ თავზე გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას აღარ აქცევენ, რადგან ეს იწვევს მათ “დადრგუნვას”. დამეთანხმებით, მართლაც “დამდრგუნველია”, როდესაც ამდენი ჭორი ვრცელდება შენს შესახებ;
  • თუ როკს უსმენ დიდი შანსია, რომ კატებსაც ატყავებდე და ეშმაკს ელაპარაკებოდე ძილის წინ, მაგრამ თუ მაილი საირუსს უსმენ, ძალიან საყვარელი და კარგი ადამიანი ხარ, რომელსაც მუსიკაში მშვენიერი გემოვნება აქვს;

მოკლედ, მალე ამ ბლოგ-პოსტს მივამატებ კიდევ ფუნქტების აურაცხელ რაოდენობას, მანამდე კი გირჩევთ მოუსმინოთ ამ შესანიშნავ მუსიკას და განწყობა გაიუმჯობესოთ:

http://www.youtube.com/watch?v=L0TvnWRSyr4

1058816_645169025495026_210104388_n

29 responses to “თუ საქართველოში აპირებთ ცხოვრებას, უნდა იცოდეთ, რომ…

  1. AU Shen vigaca xar seriozuli problemebi dakompleksebi gak cxovrebashi. sxvis cxovrebis gansjas sheeshvi realobas tvalebshi shexede. da mag kle tekstis ceris meti sxva sakme gamoinaxe, gadi garet gaxede cxovrebas da isiamovne im kargit rac gvakvs marto cuds ro ukureb. ……

  2. tqven mogwont realoba radgan michveulebi xart! ra unda qnan qartvelebma rom aseti mentaloba aqvt! dganatleba da sazogadoebrivi morali aklia nacias! netav rodis shemova modashi pirovnuli ganvitareba da individualuri tvitshegnebis amagleba?!

  3. ძირითადად გეთანხმები მაგრამ ვფიქრობ ცოტათი გაზვიადებული გაქვს რაღაცები. მაგალითად, მე დიდი სიამოვნებით მივირთმევ ხინკალს ჩემი ათივე თითით და წვენსაც კარგად ვსვამ. რა არის ამაში ცუდი? 🙂

    • ხო სხვათაშორის ბევრმა მითხრა ხინკალზე.. მაგრამ მე არ მიყვარს ..

    • mec getanxmebit imashi rom cota gazviadebuli gaqvt ragacebi… es yvelaperi shesadzlioa yvela chvenganma gavaketot da tavad tqvenc da amitom iseti ragacebi ar unda dawerot romelshic tqvenc ar iqnebit darwmunebulii ))))))

  4. mxolod imashi getanxmebi ro yvela ganurchevlad asakisa chartulia politikashi da nishier adamians sakartveloshi perspektiva rom ar akvs.rac sheexeba wasulebis sadgegrdzelos da xinklis 10 titit chamas -es tradiciaa da amaze dawera da amis gakritikeba ubralod marazmia.geebi da lgbt sazogadoeba zogadad didi xania arsebobs da es yvelam icis,akamde aravin arushlida da arc daushlis mat arapers,ubralod paradebi aglumebi da msgavsi gamosvlebi araa sachiro.imito ro egre yvela unda gamovides mashin paradebit da droshebit:heteroseksualebi,homosexualebi,pedofilebi,zoopilebi,metrosexualebi da ase shemdeg,rac sheexeba mimbadzvelobas,es gardauvalia tan mitumetes iset patara kveyanashi rogoric sakartveloa,sadac yvela yvelas icnob,vigaca chaicmevs bensimons da mere yvelas moewoneba da ganmeordebian(davijero shen ar gakvs?an shavi rolingi ,an daxeuli jinsi,an uggebi an maranti ).zogi saxlshi igebs milion potos da milion potosve debs da raari imashi gasakviri ro sxva kveyanashi wasulebma 10 poto tu dades egreve )

    • არც მარანტები მაქ, არც აგები, არც შავი როლინგი.. სისულელეა, როდესაც 13 წლის ბავშვები სვავენ წასულების სადღეგრძელოს და მე არ მიწერია მამაჩემისხელა კაცებზე, თუმცა ქართული სუფრა რომ დიდიად არ მომწონს, ვაღიარებ.ზოოფილი და პედოფილი არის მოძალადე და გეი, რომელიც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე გამოდის, არავის არაფერს უშავებს და არც მამაოებს დასდევს “ტაბურეტკით” ხელში..მოკლედ, მოხარული ვარ რომ ბევრისგან განსხვავებით, შენი აზრი მაინც გაგაჩნია და ამ საკითხზე კამათი სისულელედ მიმაჩნია, რადგან არცერთი შევიცვლით შეხედულებას 🙂

  5. ki martalixar kamati uazroa ,magram cota iumorsac tu chartav werisas upro kai ikneba,marto ese akritiko kartvelebi ,kartuli kultura da zogadad sakartvelo texavs)es taburetka taburetka kai salaparako tema gakvt,ik iyavi ?sheni tvalit naxe?arc modzalade gei ginaxavs da magazec didad tavs nu dadeb.da geebi arucemiat,im akciaze ariyo arcerti lgbt ,mxolod tuarvcdebi jurnali liberalis warmomadgenlebi iyvnen,aranari homopobiis sawinaagmdego akcia ariyo,egiyo gei paradis chatarebis mcdeloba tan sad?9 aprilgadatanil kuchaze,da wignebzec da kartvel mwerlebzec minda avgnishno ro ai zustadis 13 wlis bavshvebi romlebic wasulebis sadgegrdzelos amboben ai egeni upro kitxuloben kartveli mwerlebis daweril wignebs.da ver vxdebi ratoarunda tkvan eg sadgegrdzelo,megobari ar dagupviat axlobeli tu ra?

    • ზუსტად რომ აქციაზე ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე იქ რაც ხდებოდა და ტაბურეტკიანი მამაო კარგი სალაპარაკო თემაა.მე რაც არ მომწონს საქართველოში ვწერ და ვისაც არ სიამოვნებს, იყოს და მაკრიტიკოს, არც ეგ არაა პრობლემა :დ

  6. “Evropelobas mowyurebuli” studentis morigi tavis gamochenas hgavs aghnishnuli textvidre gulistkivils. Zusta avtoris sityvebshi igrdznoba m”fsevdotanamedroved” moazrovneta mimbadzvelobis survili.aseve vfiqrob: tavmomwoneobit sheqmnili textis shinaarss, werisas wanamdzgvrebad,ilia chavchavadziseburi ideis ganxorcieleba edo, shedegi ki rogoria vxedavt yvela, evropelebi” tashiskvrity shexvdnen , mimbadzveli fsevdoqartuli grdzobebit “savseni” ki mivyvebit chveul gzas,albat rom gkitxot. simartle ki ertia yoveli nacia tavis istoriashi iyureba da edzebs xelmisachids, mitumetes dges rodesac universalur kulturis sheqmnas da mis brchyalebshi moqcevas gviqsdian, amis shemdeg ki turme cxramtas init unda ciyurot, roca ukan gvidevs is rac identobas shegvinarchunebs, Kargia rodesac kargshi mibadzav sxvas,saboolood shegiyvardeba siketis qmna da gaazrebulad imoqmedeb, es tqveni werilebi ki namdvilad. Ver sheuwyobs xels individualurisa tu erocnul tvitshegnebasLis chamoyallibebas, yvelam chven chvens sulshi tu ar vafaturet xelebi araferi gveshveleba, chavchavadze ki unda vikitxot Da es dagvexmareba samartliani, cheshmaritad altruistuli rchevis gacemashi da ara tavmomwoneobis rchevit gamoxatulebashi,romelsac safudzvlad, azrebis areuloba udevs, ams ki isev mimbadzvelobastan mivyavart, rasac ragac doneze ver gaveqcevit, vetanxmebi winamdebare komentaris avtors tumca es gadalaxvadia, didebul moazrovneta tezisebi iqmneboda sxvata gavlenit, sxva rom araferi vtqvat. Ase rom kargshi mivbadzot ertmanets, da is rac usargebloa asaktan da qmedobastan ertad chamogvshordeba, saboloo jamshi sachiroa sheni naweric temas acocxlebs, tumca sifrtxile azrebs sityvebs ki mozomileba…

  7. ბევრ რამეში არ გეთანხმები : ) ალბათ მეტ გამოცდილებას საჭიროებ, რომ ეს ყველაფერი დაიწმინდოს, დალაგდეს…. და ეს კარგია, რომ ამის დრო კიდევ გაქვს. სათითაოდ ვერ ჩამოვუყვები, ძალიან ბევრი უკუკავშირი გამომივა. უბრალოდ, ის რასაც სტერეოტიპულად ვთვლით, არც ისე სტერეოტიპულია.მაგალითად, მე ვთვლი, რომ ასეთი აზრების გამოთქმა უკვე სტერეოტიპად იქცა . თუმცა , სტერეოტიპები სიმართლეს ნამდვილად არ გამორიცხავენ : )

  8. hah, martali xar. yvela sakitxshi getanxmebi me piradad (xinklisashic ki 😀 )
    mokled es evropelobisaken rom viqachebit da aziatebad vrchebit saqmit, dzveli ambavia da ukve sayuradgeboc ki agaraa, samagierod axla avardebian sxva ganxiluli sakitxebis gamo arapatriotebi xarto 😀

    • ბევრი აყვირდა უკვე, მაგრამ რა ვქნა? რასაც ვფიქრობდი დავწერე და მომავალშიც ვაპირებ ამ პოსტის გაგრძელებას.. 🙂 მადლობა შენ

  9. ახლახანს წავაწყდი ამ პოსტს, სადაც ავტორი ქართველების მენტალიტეტზე გამოთქვამს აზრს და ირონიულად ეხება იმ ფაქტს,რომ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ისე აზროვნებს როგორც „საბჭოთა კავშირში“ აზოვნებდნენ. ძვირფასო ავტორო 1) პოლიტიკაში ჩართული ვარ და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება ვიცოდე ვინ მმართავს და ვინ ავირჩიე. 2) ათეისტები ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით კი არ ერევიან მართლმადიდებელ მორწმუნეებს, არამედ ეს უკანასკნელნი არ იმცირებენ თავიანთ თავს მათ შეეპასუხონ. 3) პროფესორ,მეცნიერ და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანთა გარემოცვაში ვარ. უკეთესად რომ დარწმუნდე თსუ-ს მე5 კორპუსში ამოისეირნე. 4) პოლიტიკაში სამღვდელოების არ ჩარევა, ნიშნავს ამ უკანასკნელის გულგრილობას ერისადმი. სახელმწიფოში არ არსებობს „ორი სხვადასხვა პოლუსი“ 5) საქართველოში და მსოფლიოში გეები აქამდეც არსებობდნენ და იარსებებენ. არსებობს პრაგმატულად მოაზროვნე ხალხი,რომელებიც ამ ყველაფერს ნეიტრალურად უყურებენ და 17 მაისი ჩვენი სულიერი და რელიგიური ფასეულობების დაცვა იყო. (ბრბო ყველგან არსებობს და 17 მაისს გეებზე ფიზიკური ძალადობა არაფერი იყო, თუ არა კოლექტიური ბრბოს მსხვერპლი საზოგადოების ქმედება) 6) ყველა ქართველ ახალგაზრდას საზღვარგარეთ უნდა ცხოვრებაო. თუ გინდა შევეჯიბროთ ვის რამდენი „goose bump“ დააყრის სიტყვა საქართველოს, ქართული გალობის და რიონის ჩუხჩუხის მოსმენისას 7) არ მიმაჩნია,რომ დიდი ნაცრისფერი მასის ნაწილი ვარ და არც სიახლის მეშინია, რადგან ყოველ სიახლეს იმ ფერს ვჩუქნი, რაც ჯერ ცისარტყელას არ შემოურტყია სარტყელად. 8) შენ თუ ისეთი მეგობრები გყავს, ვინც საზღვარგარეთ გადაღებულ სურათებით მარიაჟობს, ჩემი მეგობრები ჩამოიარე და ნახავ,რომ არაფერი არაფრთოვანებთ, თუ არა ხელოვნება და იმ ქვეყნის კულტურა, თუმცა საქართველოს არაფერი ურჩევნიათ. 9) ხინკლის ჭამა ნამდვილად ხელოვნებაა… იგი იმდენი თითით უნდა ჭამო, რამდენიც გაქვს. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან მიხვდები,რომ ამა თუ იმ ფაქტზე აზრის ქონა და შეხედულება, პიროვნებაზეა დამოკიდებული და ამის შემდეგ ალბათ სწორად გავიაზრებთ რას ნიშნავს გქონდეს კომპლექსი

    • 1)პოლიტიკაში ყველა უნდა იყოს ჩართული,მაგრამ როდესაც 14 წლის ბავშვი პოლიტიზირებულია და როდესაც ირგვლივ ხალხი მხოლოდ პოლიტიკაზე საუბრობს ჩემთვის მიუღებელია 🙂
      2)ფანატიკოსი მორწმუნეები ზუსტად სიტყვიერი და სულიერი შეურაცხყოფით “ერევიან” ათეისტებს და არამარტო მათ..
      3)თუ წარსულს გადახედავ, ნახავ, რომ ძალიან ბევრმა მეცნიერმა დატოვა ქვეყანა იმის გამო, რომ არანაირი პერსპექტივა მათ საქართველოში არ ჰქონდათ. სასაცილოა იმაზე კამათი, თითქოს რომელიმე პროფესიის ადამიანი ჩვენთან დაფასებულია და ანაზღაურებაც შესაბამისი აქვს. ალბათ ამიტომ არის,რომ ექიმები, მასწავლებლები და უამრავი სხვა პროფესიის ხალხი კაპიკებზე მუშაობს.
      4)პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს სამღვდელოება, მაგრამ თუ თეოკრატიული მმართველობის ფორმა გინდათ ქვეყანაში, ეს უკვე თქვენი პრობლემაა
      5)სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით ქვეყნის დაცვა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ როგორც ჩანს არა-თქვენთვის
      6)არც ეგ არის პრობლემა
      7)პირადად თქვენზე არ მიწერია ეს პოსტი ამიტომ საკუთარი თავი მაგალითად ნუ მოგყავთ. ნაცრისფერი მასის ნაწილად ბევრი არ თვლის თავს, თუმცა რეალობა სულ სხვაა..
      8)მეგობრები არა, მაგრამ ბევრი ნაცნობი და უცნობი მყავს გარშემო ისეთი, რომელსაც არ აინტერესებს არც ქვეყნის კულტურა, არც ხელოვნება..
      9)ხელოვნება ჩემთვის უფრო სხვა რაღაც არის.. ვერ ვიტყოდი, რომ ხინკლის ჭამა ნამდვილი ხელოვნებაა 😦
      ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან შეგიძლია დაასკვნა, რომ ამა თუ იმ ფაქტზე აზრის ქონა და შეხედულება პიროვნებაზეა დამოკიდებული.

    • mako ghambashidze
      არ ვაპირებდი დაკომენტარებას,მაგრამ თქვენს კომენტარს ვერ ავუარე გვერდი
      გეხვეწებით რამდენი ხანი აწყობდით ამ ტექსტს?ან თქვენით მოიფიქრეთ?

      “პოლიტიკაში სამღვდელოების არ ჩარევა, ნიშნავს ამ უკანასკნელის გულგრილობას ერისადმი. სახელმწიფოში არ არსებობს „ორი სხვადასხვა პოლუსი””
      “17 მაისი ჩვენი სულიერი და რელიგიური ფასეულობების დაცვა იყო. (ბრბო ყველგან არსებობს და 17 მაისს გეებზე ფიზიკური ძალადობა არაფერი იყო, თუ არა კოლექტიური ბრბოს მსხვერპლი საზოგადოების ქმედება) ”

      ძლივს საღი აზრი დავინახე :3
      ❤ ❤

  10. სულ ყველაფერში გეთანხმები და სულაც არ მგონია რომ რამე გააზვიადე. არ მიაქციო მწვავე კომენტარებს ყურადღება გირჩევ 🙂 ძალიან მომწონს ეს პოსტი და არა იმიტომ, რომ საქართველო მეზიზღება. დღეს ილია რომ გამოჩნდეს იმასაც კი ჩაქოლავენ. ქვეყნის სიყვარული სწორედ ისაა, რომ ჯანსაღად გააკრიტიკო არც გასაკრიტიკებელია. ილიამ რამდენიმე ასო ამოაკლო ანბანს და ჩვენ მარაზმული სუფრებიც არ გავაკრიტიკოთ?! (აქვე გავცემ შესაძლო კრიტიკას პასუს – ვიცი რომ ილია არ ვარ)

  11. ძირითადათ სიმართლე თქვი იმას თუ არ ჩავთვლით რომ ყველაფერი ტყვილია მე ჰომოფობი ვარ და რომც მომკლა,მაწამო მაინც იგივე აზრის დავრჩები მოუტყან ყველა პედერასტს თავისი საყვარლის ტრაკი 5 მეტრიანი შლანგით ეს არის ჩემი აზრი ვისაც არ მოეწონა დამასკდეს ყლეზე

  12. “ხინკლის ჭამა-ეს ნამდვილი ხელოვნებაა”
    აი აქ დაგლიჯე იმენა :დდდ
    ვეთანხმები მაგა რაიუელას: “მე ვთვლი, რომ ასეთი აზრების გამოთქმა უკვე სტერეოტიპად იქცა . თუმცა , სტერეოტიპები სიმართლეს ნამდვილად არ გამორიცხავენ : )”

    კაია რო მაგრად “აეწვათ” .მუსიკა არ მომეწონა,მარა შენსკენ ვარ იტოგში :3

    ისე წასულების სადღეგრძელოს რომ სვამენ,ძალიან საყვარლები არიან,რას ერჩი ❤

    • და ამ ხალხთან თავის მართლება არაა საჭირო,დაიკიდე 😉

  13. It is perfect time to make a few plans for the long run and it’s time to be happy.
    I’ve learn this submit and if I may I desire to recommend you some interesting things or advice.
    Maybe you could write subsequent articles
    relating to this article. I desire to read more issues about it!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s