“გამოსათხოვარი ვალსი” – მილან კუნდერა

Imageმე და მილან კუნდერამ ერთმანეთი ბიბლიოთეკაში გავიცანით..როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, სულ სხვა ნაწარმოების წაკითხვა მინდოდა და ბიბლიოთეკიდან სხვა წიგნით ხელში დავბრუნდი შინ. ჩავედი, რომ დოსტოევსკის “მოთამაშე” წამომეღო, თუმცა ადგილზე არ ჰქონდათ და მეც იმ წიგნს ვტაცე ხელი, რომელიც თვალში მომხვდა.თვალში კი მილან კუნდერას რომანი “გამოსათხოვარი ვალსი” მომხვდა. ფაქტია, დიდი ხანია რაც მინდა, მის შემოქმედებას საფუძვლიანად გავეცნო, თუმცა ამის საშუალება არცერთხელ არ მომცემია.

მწერალი ისტორიას მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ცნობილი მუსიკოსთან გაატარებს ღამეს.. გოგონა დაორსულდება,მაგრამ მისი ორსულობა ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ცნობილ მუსიკოსს-კლიმას, რომლის ცოლი სიკვდილს და ამასთანავე ქმრის მუდმივ ღალატს ებრძვის.

რამდენიმე მოქმედ პირს შორის გათამაშებული შემთხვევითობა საბოლოოდ წიგნს მოსალოდნელ და საჭირო დასასრულამდე მიიყვანს.ერთი ლურჯი აბი გადაწყვეტს რამოდენიმე ადამიანის ბედს.. ვიტყოდი, რომ ტრაგიკული დასასრული აქვს ნაწარმოებს, რადგან ახალგაზრდა ორსული ქალის სიკვდილი გახდება რამდენიმე ადამიანის ბედნიერების მიზეზი..

საინტერესო რომანია, რომლის წაკითხვას, ნამდვილად,გირჩევდით. ეს ჩემი და მწერლის პირველი შეხვედრა იყო, თუმცა მომავალში ვგეგმავ, რომ წავიკითხო “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”. წიგნი, რომელმაც მწერალს უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და პოპულარობა მოუტანა.

Advertisements

2 responses to ““გამოსათხოვარი ვალსი” – მილან კუნდერა

  1. ნუ ყვები ყველაფერს! : )
    მე წაკითხული კი მაქვს, მაგრამ სხვას რომ მოუნდეს წაკითხვა.
    ძალიან სასაცილო წიგნია, მე რომ მკითხო 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s