ნამდვილი ქართველი კაცი

04802778a8eae9d8469577a83fff8c5e

“დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” -სასიხარულოდ მართლაც არ გვაქვს საქმე. მე გადავწყვიტე, რომ ჩამოვწერო პუნქტები, რომლებიც ძალიან არ მომწონს, მაღიზიანებს, მაბრაზებს, მაოცებს ქართველ კაცებში იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება მსგავსი თვისებები სხვა ეროვნების მამაკაცებსაც ახასიათებდეთ.

ნელ-ნელა ინგრევა სტერეოტიპი, რომ ოჯახში კაცია მთავარი, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, რომ ჭკუა არ მოგვეკითხება და სხვ. ჩამოყალიბებული სტერეოტიპის ნგრევას იწვევს მდედრობითი სქესის სიძლიერე, მამაკაცების უსაქმურობა, სისუსტე, სიზარმაცე, არასერიოზული დამოკიდებულება ოჯახისა და კარიერის მიმართ..

  • ქართველი კაცი განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც დამოუკიდებელი და თავისუფალი არასდროს არის. მას მუდმივად კეთილი ნათესავების, მოსიყვარულე დედისა და ცოლის იმედი აქვს;
  • თუ ქართველ კაცს ცოლი არ ჰყავს, ის სიცოცხლის ბოლომდე მშობლებთან ერთად ცხორობს (ხშირად მათ კმაყოფაზე);
  • ქართველი კაცი შეიძლება იყოს დაბალი, მსუქანი, მელოტი, მაგრამ თავს მაინც ყველაზე სასურველ მამაკაცად თვლიდეს;
  • ქართველ კაცს აუცილებლად უნდა სძულდეს სიდედრი და ამ სიძულვილს მხოლოდ მეგობრების გარემოცვაში უნდა აფრქვევდეს, ბოროტი ხუმრობებით;
  • ქართველ კაცს სურს, რომ ყველაფერი ზედმეტი შრომისა და გარჯის გარეშე მიიღოს;
  • ქართველი კაცი ვერ იტანს “პიდარასტებს”;
  • ქართველი კაცი ცოლად არასდროს მოიყვანს არაქალიშვილს;
  • ნამდვილი ქართველი კაცის მეუღლის ადგილი “კუხნაშია”;
  • ქართველ კაცს ყველაზე მეტად უყვარს ჭამა-სმა, ცოლ-შვილი და დედა;
  • ქართველი კაცი აუცილებლად ჩხუბობს რესტორანში, როდესაც დათვრება და რაღაც ისე არ იქნება, როგორც თვითონ გადაწყვიტა;
  • ქართველი კაცი ყოველთვის ღალატობს ცოლს. ღალატის გამომწვევი მიზეზი (ჯერჯერობით) უცნობია;
  • ქართველი კაცი არასდროს ამბობს უარს თამადობაზე და მიუხედავად იმისა, რომ სადღეგრძელოების თანმიმდევრობა,რაობა ყველამ ზეპირად იცის და არც არავის აინტერესებს, ქართველი კაცის მოთხოვნით, სამარისებული სიჩუმე უნდა იყოს, როდესაც სერიოზული სახით ვიღაცას ან რაღაცას ადღეგრძელებს;
  • ქართველი კაცის აზრით, პირველი შვილი ბიჭი უნდა იყოს, გვარის გამგრძელებელი;
  • ნამდვილი ქართველი კაცის შვილი სუფრაზე აუცილებლად ჩაიხდის, რომ კაცური ღირსების ჩვენებამ მამის ბედნიერი ღიმილი და მისი ღიპიანი მეგობრების გამხიარულება გამოიწვიოს;
  • ქართველი კაცის მუცელს აქვს საშუალება, რომ სიყვარულის სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ, დიდი მამა-პაპური ყანწი გამოცალოს, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ პასუხს არ აგებს იმ უსიამოვნებებზე, რაც მისი მიზეზით იქნება გამოწვეული;
  • ქართველი კაცის საყვარელი უალკოჰოლო სასმელია “ბორჯომი” ან “ნაბეღლავი”
  • თუ ქართველი კაცი ტელევიზორთან მოკალათდა, ეს ნიშნავს, რომ ხშირად გაიგონებთ შეძახილს “გოოლ!” ან “რას აკეთებ შე კარგ*******ო!”
  • ქართველ კაცს ენატრება დრო, როდესაც რუსეთში 37 მანეთად გადაფრინდებოდა ხოლმე;
  • ქართველი კაცი ხშირად იწონებს თავს მოსკოვში გადამხდარი თავგადასავლებით;
  • ქართველი კაცი ხშირად იცავს თავს, ქვეყანას, ღირსებას, ოჯახს-დედის გინებით;

.. და სხვ.

5 responses to “ნამდვილი ქართველი კაცი

  1. გენიალური პოსტია!!
    კითხვის დროს მივხვდი, რომ ერთი თემაა ქართველი კაცი, რომელიც, დავამატებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კეთილია, კეთილი გული აქვს, პატიოსანი, კარგი ოჯახის შვილი და ეკლესიურია, კიდევ დავამატებ, რომ აუცილებლად იფურთხება და გარეგნობაზე არასოდეს ზრუნავს. :))
    ხოდა, მეორეა ნორმალური ქართველი კაცი. ნუ ეს ბოლო სადღაც ასე 30 % თუა ყველაზე მაქსიმუმ, მაგრამ ეგეთი კაციც კი მარტო შემდეგ პუნქტებში შეიძლება განსხვავდებოდეს:
    შეიძლება სიდედრთან არ ცხოვრობდეს და ამიტომ არ აგინებდეს, ან არ აგინებდეს, მაგრამ უეჭველი მაინც წაკბენს ხოლმე ცოლს;
    შეიძლება მუშაობდეს და არ იყოს მშობლების კმაყოფაზე, მაგრამ მაინც მშობლებთან იცხოვრებს თუ უცოლოა, და ამავდროულად, უცოლობის ჟამს ესთეტიკის განცდა 0 ექნება (რა ფორმაში ივლის წარმოიდგინე) და ხელფასიც ყველაზე მაქსიმუმ 400 ლარი ექნება, თუ ახალგაზრდა და “საცოლე” არაა.
    შეიძლება არაქალიშვილის შემთხვევაში დათმოს, მაგრამ ძალიან გაუტყდება;
    არ იქნება წინააღმდეგი ცოლიც თუ იმუშავებს, დაჟე საჭმელებსაც თვითონ გააკეთებს ხოლმე, კულინარია ეხერხებათ ხოლმე ხანდახან;
    შეიძლება მხოლოდ 1 ხელ იჩხუბოს რესტორანში მაქსიმუმ 20 ვიზიტის განმავლობაში. ეს მაინც გარდაუვალია, რას ვიზამთ;
    შვილს არ ჩაახდევინებს;
    არ იგინებოდეს ძალიან ხშირად;

    დარწმუნებული ვარ დანარჩენი ყველას აერთიანებს. ძალიან გამეხარდება თუ ვინმე დასაბუთებულად უარყოფს.

    რა ცუდად გვაქვს საქმე როცა ასეთი პატარაა განსხვავება ყველა ქართველ კაცს და კარგ ქართველ კაცს შორის :((((

    • გეთანხმები 100%… საქმე ნამდვლად ცუდად გვაქვს, ხოლო თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც არგუმენტებით დამიმტკიცებს, რომ ქართველი კაცების უმეტესობა ესეთი არ არის, მაშინ დარჩენილ ცხოვრებას ბედნიერად გავატარებ :33

  2. იდეალური პოსტია !ძალიან მომეწონა, და 100 % გეთანხმები ყველაფერში. სამწუხაროა , მაგრამ რეალობაა :)))

  3. წავიკითხე. გული დამეწვა ვაივაივაი.:( 😦 ისა და ერთი კითხვა გამიჩნდა: რა პრობლემაა დაბალმა, მელოტმა და მსუქანმა კაცმა თავი ყველაზე სასურველად ჩათვალოს?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s