“ეშმაკი და სენიორიტა პრიმი” – პაულო კოელიო

Imageდღემდე ვერ გამიგია მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ძალიან ეს ბრაზილიელი მწერალი. ალბათ იმიტომ, რომ მისი წიგნები სადად და დინამიურად არის დაწერილი, მარტივად იკითხება და გხიბლავს საინტერესო, ლამაზი, ცხოვრებისეული ციტატები. ისტორიები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ ჩვენტაგანს გადახდეს-ეს არის ყველა მისი ნაწარმოების მთავარი შარმი. წაკითხვის პროცესში საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას “როგორ მოვიქცეოდი მე იგივე სიტუაციაში?”. საინტერესოა სწორედ ის, რომ კოელიოს ყველა ლირიკული გმირი რეალურად აზროვნებს და მათი ცხოვრებაც ისეთივეა, როგორიც ჩვენი:ხშირად ერთფეროვანი, ხშირად საინტერესო, ხშირად მომაბეზრებელი და სხვ.

“ეშმაკი და სენიორიტა პრიმი” დიდი ხნის წინ წავიკითხე. მახსოვს, რომ ეს წიგნიც ისევე მომეწონა, როგორც სხვა მისი ნაწარმოებები (მაგ: “11 წუთი”, “ზაჰირი”, “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”, “რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”). როგორც ვიცი, “ეშმაკი და სენიორიტა პრიმი” არის კოელიოს ტრილოგიის მესამე ნაწილი (პირველია “რიო-პიდრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”, ხოლო მეორე ნაწილია  “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”).

მწერალი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალისა და უცხოელის შესახებ. უცხოელი დიდ გამოცდას უწყობს სოფლის მაცხოვრებლების პატიოსნებას. ემოციური და საინტერესო ისტორია მოგხიბლავთ და ჩაგითრევთ. რომანის მთავარი თემაა კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლა ადამიანში.

“ადამიანის სიცოცხლე ან ხანმოკლეა ან ხანგრძლივი, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ გაატარებს ამ სიცოცხლეს.”

უცხოელი ჯერ ბარის მოსამსახურეს ითრევს უცნაურ პატიოსნების გამოცდა-სამაშში, შემდეგ მთელს სოფელს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურ ფინალამდე მიდის. ადამიანები შეძლებენ და სძლევენ ბოროტ ძალას, გაყვებიან ოცნებებსა და სურვილებს დ აუცხოელს დაარწმუნებენ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა..

3 responses to ““ეშმაკი და სენიორიტა პრიმი” – პაულო კოელიო

  1. კოელიოს ლამის ყველაფერი წაგიკითხავს, ყოჩაღ :0
    მე არაფერი მაქვს მისი წაკითხული.

    • ყველაზე მთავარია, რომ ალქიმიკოსი მქონდეს წაკითხული და ვერაფრით ჩავიგდე ეგ წიგნი ხელში!!
      არაუშავს მაგა :3 რომ წაიკითხავ გამიზიარე შთაბედილება ❤

      • ახლო ხანებში ნამდვილად ვერ წავიკითხავ, რატომღაც მგონია რომ ბევრად საინტერესო წიგნები მაქვს დალაგებული წასაკითხად…:)
        უკვე დიდი სიფრთხილით ვარჩევ წიგნებს წასაკითხად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s