როგორ უნდა დავიტანჯოთ სიყვარულით

Imageსიყვარულით ტანჯვა ეს უძველესი ხელოვნებაა, რომელსაც თანამედროვე გოგოები საკმაოდ კარგად ეუფლებიან. არსებობს ორი სტადია “სასიყვარულო სატანჯულისა”. პირველ ეტაპზე ეს სენი დაახლოებით 10-დან 13 წლამდე გოგონებში იჩენს თავს და ამასთანავე საკმაოდ რთულ ფორმებშია, ხოლო მეორე სტადია 13 წლიდან 16 წლამდე გოგონებში ვითარდება (რთულ შემთხვევაში 17 წლის ასაკშიც). თუ გსურთ, რომ თქვენც დაიტანჯოთ სიყვარულისგან და სხვებიც დატანჯოთ, მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას:

  1. პირველ რიგში, ფბ-ზე relationship status უნდა შეცვალოთ და დაიწეროთ single;
  2. უნდა დაწეროთ ოთარ ჭილაძის ციტატები, რუსული სტატუსები და დადოთ ფოტოები, რომლებსაც ეწერება მსგავსი ტიპის სათაურები, მაგ: “he is mine, bitch !”, “one day I’ll marry you” და სხვ.
  3. ასევე ფბ-ზე უნდა დადოთ “კოცნაობის” ფოტოები. კარგი იქნება, თუ ფოტოებს დადებთ რომანტიკული ფილმიდან ან სერიალიდან, მაგალითად როგორიცაა “ვამპირის დღიურები”, “ჭორიკანა”, “dear john” და სხვ.
  4. თქვენი სახელის გვერდით აუცილებელია, რომ მიუთითოთ, თუ რას წარმოადგენთ ანუ Alternate name-ში უნდა ჩაწეროთ რუსულად “(Твой Наркотик)” ან სხვა უფრო ორიგინალური …
  5. უნდა დადოთ რუსული, სევდიანი სიმღერები, მაგ: “Баста ft. Тати – Моя Вселенная“, “Ирина АЛЛЕГРОВА, ПОДАРИ ЭТУ НОЧЬ” და სხვ. ქართულებიც შეგიძლიათ, რომ დადოთ (მაგ:ტიგინას ახალი სიმღერები)
  6. აგრეთვე კარგი იქნება, თუ დაწერთ ხოლმე ” აი ის მომენტი, როცა შემოსულია და არ გწერს! აკჯსდჰასჰდ” ან “მინდა, რომ მარტო ჩემი ბიჭი გერქვას!”;
  7. იმისთვის, რომ თქვენმა სატრფომ იეჭვიანოს, ხშირად უნდა დადოთ ბიჭებთან ერთად ფოტოები ან დადოთ ბრედ პიტის, იან სამაჰალდერის ფოტოები და მიაწეროთ “მიყვარხარ!!!!”.. ამის შემეგ სხვა ნატანჯი გოგოებიც მიაწერენ “ჩემი ბიჭი!!” .. “აუ რა შენი ბიჭი! რიგში ჩადექი :*” და სხვ.
  8. როდესაც “თქვენი ბიჭი” დადებს სხვა გოგოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს, (სულ ერთია ვინაა ის გოგო.. დედა, მამა, ბებია თუ და) ტრაგიკული სტატუსი და შავი ფოტო უნდა დააყენოთ პროფილზე;
  9. აგრეთვე რომელიმე 17 წლის გოგოს მოთხრობა უნდა წაიკითხოთ და დაწეროთ მოთხრობიდან ციტატები, მაგ: “აუ დიტომ ალუჩისფერი თვალებით ისე შემომანათა, რო რავიიიი”
  10. და უმნიშვნელოვანესია, რომ მანქანაში გადაღებული ფოტო დადოთ, სადაც ბიჭი ერთი ხელით მანქანას მართავს და მეორე ხელით ხელებს გიფათურებთ.. მნიშვნელობა არ აქვს, ამ ფოტოზე თქვენ ხართ თუ არა.
  11. უნდა გიყვარდეთ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” დიტო, ვერსკი ან სანდრექსა, ხოლო თუ თურქულ სერიალებს უყურებთ, მაშინ ბინლადენ ფაშა, ჩინგიზ ოღლუ ან სხვა სიმპატიური თურქი..
  12. უნდა გქონდეთ ფბ-ზე ფეიჯი “სტატუსები სტატუსი”, “რუსული სტატუსები”, “მარტოხელა ლიკას სტატუსები”

ჩვენს რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, თქვენ შეძლებთ, რომ “ჭეშმარიტ ტანჯულათა ქალთა კლუბში” გაწევრიანდეთ.

წარმატებებს გისურვებთ !!!

18 responses to “როგორ უნდა დავიტანჯოთ სიყვარულით

    • ჩემი ფბ-ს მეგორების დიდი ნაწილი ესეთი იყო სამწუხაროდ.. მაგრამ ეხლა წავშალე ყველა :დ

  1. ვკითხულობდი და თვალწინ მეც ჩემი ფეისბუქის მეგობრები მედგნენ 😀
    ჰო, მართლა დამაინტერესა ეს ციტატა (“აუ დიტომ ალუჩისფერი თვალებით ისე შემომანათა, რო რავიიიი”) რომელიმე მასეთ ძერსკს აახიე, თუ თავად მოიფიქრე? 😀 😀

    • არა, ამჯერად მეთვითონ მოვიფიქრე :დ :დ ნუ ძერსკები მსგავსი ტიპის ციტატებს არ წერენ ხოლმე? :დ

      • კი, ზუსტად ანალოგიურებს რომ წერენ, მაგიტომ დავეჭვდი 😀

    • ახალი ფბ გავაკეთე და ყველა ტანჯულა გოგო გაქრა ჩემი ცხოვრებიდან!! ურაააა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s