ჩემი ახალი გასართობი

Imageრამდენიმე დღის წინ გადმოვწერე თამაში სიმსი, რომელსაც უკვე ვეღარ ვწყდები. ეს თამაში ადრეც ძალიან მიყვარდა, თუმცა როგორც ფეისბუკმა იცის “ჩათრევა”, რომ ვერ იგებ, თუ რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მიუჯექი კომპიუტერს, ასევეა ამ თამაშზეც.. საათობით ვზივარ და ვთამაშობ… ვაშენებ ოჯახებს, ვაწყვილებ, ვაჭმევ, ვასმევ, ვბან, ვაძინებ, ხატვასა და დაკვრას ვასწავლი, სამსახურს ვშოულობ და სხვ. ყველაფერი ისეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში, მხოლოდ ერთი გამოკლებით-სამსახურის შოვნა ძალიან მარტივია. ხანდახან გადის დღეები ისე, რომ ჩემი სიმსები ზაზა და ლელა ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან და ამის გამო საშინელი დეპრესია ეწყებათ (სხვათაშორის ლელა ორსულადაა). ლელას მშობლები დოდო და გოჩა სულ ჩხუბობენ, რადგან სამსახურიდან დაღლილები მოდიან და არაფრის ნერვები და თავი არ აქვთ. ეს არის ჩემი ქალაქის ქართველი მაცხოვრებლები, მაგრამ ასევე მყავს ჯორჯი და სარაჰ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, თუმცა სარამ როდესაც ჯორჯს ხელი სთხოვა, ჯორჯმა საშინელი უარი სტკიცა.

ერთი სიტყვით, ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი, რადგან უკვე დილიდან-საღამომდე ამ თამაშვ ვთამაშობ. არ ვიცი, რამდენად კარგია ეს, აბიტურიენტობის პერიოდში…

10 responses to “ჩემი ახალი გასართობი

      • ეეჰ ისედაც იმდენ რამეზე ვარ დამოკიდებული და კიდევ ამით “მღუპავს”? 😉

      • მართლა რა გერჩი.. არ დაიწყო, არა :დდ

    • avoe.ge-ზე ნახე,მაგრამ გადმოწერა უნდა იცოდე.. ისე რთულია, მგონი 🙂

  1. jobia imecadino :))))))) mere magari gogo rom iqnebi shenc stxove xeli tu ginda vinmes, vtqvat jonathan rhys meyers s, uars vegar getyvis :)))))))) ra ideebi mawuxebs :))

    • არა, რატომ? მშვენიერი იდეაა.. მე უფრო კრის ჯონ მილინგტონი მხიბლავს,ამიტომ მასზე ვინადირებ 3:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s