“ნათლია” – მარიო პიუზო

არც კი ვიცი, თუ რატომ არ მაქვს დაწერილი ამ დრომდე პიუზოს ამ რომანის შესახებ.. ალბათ იმიტომ, რომ ადრე დავწერე ბლოგი – ნათლია-რეალური თუ მოგონილი კრიმინალური ისტორიები. და საჭიროდ აღარ ჩავთვალე, რომ კიდევ ერთხელ დამეწერა ვიტო კორლეონეს შესახებ..

დიდი ხნის წინ, როდესაც ჩემს დეიდაშვილთან ვრჩებოდი სახლში და საქმე არაფერი მქონდა, გადავწყვიტე, რომ წამოვყოლილიყავი და რომელიმე წიგნი წამეკითხა, ამიტომ პირველი რაც მომხვდა თვალში “ნათლია” იყო და მეც მთელი გულისყურით დავიწყე მისი კითხვა.. დავიწყე და ვეღარ გავჩერდი.. მოვლენები იმდენად კარგად და საინტერესოდ წარიმართა, რომ ვეღარ მოვწყდი რომანს და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მის კითხვას მოვუნდი. ამ წიგნის Imageწაკითხვის შემდგეგ მივხვდი, რომ იტალიური მაფია ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ დავიწყე წიგნების და ფილმების ნახვა, რომლებიც მცირეოდენ ცოდნას მაინც მომცემდნენ ამ თემასთან დაკავშირებით.

“ნათლია” ეს არის დინამიურად მოთხრობილი ამბავი კორლეონეს ოჯახის შესახებ. როგორ გახდა ის მობსტერი, რას წარმოადგენდა ადრე, რას წარმოადგენს დღეს და რა ელის ხვალ, თუ გონივრულად არ იმოქმედებს…

5 უძლიერეს ოჯახს შორის გამართული ომი და საბოლოო განაჩენი, რომელიც ყველა დამნაშავეს, მოღალატეს და ორპირს ბოლოს მოუღებს. როგორ გადაიტანა ვიტო კორლეონეს ოჯახმა დიდი ტრაგედია, როგორ გაუმკლავდა სირთულეებს, როგორ დაიწყო ცხოვრება ახალი ფურცლიდან ვიტომ და როგორ დაგეგმა ის, რისი მეშვეობითაც ყველა მტერს სამაგიერო უეცარი სიკვდილით გადაუხადა..

წაიკითხეთ და დატკბით ჩემი საყვარელი რომანით, რომელიც მხატვრული ღირებულებით ვერ გაუტოლდება ბუმბერაზი კლასიკოსების ნაწარმოებებს, თუმცა თქვენს მოლოდინს ნამდვილად გაამართლებს.

3 responses to ““ნათლია” – მარიო პიუზო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s