ყველგან ძაღლის განავალია

ბლოგ-პოსტისთვის ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ მე მაინც მინდა, რომ ვისაუბრო იმ პრობლემაზე, რომელიც ყველას გვაწუხებს, მაგრამ რატომღაც არავინ არ ვიღებთ ხმას..

Imageრამდენიმე დღის წინ, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ანანო ჭავჭავაძის გამზირზე მივპრატუნობდით, წინ შემოგვხვდა უშველებელი ძაღლი, უშველებელი პატრონით. იმისდა გამო, რომ მე ძალიან მიყვარს ცხოველები, მოსაფერებლად “გავიქაჩე”, თუმცა როდესაც ძაღლმა შუა ჭავჭავაძეზე მოისაქმა, ყველაფრის სურვილი დავკარგე. მოკლედ, ამ ამბავმა ძალიან შემზარა.. მინდოდა, რომ მივვარდნოდი და მეჩხუბა მუტრუკ პატრონთან, თუმცა მოგეხსენებათ, ძალიან მორიდებული და წყნარი ადამიანი ვარ, ამიტომ თავი შევიკავე. წარმოიდგინეთ, რა უკულტურობაა, როდესაც ძაღლს ასეირნებ და ის ცენტრალურ ქუჩას აბინძურებს საკუთარი განავლით, ხოლო პატრონს ეს სულ არ ადარდებს.

მაშინ, როდესაც ბუსუსებიან პრეზერვატივებთან დაკავშირებით შემოაქვთ რაღაც სრულიად სულელური კანონები ქვეყანაში, ჯობია, რომ ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე, სისუფთავეზე და კულტურაზე. უცხოეთში, როდესაც ძაღლს ასეირნებენ, მის განავალს სპეციალური ხელსაწყოთი იღებენ და ნაგვის ურნაში აგდებენ, მაგრამ რადგან ქართველებს ეს გვეხამუშება და “გვიტყდება” ჩვენი ქედმაღლობის გამო ან უბრალოდ გვეზარება, გვირჩევნია, რომ ქალაქი სავსე იყოს *მძღნერით.

საშინელებაა, როდასაც ქუჩაში სიარულის, სეირნობის დროს, იმაზე გიწევს ფიქრი, რომ ფეხი რაღაც საზიზღრობაში არ ჩაყო და აყროლებულმა არ იარო ამის გამო.. მე ყოველშემთხვევაში ეს ძალიან მაწუხებს. არცერთ საქართველოში ჩამოსულ ადამიანს არ მოეწონება, როდესაც ლამაზი ხედების თვალიერებაში გაჭინთული ძაღლი შეუშლის ხელს  😀

5 responses to “ყველგან ძაღლის განავალია

  1. ეს პოსტი იმიტომ კი არ მოვიწონე, რომ შენი დამოკიდებულება მომეწონა, არამედ იმიტომ რომ ეს თემა მომეწონა.
    მესმის შენიც .
    თუმცა, როცა ვხედავ ძაღლი შუა ქუჩაში როგორ ქაქავს, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების შეგრძნება მაქვს. უცნაურია, მაგრამ ასეა )))

    • მე პირიქით, საშინლად ვბრაზდები და მგონია, რომ უკულტურო ხალხის გარემოცვაში ვცხოვრობთ))) მაგარი სტრანნი მიზეზი მითხარი :))

      • გეტყვი რატომაც, უბრალოდ, ვიცი , წამიკითხავს და ბევრი ახლობელისგანაც გამიგია, რომ ევროპაში, აშშ–ში ქუჩებში ყველგან მოქაქლია 🙂 მაგრამ არაფრად აგდებენ, იმდენად აქვთ გადაკეტილი ცხოველებზე, ხოდა ამის მერე რატომღაც, თუნდაც ამ ქვეყნების დონიდან გამომდინარეც, სულ თავისუფლებასთან ასოცირდება ძაღლის ქაქი ქუჩაში 😀

  2. ნწუ, ჯარიმაა “მიქაქებაზე” და ყველგანაა სპეციალური ურნები ძაღლის ფოკალებისთვის. ვიღაც თუ არ აწმენდს მაგას ყოველთვის ვერ გააკონტროლებ. გვაგრძნობინონ მაინც რომ ცუდია და პაწა ჯარიმა მაინც იყოს, ეს რა ჯანდაბაა…

    • გეთანხმები.. ცოტა უნდა გაამკაცრონ, თორე საშინელებაა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s