ოკუპაციის წინააღმდეგ

images-cms-image-000019055მოქალაქის პოსტიდან რომ საპროტესტო აქციაზე სიტყვა თქვა შენი ქვეყნისთვის და იბრძოლო ოკუპაციის წინააღმდეგ,არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. მაშინ, როდესაც 2008 წელს ჩვენთან რუსები შემოვიდნენ, ტერიტორიები მიითვისეს და მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან გამოყარეს, დიდი ყურადღება არავინ მოგვაქცია და შეშფოთების გამოთქმით შემოიფარგლნენ მხოლოდ, მაგრამ სანამ 2008 წლის ომი და საშინელება კვლავ განმეორდება, საჭიროა, რომ მთელმა მოსახლეობამ ვალი მოიხადოს სამშობლოს წინაშე. ტერიტორიის უკანონოდ მითვისება აუცილებლად თითოეულმა ქართველმა უნდა გააპროტესტოს.

სად წავიდნენ ის “ვაჯკაცები”, რომლებიც ქვეყანას იცავდნენ? იქნებ მხოლოდ “ტაბურეტკებით” შეუძლიათ ბრძოლა, რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ? სანამ სიტუაცია გაუარესებულა და საქართველოსგან მხოლოდ თბილისი დარჩენილა, ვფიქრობ, ჯობია, რომ საპროტესტო აქციებით მაინც მოვახერხოთ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ ხვალინდელი დღე მშვიდობით გათენდება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ გახდება იძულებული დატოვოს სახლ-კარი და საკუთარ ქვეყანაში გახდეს ლტოლვილი. არსებობს უამრავი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლნი არ გავხდეთ, თუმცა რთულია, რომ სახლში მშვიდად და წყნარად იჯდე მაშინ, როდესაც იცი, რომ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შენი ქვეყნის შვილებს, შენს თანამემამულეებს შიშით არ სძინავთ ღამე.

მოგეხსენებათ, რომ 3 მარტს გაიმართა აქცია სპორტის სასახლესთან, დილით 11 საათზე, თუმცა მხოლოდ ორასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი სოფელ ატოცში წავიდნენ, რადგან რამდენიმე დღეა ჩვენს ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები ავლებენ მავთულხლართებს..

მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც რეალურად შეაფასებს შექმნილი სიტუაციის მიძაფრეს და მოიხდის ქვეყნის წინაშე მოქალაქეობრივ ვალს. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s