“კაცი, რომელიც იცინის” – ვიქტორ ჰიუგო

man-who-laughs-4ჩემი ერთერთი საყვარელი გენიალური ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო მოგვითხრობს 17-18 საუკუნის ინგლისის ცხოვრებას. მან მოგვითხრო კომპარჩიკოსების მიერ დამახინჯებული, სათამაშოდ ქცეული, პატარა ბიჭუნას ისტორია, რომელიც შეიკედლეს და დაიცვეს.

ადამიანი, რომელიც მუდმივად იცინის და ყველას მხოლოდ ჯამბაზად წარმოუდგენია, შეიყვარებს ერთ ლამაზ უსინათლო გოგონას. მათი სიყვარული თითქოს მეორეხარისხოვანია, რადგან მწერალი ასახავს დიდგვაროვანთა რეალურ მახინჯ სულს. კაცი კი, რომელიც იცინის არის დიადი სულის ადამიანი. მას ინგლისელ დიდგვაროვნებზე მეტად შესტკივა გული მოსახლეობაზე, მისი გულისტკივილი კი გაუგებარია იმ გაბღენძილი ფულის ტომრებისთვის, რომლებსაც ხალხზე ზრუნვა მართებთ.

საბოლოოდ, როგორც ჰიუგოს შეეფერება რომანს ტრაგიკული დასასრული აქვს და Imageმიუხედავად იმისა, რომ მწერალი მდორედ და ძალიან დეტალებში გვიამბობს ამ ამბავს, მკითხველის გულამდე უკეთესად ახერხებს სათქმელის მიტანას.

ჩემი აზრით, ეს არის ერთერთი გენიალური ნაწარმოები, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ყველამ უნდა წაიკითხოს. ჰიუგო არის მწერალი, რომლის ნაწარმოებების ადაპტირებულ ვერსიებს კითხულობენ ხოლმე, რადგან რთულია არ დაგღალოს მისმა წერის სტილმა, თუმცა მთავარი ხიბლიც ხომ ამაშია… წაიკითხეთ და ისიამოვნეთ დიდებული მწერლის გენიალური ნაწარმოებით!!

7 responses to ““კაცი, რომელიც იცინის” – ვიქტორ ჰიუგო

  1. ძალიან მაგარი ნაწარმოებია, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ❤

  2. ჰიუგო ზოგადად ძალიან მიყვარს. მართლა ისეთი წიგნია “კაცი, რომელიც იცინის” სანამ მოკვდები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s