15 მარტი

გადავწყვიტე, რომ ხანდახან დავწერო სასიამოვნოდ გატარებული დღეების შესახებ, რადგან ეს წუთები და მომენტები საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ, აღარ განმეორდება და თან მგონი კარგი იდეაა ბლოგზე ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთება. anyway..

Imageდედაჩემმა მამცნო, რომ თეატრში ორი ბილეთი დაჯავშნა და ჭოლას დადგმული თანამედროვე “რომეო და ჯულიეტა” უნდა მენახა. მე ეს იდეა ძალიან მომეწონა და მაშინვე დავიწყე პარტნიორის ძებნა, რომელიც გამომყვებოდა თეატრში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა დაკავებული იყო და გადაუდებელი საქმეებისდა გამო ვერავინ მომყვებოდა. ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მარტო მივდიოდი სპექტაკლზე, თუმცა ჩემს ბოლო იმედს ფბ-ზე როდესაც მივწერე, დამთანხმდა. წავედით სპექტაკლზე. დიდი ხანია რაც არ ვყოფილვარ ტეატრში, ბოლოს ძალიან ადრე ვიყავი “ბაკულას ღორები” ვნახე, მას მერე არც გამჩენია სურვილი იქ წასვლის.. თუმცა ეს სურვილი დედაჩემმა კვლავ გააღვიძა ჩემში! საინტერესო და მრავალჯერ წაკითხულ-ნანახი ისტორიის “ცოცხლად” ყურებამ სულ სხვა ემოცია გამოიწვია ჩემში.

Image

Mariam Pashalishvili Photography

თეატრიდან მე და ნინო წავედით “ჩაის სახლში”. ეს არის მყუდროდ მოწყობილი ადგილი, სადაც შეგიძლია დაჯდე, გემრიელი ჩაი დალიო და წყნარად ისაუბრო მეგობართან. ან სულაც მარტო წახვიდე ამ ადგილას, წიგნი წაიკითხო, ბლოგი დაწერო და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ უგემრიელესი ჩაის თანხლებით…

შემდეგ შევხვდი ჩემს მეგობარს, ივას, წავედით პარლამენტთან აქცია-კონცერტზე “STOP RUSSIA!”. 11 საათისკენ წამოვედით. მე პატარა პლაკატი გავაკეთე და დავაწერე “ვალოდია დედამიწის მაზოლია”. ერთი სიტყვით, კარგია, რომ შაბათის სახლში კომპიუტერთან გატარება არ მომიხდა!

5 responses to “15 მარტი

  1. გამოხმაურება: 15 მარტი - ქართული ბლოგები·

  2. მომნატრებია შენი პოსტების კითხვა. მრავალ კარგ დღეს გისურვებ და კიდევ მრავალ პოსტებსს ^_^

    • დიდი მადლობა ^^ მეც მომენატრა შენი პოსტები და თბილი კომენტარები :33

      • დავჯდები ერთხელ და სუ წავიკითხავ შენ ახალ პოსტებს, თბილ კომენტარებსაც არ დავიშუურებ <33

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s