როგორ უნდა განვიცადოთ შეყვარებულთან დაშორება

large

შეყვარებულთან დაშორება ეს არის ძალიან მარტივი პროცესი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სჭირდება მზადება. მომზადების კურსის გავლა შესაძლებელია მეგობრების დახმარებით, რომლებსაც დაუფიქრებლად შეუძლიათ უაზრო და სასაცილო რჩევების მოცემა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გიწევთ და იძულებული ხდებით, რომ ისევ დაუბრუნდეთ “ჭეშმარიტ ტანჯულათა ქალთა კლუბს”, მაგრამ სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს. როგორ უნდა მოექცეთ ყოფილ შეყვარებულსა და საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც ფბ-ზე ფრენდ ლისტში გყავთ? მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას და დამერწმუნეთ, შესაფერისი შედეგი გარანტირებულია!!

  1. პირველ რიგში უნდა ეჩხუბოთ შეყვარებულს, მაგრამ მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუმხილოთ, რომ მისთვის უფრო ამოუცნობი დარჩეთ;
  2. ფბ-ზე უნდა შეცვალოთ relationship status-ი და დაიწეროთ, რომ ამიერიდან single ხართ. თქვენმა მეგობრებმა კი უნდა დაგიწერონ: “ბიჭებო გააქტიურდით!! ნინჩო თავისუფალიაააააა” და სხვ.
  3. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლებას ეზიარეთ, თქვენ მაინც უნდა განიცადოთ რომ დღეიდან მარტოობაში ამოგხდებათ სული, ამიტომ “ემო” ფოტოები უნდა დადოთ, რომელზეც თქვენი დეპრესიული განწყობა კარგად გამოჩნდება. წარწერებიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, მაგ: “I’ll just pretend I’m okay”; “Damn, I miss you”; “I need you to need me back” და ასე შემდეგ..
  4. თუ თქვენს ყოფილ შეყვარებულს ქუჩაში შეხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კიდევ მოგწონდეთ,სერიოზული სახე უნდა მიიღოთ და ზედაც არ უნდა შეხედოთ. ამით დაამტკიცებთ, თუ რამდენად არ ხართ მისით დაინტერესებული;
  5. მობილურში მისი მესიჯები არ უნდა წაშალოთ, რადგან ღამე სევდიან მუსიკას რომ მოუსმენთ, მესიჯებსაც წაიკითხავთ და ამის შემდეგ უფრო გულამოსკვნით იტირებთ;
  6. თუ პირიქით, თქვენი სატრფო დაგშორდათ, ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა კატასტროფულია და შურისძიებაა საჭირო. უნდა შევარდეთ ფბ-ზე და პირველივე ონლაინზე მყოფ ბიჭს უნდა მიწეროთ, რომ ერთის ეჭვიანობა გაქვთ განზრახული, ამიტომ  in a relationship-ის გამოგზავნა უნდა სთხოვოთ მას. დამეთანხმებით, ძალიან ლოგიკურია, რომ დაშორებიდან 15 წუთში შეიძლება სხვა ე.წ “ლოვე” გყავდეთ;
  7. თუ გინდათ, რომ კარგად შეითავსოთ როლი, ამისთვის საჭიროა, რომ ეწვიოთ სხვადასხვა ვსვეწკი გოგონების ფბ-ს. ისინი მუდმივად წერენ ტანჯულა სტატუსებს, თანაც რუსულად, ამიტომ სრულიად მარტივია, რომ მათ დაუწეროთ ამ სტატუსებზე “აუ წავიღებ რააა” ან “გპარაავ”.. ისიც მეგობრულად გიპასუხებთ “წაიღეე :*” და სხვ.
  8. თუ გინდათ, რომ თქვენმა შეყვარებულმა გულში ერთი-ორჯერ მაგრად შეგაგინოთ და კარგადაც იეჭვიანოს, ამისთვის საჭიროა, რომ იპოვნოთ რომელიმე წყვილის ჩახუტებული ფოტო, დაადოთ მას ეფექტი ან გააბუნდოვნოთ და შემდეგ თქვენს პროფილზე დადოთ.. მრავალმხრივი/მრავალფეროვანი გინება და ეჭვიანობა გარანტირებულია!
  9. და ბოლოს.. სულ დამავიწყდა! მასთან ერთად რა ფოტოებიც გქონდათ გადაღებული, აუცილებლად დადეთ, ოღონდ თქვენი ექს-შეყვარებული ჩამოაჭერით. ეს ხაზს გაუსვამს იმას, თუ როგორ მაგრად შეგიძლიათ ფოტოშოპის ხმარება.

მოკლედ, მგონი ყველანაირი რჩევა მოგეცით მარტოხელებს, შეყვარებულებსა და აქ უკვე დაქვრივებულ გოგოებს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ შეგიყვარდებათ და გადაგიყვარდებათ, ეს რჩევები არ დაივიწყოთ და თავი იგრძენით სრულიად თავისუფლად “ჭეშმარიტ ტანჯულათა ქალთა კლუბი”. წარმატებებს გისურვებთ !!!

11 responses to “როგორ უნდა განვიცადოთ შეყვარებულთან დაშორება

  1. გამოხმაურება: როგორ უნდა განვიცადოთ შეყვარებულთან დაშორება - ქართული ბლოგები·

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s