როგორ მოვიპოვოთ “ყველაზე პეროიანი გოგოს” იმიჯი

large არ გირჩევთ ამ რთულ საქმესთან შეჭიდებას, რადგან ძალიან დიდ ენერგიასთან და თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. არსებობს უამრავი ხერხი, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ “ყველაზე პეროიანი გოგოს” იმიჯი, მაგრამ მე მაინც ყველაზე მოსახერხებელი და მარტივი გზით ვეცდები, რომ დაგეხმაროთ  (საერთოდ, უკეთესი იქნებოდა ამის ნიჭი შთამომავლობით თუ გადმოგეცემოდათ, მაგრამ ამ საკითხში მოწადინებულებსაც დაგეხმარებით, ჰო, ჯანდაბას!)

პირველ რიგში, მოგწევთ, რომ ბევრი იმუშაოთ საკუთარ თავზე. რა უნდა შეცვალოთ საკუთარ გარეგნობაში? არაფერი. უბრალოდ, უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად დაიწვრილოთ ხმა, მანერები დახვეწოთ, გემოვნება გამოისწოროთ და ა.შ.

პირველ რიგში, ფეისბუქზე უნდა დადოთ ძალიან ნაშური ფოტოები. თუ თქვენ ე.წ. ნაშა არ ბრძანდებით და ვერც გადაიქცევით, სულ რომ ოქროს თევზი დაიჭიროთ, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ ისეთი ფოტოები გადაიღოთ, რომელშიც ხაზს გაუსვამთ თქვენს ჩაცმულობას, გამოაჩენთ აიფონს, კარგ ფოტოაპარატს, ოქროს საათს ან ძვირადღირებულ სათვალეს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ გარეგნულად როგორი ხართ (ამ შემთხვევაში), რადგან მეგობრები მაინც დაგიწერენ, რომ ულამაზესი ხართ, რომ გიჟდებიან შენზე, რომ აუ, რა მაგარი საათია ..

მოგეხსენებათ, რომ ფეისბუქზე განთავსებული სურათები არ არის მიზნის მისაღწევად საკმარისი. ამისთვის დაგჭირდებათ უახლესი აიფონი, რომ ინსტაგრამზე კარგი ფოტოების დადება ყოველ წუთას შეძლოთ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად 7-lunch-food-instagram-salad-new-yorkიმყოფებით: ქორწილში, ტუალეტში, პანაშვიდზე, ქელეხში, ბებიის გასვენებაში თუ სხვ. მთავარია, რომ ინსტაგრამმა უთქვენოდ არ მოიწყინოს! ძალიან საინტერესო და ორიგინალური იქნება, თუ დადებთ თქვენი გაკეთებული საჭმლის ვიდეოს. როგორ გადავიღოთ ვიდეო? მაგალითისთვის შევწვათ კვერცხი! ვიღებთ კვერცხს, ვამტვრევთ და მისი ათქვლეფის პროცესს ვიღებთ, შემდეგ ტაფაზე მოსხმის პროცესს , შემდეგ თეფშზე გადმოღებულს კიდევ ერთხელ გადავიღებთ და ვიდეო მზადაა! მთავარია რომ მიუწეროთ #კვერცხი #მარილი #ტაფა #შემწვარი #ნამუ-ნამუ და ა.შ. ეს ასევე ძალიან კარგია, თუ სალათას მიირთმევთ სადმე, რადგან შესაძლებლობა გეძლევათ გადაუღოთ სალათას ფოტო და მიაწეროთ #კიტრი #პომიდორი #სალათა და სხვ. ასევე, მთავარია, რომ თან ადგილსამყოფელიც მიუთითოთ.

სელფშოთების გადაღებასაც თავისი რამდენიმე დაუწერელი წესი და კანონი აქვს. მაგალითად, თუ ძალიან ან ცოტათი უშნო ან უბრალოდ, არაფოტოგენური ხართ,მაშინ ძალიან მოხერხებულად აიფარებთ ხოლმე ხელს, ფეხს, ყელსახვევსა და სხვა რომელიმე აქსესუარს. სხვათაშორის, ძალიან რთულია, რომ ასეთი ფოტოები ოსტატურად გადაიღო, ანუ ისე, რომ არავის გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ გაქვთ სახეზე ხელი სულ აფარებული, ამიტომ გირჩევთ ჩვენთან გაიაროთ ორწლიანი უფასო კურსები “როგორ ვუშველოთ თავს, თუ ფოტოში არ ვვარგივარ არაფრად”.  ასევე, თუ გინდათ, რომ კარგად გამოჩნდეთ ყველა სელფშოთში, მაშინ უნდა წაისვათ ღია კონტური და მთელი ძალით დაპრუწოთ ტუჩები, რომ რაც შეიძლება მეტი მოცულობა შეიძინოს თქვენა ბაგეებმა.

hot-dog-legs-3მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებთ ზღვაზე? პირველ რიგში, თქვენს ფეხებს უნდა გადაუღოთ ფოტო. ფეხები უნდა შეატყუპოთ, ისე რომ თქვენი გარუჯული ფეხები და მზის ჩასვლა ან უბრალოდ კარგი ამინდი ჩანდეს. თქვენი ფეხები კი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ ვერ განვასხვავოთ, ეს ნამდვილად თქვენი ფეხებია,თუ უბრალოდ ორი ერთმანეთზე მიდებული სოსისი.

გაინტერესებთ,თუ როგორ უნდა მოიქცეთ საზოგადოებაში? ამ დროს თავი უნდა გამოიჩნოთ მატერიალურად ყველა ღირებული ნივთით, წარბაწეული სახით უნდა იდგეთ და სხვების დანახვაზე მეგობართან ერთად ჩუმად ხითხითებდეთ, ასევე კუს ტბაზე უნდა დადიოდეთ ხშირად, იქ ირებდეთ “ზაგარს” და მაიმუნის ტრაკის ფერი ბრუნდებოდეთ შინ. სავალდებულოა, რომ ზამთარში სოლარიუმში იაროთ და ამის შესახებ ხშირად ისაუბროთ მეგობრებთან. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს რჩევები ზედმიწევნით შეასრულეთ და ნელ-ნელა უკვე თვითონ დაიხვეწებით ..

წარმატებებს გისურვებთ.

14 responses to “როგორ მოვიპოვოთ “ყველაზე პეროიანი გოგოს” იმიჯი

  1. ყოჩაღ,კარგად წერ,,ვისაც არ მოეწონოდა …თავისი თავი იცნო,კარგად გიწერია გაგრძლებასაც ვიხილავდი:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s