“მექანიკური ფორთოხალი” – ენტონი ბერჯესი

webcam-toy-photo2რატომღაც, დიდი ხანი არ დამიწერია პოსტი რომელიმე წიგნის შესახებ, ამიტომ ეს პოსტი ენტონი ბერჯესის ერთ-ერთ ბესთსელერსა და საუკეთესო ნაწარმოებ “მექანიკურ ფორთოხალს” მივუძღვენი.

“ისტორია მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ მისგან არც არაფერს არ ვსწავლობთ-და სამყაროს აღსასრულამდე ასე იქნება, თითქოს თავად ღმერთი ატრიალებდეს ხელში დაბეჟილ, გადამწიფებულ ფორთოხალს!”

“მექანიკური ფორთოხალი” არის წიგნი თინეიჯერი ბიჭის შესახებ, რომელსაც არ გააჩნია ადამიანური გრძნობები და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, ბენიერებისა და გართობისთვის ცხოვრობს. მწერალი უჩვეულო თხრობის სტილით გამოირჩევა, თუმცა ეს არანაირ პრობლემას არ უქმნის მკითხველს, რადგან ნაწარმოები მარტივად და სწრაფად იკითხება. ეს არის  წიგნი, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ, დაგაინტერესებთ და დაგაინტრიგებთ. როგორ იქცევა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მუდმივად საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობს და როგორ, რა მიმართულებით იცვლება მისი ცხოვრება, როდესაც საუკეთესო მეგობრებიც კი უღალატებენ და თავის გადასარჩენად გასაჭირში მიატოვებენ..

“ჩემდათავად, როცა მართლა ნაღდ მუსიკას ვუსმენ და თან ნაღდში ვუსმენ, ვითიშები და თითქოს ეკლები მასხამს და, მართლა, ღმერთად ვიქცევი თითქოს, განკითხვის დღეს ვმართავ და, ელვა-ქუხილში ჩამჯდარი, ჩემს ქვემოთ გართხმულ დედიშობილა ქალებს და კაცებს ვუბრახუნებ ხოლმე. აბა რა უნდა მომელანდოს-გამხმარი ყვავილები?..”

ნაწარმოებში საუბარია ძალადობაზე, ზიზღზე, სხვის სექსუალურ ობიექტად ქცევასა თუ უპატივცემულობასა და პროტესტზე, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორედ ამ ყველაფრის დეტალური აღწერა და ლირიკული გმირის ნელი ფორმირება, ჩამოყალიბება არის ძალიან საინტერესო. გირჩევთ, წაიკითხოთ!

 

2 responses to ““მექანიკური ფორთოხალი” – ენტონი ბერჯესი

  1. “მექანიკური ფორთოხალი” ის წიგნია, რომელსაც აუცილებლად გადავიკითხავ ხელახლა, მომავალში. კარგი პოსტი იყო, მომეწონა 🙂

    • Thanks :3 მეც ვაპირებ კიდევ ერთხელ წაკითხვას, ოღნდ მოგვიანებით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s