19 აპრილი

Image

ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა დეიდაშვილმა მთხოვა, რომ შაბათ-კვირას გავყოლოდი ჭიათურაში. მე უპრობლემოდ დავთანხმდი, რადგან დავფიქრდი და მივხვდი, რომ 1-2 დღით ქალაქგარეთ წასვლა არაჩვეულებრივი იქნებოდა განტვირთვისთვის. თბილისისგან შორს ყოფნა და ქალაქგარეთ სიმშვიდესა და სიწყნარეში ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება იდეალური იქნებოდა ჩემთვის.მას შემდეგ, რაც საღამო (ღამე) კარგად გავატარე (გავერთე), ავდექი დილით ადრე და წამოვედი ჩემს დეიდაშვილსა და მის მეგობართან ერთად ჭიათურაში. რაც ჩამოვედით, ბევრი ვიარეთ, პარკში მწვანე ბალახზე ვიგორავეთ, შემდეგ საბაგიროთი ავედით სადღაც, ძალიან მაღლა და იქ, ხის ძირში ვიწექით, ძველ და საყვარელ მუსიკას მოვუსმიეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიმღერეთ, ფოტოებიც გადავიღეთ და ნელ-ნელა სახლისკენ წამოვედით. ბევრი სეირნობისა და ემოციებისგან დაღლილები დავბრუნდით სახლში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მაიც, ძალიან კარგი და დადებითი ემოციებით დატვირთული დღე იყო, რომელმაც დიდი დოზით სიამოვნება მომანიჭა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s