ის პრობლემები, რომლებსაც მხოლოდ ჩვენ ვერ ვამჩნევთ

doublenotanminiღამე არის ერთ-ერთი საუკეთესო დრო იმისათვის, რომ ყველაფერზე იფიქრო, ბევრი რამ გაანალიზო და საკუთარი თავიც უკეთ შეიცნო. მეც ბევრი ვიფიქრე,სხვადასხვა საკითხს სხვა თვალით შევხედე და დასკვნაც გამოვიტანე.

ჩვენს გარშემო უამრავი პრობლემაა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ და ამ პრობლემებზე ფიქრით თავს არ ვიტვირთავთ.

პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ თბილისში სეირნობა, განცალკევება, მშვიდად ყოფნა და დასვენება წარმოუდგენელია. ნუთუ, არავის არ გვაწუხებს ის, რომ ძალიან ბინძურ გარემოში ვცხოვრობთ.

უძვირფასესი, შავი, პრიალა ჯიპებით მოძრაობთ ქალაქში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასეთი მანქანა გესაჭიროებათ, არამედ იმიტომ, რომ სხვებმა დაინახონ, თუ როგორი შეძლებული ხართ და რა მაგარ მანქანას მართავთ.. ფეხით მოსიარულეები ვეღარ იღებენ სიამოვნებას თბილისის ქუჩებში სეირნობის დროს, რადგან ტროტუარებზეც კი თქვენი მანქანებით გადაადგილდებით, თან ძალიან ურცხვად და ამაყად. თქვენი ამპატრავნების გამო დაბინძურებულმა ჰაერმა ძალიან ბევრ ადამიანს შეუქმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ.. თქვენთვის ხომ მთავარია, რომ უახლესი ჯიპით იმოძრაოთ..

ჩვენს ირგვლივ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომლებსაც ხალხის იმედი აქვთ , რომ საზოგადოების გულისხმიერება და გულკეთილობა გადაარჩენს მათ სიცოცხლეს. დადიან კარდაკარ და უცნობ ხალხს თხოვენ ფულს, რომ სიკვდილისგან დაიხსნან თავი. ასეთ ადამიანებს არ ეხმარება სახელმწიფო და ჩვენს იმედად ტოვებს.

თქვენთვის მისაღებია ის ფაქტი, რომ შეიძლება სასულიერო პირმა ფუფუნებაში იცხოვროს, კარგი მანქანით იაროს და ადამიანი, რომელსაც კითხვა ებადება, თუ საიდან აქვს ,ეკლესიის იმედად მყოფ ,მამაოს ამდენი ფული, ათეისტად, ურწმუნოდ და საშინელ ადამიანად შერაცხოთ.

თქვენ ბრმად შეგიძლიათ ანდოთ საკუთარი სიცოცხლე/მომავალი ხელისუფლებას, ოლიგარქებს, ეკლესიასა და უცხო ადამიანს, ისე, რომ არ იყოთ არაფერში დარწმუნებული, მხოლოდ გჯეროდეთ და იმედი გქონდეთ მათი.

თქვენ შეგიძლიათ, რომ ერთი დღით მიხვიდეთ ლეიკემიან პატარა ბავშვებთან, ჩაეხუტოთ,ეთამაშოთ, საჩუქრები მისცეთ და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთოთ, რომ ტელევიზია გიღებთ და გინდათ, გადაცემას რეიტინგი ჰქონდეს. შეგიძლიათ, რომ რომელიმე შოუში ან არჩევნებში პირველობის მოსაპოვებლად, გაჭირვებული ადამიანებით ისარგებლოთ.შეგიძლიათ, რომ სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს ფოტო გადაუღოთ და არა დახმარების ხელი გაუწოდოთ..

არავის უნდა შრომით გამომუშავებნული ფული. სწორედ ამიტომაა, რომ მთელი ცხოვრება დაბალ თანამდებობაზე მუშაობით ხართ კმაყოფილები. მუშაობა არის ის, რასაც ვერაფრით ეჩვევით, ამიტომ გირჩვენიათ, სხვის კმაყოფაზე ცხოვრება გარჯასა და შრომას

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი თქვენთვის მტერზე უარესია. მას შეგიძლიათ, რომ შეურაცხყოფა მიაყენოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენნაირად არ აზროვნებს. შეიძლება, რომ მთელი ცხოვრება გძულდეთ ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობთ, მაგრამ მაინც გეზიზღებოდეთ, რადგან თქვა სიმართლე, რომელიც ძალიან არ მოგწონთ.

შეგიძლიათ, რომ ულამაზეს ადგილას მეგობრებთანე რთად პიკნიკი მოაწყოთ ან ექსკურსიაზე წახვიდეთ, იქ გემრიელად მიირთვათ საჭმელი, დალიოთ, გაერთოთ და ნაგავი, რომელიც დარჩა, იქვე დატოვოთ. რატომ? იმიტომ, რომ ასე ხართ შეჩვეული და მთელი ცხოვრება ასე ანაგვიანებთ თქვენს საყვარელ ქვეყანას.

თუ ქალს თქვენამდე სხვასთან ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი ნიშნავს, რომ ბოზია. თქვენ მთელი ცხოვრება დადიოდით მეძავთან საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად და მიგაჩნდათ, რომ სექსით მას შეურაცხყოფას აყენებდით, რადგან ამაში ფულს უხდიდით. სწორედ ამიტომაა, რომ არსებობს უამრაზი საზიზღარი ტერმინი, რომელსაც მეგობრებთან ქალზე ან სექსზე საუბრის დროს იყენებთ. ამიტომ, არ მჯერა, რომ “ქალიშვილობის ინსტიტუტი” აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მენტალიტეტი, აზროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა ძალიან ბევრ ბიჭს/კაცს, სიცოცხლის ბოლომდე ძირეულად ვერ შეიცვლება.

მოგწონთ, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში პატარ-პატარა სახლები უდგათ, არ აქვთ ცათამბრჯენები და ქალაქში სულ ველოსიპედით, მოპედითა და ფეხით გადადგილდება ხალხი, მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენ მაინც გინდათ, რომ თბილისში იყოს მაღალი შენობები და ბევრ ადამიანს ყავდეს უახლესი შავი მაგარი ჯიპი.

თქვენ ქუჩაში ყრით ნაგავს; გადასასვლელზე მაშინ გადადიხართ, როცა გინდათ და არა მაშინ, როდესაც ამის უფლება გაქვთ; არასდროს იცავთ რიგს, რადგან მოთმენისა და სხვისი პატივისცემის უნარი არ გაგაჩნიათ;  საკუთარ დედას აგინებთ, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ ამის უფლება გაქვთ; ვერ ცეკვავთ ვერსად, რადგან კომპლექსები არ გაძლევენ ამის საშუალებას; გიყვართ სამშობლო, მაგრამ სხვა ქვეყანასი გაქცევა და იქ ცხოვრება თქვენი ოცნებაა…

არ ვიცი, რისი ბრალია, რომ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ჩვენ გარშმო შექმნილ პრობლემებს და მათ გადაჭრას არ ვცდილობთ. პირიქით, ვეძებთ ჩვენი საქციელის გამამართლებელ მიზეზებს, იმის მაგივრად, რომ გამოსწორება, უკეთ აზროვნება, მომავალზე ფიქრი ან ზოგადად ფიქრი დავიწყოთ!

 

 

5 responses to “ის პრობლემები, რომლებსაც მხოლოდ ჩვენ ვერ ვამჩნევთ

  1. სამწუხაროდ ამაზე უკვე იმდენი ხანია არავინ ფიქრობს,რომ ხალხს სისხლში გაუჯდა ეს ყოველივე და მგონი ამას უკვე ტრადიციის ხასიათი აქვს მიღებული,ყველაფერი ახალი ხომ კარგია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s