“მოუთმენლობა გულისა” – შტეფან ცვაიგი

Image

პირველად, როდესაც ამ გამორჩეული მწერლის მოთხრობა წავიკითხე “უცნობი ქალის წერილი”, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი, რადგან ნაწარმოებმა ძალიან ემოციურად იმოქმედა ჩემზე. მას შემდეგ არანაირი შეხება არ მქონდა შტეფან ცვაიგის შემოქმედებასთან, მანამ სანამ,  ერთ მშვენიერ დღეს, ბიბლიოთეკაში ჩასულს ეს წიგნი არ მომხვდა თვალში. ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ დამრჩა შთაბჭდილება, რომ მწერალი ძალიან კარგად იცნობდა ადამიანთა ბუნებას, მათ შინაგან სამყაროს. ჩემი ვარაუდი დადასტურდა, როდესაც მის მოკლე ბიოგრაფია გავეცანი და წავიკითხე, რომ ცვაიგი გატაცებული ყოფილა ემოციების ანალიზითა და განცდათა ეტიოლოგიის შესწავლით.

                                  “საკუთარი თავის გარდა, ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს”

 

რომანი “მოუთმენლობა გულისა” მოგვითხრობს ახალგაზრდა,სიმპათიური ყმაწვილის შესახებ, რომელსაც ცხოვრება სიღარიბეში აქვს გატარებული. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ახლობლის დახმარებით ხვდება ერთ-ერთი ძალიან მდიდარი მემამულის ოჯახში. ის იქ გაიცნობს მის ახალგაზრდა ქალიშვილს, რომელიც ძალიან ინტანჯება. იტანჯება, რადგან ინვალიდია და გადაადგილება არ შეუძლია. სწორედ ეს აბრკოლებს ედითს იყოს თავისუფალი, ლაღი და დამოუკიდებელი. გოგონა დროთა განმავლობაში საერთო ენას გამონახავს ახალგაზრდა კავალერისტ ტონი ჰომფილერთან.. მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდება. ნახავთ, თუ როგორ ებრძვის საკუთარ თავს ტონი და როგორ ტანჯავს მას სინდისი ქენჯნა, როგორი სიყვარული შეუძლია ახალგარზრდა ინვალიდ გოგონას და როგორი გაგრძელება ექნება ტონისა და ედითის მეგობრობას..

4 responses to ““მოუთმენლობა გულისა” – შტეფან ცვაიგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s