17 მაისიდან 17 მაისამდე

large

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სწრაფად გავიდა ეს წელი და საუბედუროდ საზოგადოების დიდ ნაწილს საერთოდ არ შეცვლია აზრი ბევრ საჭირო საკითხთან დაკავშირებით. მე უკვე რამდენჯერმე დავწერე პოსტი იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს ჰომოფობების მიმართ, მაგრამ იმისდა გამო, რომ ერთი წელი გავიდა იმ დღის შემდეგ, რაც საზოგადოებამ ნათლად იხილა, თუ როგორი პატრიოტი ვაჟკაცები გვყავს და თუ როგორ გადავცემთ ერთმანეთს სიყვარულს
“ტაბურეტკებით”, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით.

მე ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც 17 მაისს რუსთაველზე გაიმართა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია,  ვიყავი შემსწრე იმ მოვლენებისა, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ტელევიზიის მეშვეობით გახდა ცნობილი. მე ჩემ მეგობრებთან ერთად წავედი რუსთაველზე, რადგან მინდოდა მენახა, თუ რა სიტუაცია იყო იქ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ  რამდენიმე ადამიანს თავს ესხმოდა უზარმაზარი ხალხის (ნამდვილი მორწმუნე პატრიოტების) მასა. ასევე თვალში მხვდებოდა შავებში ჩაცმული მღვდლების სიმრავლე, მაგრამ ასევე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მათგანი ხალხს მოუწოდებდა დაშლისა და სიმშვიდისკენ. სხვათაშორის, რამდენიმე ხნის წინ, მაშინ, როდესაც ისევ სამღვდელოება გამოთქვავდა პროტესტს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოვისმინე ერთ-ერთი საეკლესიო პირის საუბარი რუსთავი 2-ზე, რომ თურმე 17 მაისს არცერთი ადამიანი არ დაშავებულა და იქ გასაოცარი და აღმაშფოთებელი არაფერი მომხდარა. ნამდვილად არ ვიცი, ვის რა რეაქცია აქვს ძალადობაზე, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 17 მაისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები ჩემთვის აღმაშფოთებელი და გასაოცარი იყო!

სულ მაინტერესებდა, თუ ვინ ნერგავდა ბავშვებში და არასრულწლოვნებში ზიზღს. პასუხი რამდენიმე დღის წინ ვიპოვნე ერთ-ერთ ფეისბუქის გვერდზე: დაახლოებით 5-6 წლის ბავშვი საუბრობდა გეებზე, რომ ისინი მოსაკლავები არიან და თუ როგორ ეზიზღება 6 წლის ბავშვს ყველა გეი. არანაირი რეაქცია არ მქონია ბავშვზე, რადგან 6 წლის ბავშვს ჭკუას ვერ მოკითხავ. ამბობენ, შვილი ოჯახის სარკეაო, რაც ამ შემთხვევაში გამართლებული იყო. გამაოგნებელი იყო იმ ზრდასრულ ადამიანთა კომენტარები და მოწონებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ოჯახის ახლობლები იყვნენ. სრული სიხარულით წერდნენ, რომ საქართველოს კიდევ ერთი ვაჟკაცი ეზრდებოდა. სირცხვილია! მე ამ ბავშვის მშობლების ადგილას შემრცხვებოდა და ერთი წამით მაინც დავფიქრდებოდი, თუ რა სარგებელს მოუტანდა ჩემი ჩანერგილი ზიზღი, უმცირესობის მიმართ, ჩემივე შვილში.

largeგავიდა ერთი წელი და არცერთი ადამიანი, რომელიც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა, ბენდენებითა და ჯოხებით, არ დაფიქრებულა, თუ რას ნიშნავს იყო ჰომოფობი და რას ნიშნავს სრულიად უსაფუძვლო ზიზღი ლგბტ ადამიანების მიმართ. დღემდე ინტერნეტში მხვდება ბევრი მწვავე განცხადება, რომლიც მიმართულია ჰომოსექსუალების მიმართ. ვკითხულობ, თუ როგორ აგინებენ ზუსტად ეს მორწმუნე და ქვეყნის სადარაჯოზე მდგარი ადამიანები დედას მათ, ვინც მათგან განსხვავებული და გამორჩეულია.

საქართველოში ისევ სიბნელეა, რადგან არ ვფიქრობთ, არ ვაზროვნებთ და გვიყალიბდება ის მსოფმხედველობა, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრებისთვისაა მისაღები. ამის ნათელი მაგალითია ის ვიდეო, რომელზეც უკვე ვისაუბრე. ასევე, დღეს, როდესაც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი რუსთაველზე, შემხვდნენ აქციის მონაწილე პატარა ბიჭები და გოგოები პლაკატებითა და ბანერებით. არ მესმის, 15 წლის ბავშვს როგორ შეიძლება უსაფუძვლოდ სძულდეს ის, ვისაც არ იცნობს , მაგრამ მას შეუძლია, ამავდროულად მისივე შექმნილ მუსიკას უსმენდეს, მისი ნახატები მოსწონდეს, მის წიგნებს კითხულობდეს და ამის მიუხედავად, მაინც ეზიზღებოდეს ეს ადამიანი ორიენტაციის გამო.ის ადამიანი, რომელიც პირადად მას და მის ოჯახს არ ეხება  და ამავდროულად, მის რელიგიას პატივს სცემს.

მე მეშინია ჰომოფობების, რადგან ისინი ღმერთს ძალადობით, ზიზღით და სიძულვილით ემსახურებიან. მე მეშინია ჰომოფობების, რადგან მათ უსაფუძვლოდ ეზიზღებათ უმცირესობა. მე მეშინია ჰომოფობების, რადგან ისინი განუკურნებელი სიძულვილით არიან შეპყრობილები და მე მეშინია ჰომოფობების, რადგან სწორედ ისინი წამლავენ ადამიანებს ბოროტებით.

გიყვარდეს ადამიანი? ეს შენი თავისუფლებაა.

 

5 responses to “17 მაისიდან 17 მაისამდე

  1. საინტერესო წერილია.კარგად აზროვნებ.მიხარია,რომ ამ სიბნელეში გამოანათებს ხოლმე ვინმე :დ იმედია მოვა დრო,როცა ასე მოაზროვნე ადამიანები ვიქნებით უმრავლესობაში და ამ ყველაფერს ძირფესვიანად ამოვგლეჯთ და შევცვლით ❤ Respect

    • დიდი მადლობა. მეც იგივეს ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s