24 მაისი

24 მაისი არის დღე, როდესაც ბოლო საატესტატო გამოცდაც ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვნერვიულობდი ისტორიისა და მათემატიკის გამოცდაზე, ყველაფერი კარგად დასრულდა. არ ვმეცადინეობდი ისტორიას საერთოდ, თუმცა გამოცდამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში წიგნი არ დამიდია. სამ დღეში ვისწავლე მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის ჩათვლით. გამიმართლა, რომ გამოცდებზე ისეთი კითხვები შემხვდა, რომლებიც ვიცოდი ან ინტუიციით შემეძლო მივმხვდარიყავი. მათემატიკაც ძალიან მარტივი იყო, რადგან მომივიდა ის საკითხები, რომელიც ალბათ ნებისმიერ თქვენთაგანს ეცოდინებოდა.

Image

 

მივხვდი, რომ უდიდესი ბედნიერებაა ჩააბარო გამოცდები და დაისვენო ნერვიულობს, სტრესის და უაზრო შფოთვისგან.

დედაჩემი მაშინებდა, რადგან არ მეცადინეობ ყველაფერში ჩაიჭრებიო, მაგრამ მე თავს ვიმშვიდებდი, რომ რაღაც ან ვიღაც დამეხმარებოდა და ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც პირადად მე მინდოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მოსწავლე ჩაიჭრა და მათ გამოცდების გადაბარება მომავალ წელს მოუწევთ, მაგრამ რადგან ამ პოსტში ვსაუბრობ იმ დღეზე, რომელმაც ბედნიერება და სიხარული მომანიჭა, არ გავაგრძელებ უარყოფითზე საუბარს.

ძალიან მიხარია, რომ აღარ მომიწევს ჩემს მეგობრებთან საატესტატო გამოცდებზე საუბარი და ნერვიულობა, რომ ყველა ჩავიჭრებით. მიხარია, რომ თავს ძალა დავატანე და ბოლო რამდენიმე დღე კარგად ვიმუშავე და ვიმეცადინე. ისტორიის გამოცდის ღამეს მე და ჩემი მეგობარი ანანო დავსხედით წვიმაში აივანზე, პლედები და ბევრი ჩაი თუ ყავა მოვიმარაგეთ და შევუდექით მეცადინეობას, ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მოვინდომე(თ).

წარმატებებს გისურვებთ და წარმატებას ვუსურვებ, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და ყველა აბიტურიენტს მომავალ გამოცდებში!

4 responses to “24 მაისი

  1. როგორ მესმის შენი^^ დღეს მათემატიკის გამოცდიდან რომ გამოვედი და ამოვისუნთქე, მივხვდი, რომ ეს ოთხი დღე ნორმალურად არ ვსუნთქავდი 😀 წარმატებებიი

  2. მესმის შენი :დ ისტორია მეც 2 დღეში ვისწავლე.წარმატებებს გისურვებ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s