ჩემი ბლოგი 1 წლისაა

ზუსტად 1 წლის წინ, 2013 წლის 25 მაისს შევქმენი ბლოგი და დავწერე პირველი ბლოგ-პოსტი ფენგ-შუის შესახებ. არ ვიცოდი, რამდენად ხშირად მოვახერხებდი პოსტები გამოქვეყნებას ან რამდენად საინტერესო იქნებოდ
ა ის ბლოგის მკითხვეისთვის, მაგრამ მაინც გავრისკე და დავრეგისტრირდი “ვორდპრესსზე”. დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, რომ შემექმა ბლოგი, მაგრამ არ ვიცი რატომ, ვერ ვბედავდი, მაგრამ ერთ დღეს როდესაც რამდენიმე დაწერილი თემა შევაგროვე, ეს ყველაფერი აქ დავწერე და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი და “ვორდპრესის” მეგობრობა.

Image

მეგონა, რომ მუდმივად ერთი რომელიმე კონკრეტული თემის ირგვლივ უნდა მეწერა თემები, თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც თავისუფლად შემეძლო მეწერა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მაინტერესებდა, მიზიდავდა, მადარდებდა, მხიბლავდა, ჩემს ცხოვრებაში ტოვებდა გარკვეულ კვალს და ა.შ  ძალიან გამიხარდა, როდესაც პოსტები წავაკითხე ჩემს მეგობრებს და თითოეულ მათგანს მოეწონა. ნელ-ნელა გაიზარდა ჩემი პოსტების წერის სიხშირე, კატეგორიების რაოდენობა და მეც მივხვდი, რომ ბლოგი არის ის, რაც ძალიან მეხმარება, რომ ჩემი აზრი კარგად გადმოვცე, დავიცალო ემოციებისგან, ვისაუბრო თავისუფლად და უპრობლემოდ და აგრეთვე, გავიგო სხვა ადამიანების აზრი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ გრამატიკულად შეიძლება სწორად ვწერდე ან ყველა საკითხე, რომელზეც ვსაუბრობ სწორად ვფიქრობდე, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ჩემს ბლოგს ჰყავს მკითხველი, რომელიც ხშირად მეთანხმება, მაკრიტიკებს, მამახნევებს და სხვ.

საბოლოოდ მიხარია, რომ უკვე ერთი წელია, რაც ბლოგი მაქვს და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს მექნება! აწ და მარადის ! 😀

4 responses to “ჩემი ბლოგი 1 წლისაა

  1. რატომღაც მეგონა , რომ შენ და შენი ბლოგი ერთად წლებს ითვლიდით.. რატომ არვიცი, ვერ გეტყვი *>* ალბათ იქედან გამომდინარე, რომ მშვენივრად წერ..
    ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, გეტყვი, რომ ძალიან კარგები ხართ.. ❤
    და უფრო კარგობას და წარმატებებს გისურვებთ ორივეს ❤

    • დიდი დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ❤ მეც იგივეს გისურვებთ შენ და შენს ბლოგს !!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s