ოჰ, ჩვენო ტკბილო და სანატრელო დეკრიმინალიზაციავ!

large (4)

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია- ამის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინაც დავწერე ბლოგ-პოსტი და მაშინაც ვიმედოვნებდი, რომ მალე შეიტანდნენ კანონში საჭირო ცვლილებებს. მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ამ თვალსაზრისით, რადგან დღესაც სვამენ ციხეში ახალგაზრდებს იმის გამო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ბედნიერად იყვნენ, იღიმოდნენ, მხიარულობდნენ, არაფერს უშავებდნენ სხვებს და არც საკუთარ ჯანმრთელობას უქმნიდნენ საფრთხეს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ალკოჰოლის მაგივრად მარიხუანის მოხმარება იყ
ოს დაშვებული. ჩვენ სუფრასთან დავსხდებოდით, მოვწევდით, ერთმანეთს მოვეფერებოდით, ჩავეხუტებოდით, ვიმხიარულებდით, ბედნიერად ვიგრძნობდით თავს. არ გაგვაღიზიანებდა ის, რომ ვიღაცამ 45 ზომის ფეხსაცმლიდან არ დალია განსხვავებული, რომ ვიღაცამ ჩვენს შეყვარებულს თეფში გადააწოდა, რომ ვიღაცამ საკმარისად ბევრი არ ჭამა და დალია. წარმოიდგინეთ ის ბედნიერი დღე, როდესაც ასე მხიარულად და სასაცილოდ გატარებული საღამოს შემდეგ სახლში წავიდოდით, დავწვებდით, დავისვენებდით და დილით ნაბახუსევზე გაზიანს სასმელს ან ხაშს არ მოვთხოვდით ცოლს.  წარმოიდგინეთ, რომ მოწევის შემდეგ, უბრალოდ ბევრს შევჭამდით და გავერთობოდით. არ გაგიჩნდებოდათ არც თქვენ და არც თქვენს თინეიჯერ შვილს დანის ხელში ტრიალის ან შუბლის ძარღვის დაძაბვის სურვილი. მაშინ, როდესაც თქვენი შვილი მეგობრებთან ერთად წავიდოდა რესტორანში ან რომელიმე კლუბში, თქვენ იმაზე არ ინერვიულებდით, რომ მთვრალები არიან და შეიძლება, რომ ერთმანეთს “შარი აუტეხონ”. ან უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ რა ბედნიერებაა, როდესაც თქვენი შეყვარებული ვერ გაიმართლებდა მომხდარის გამო თავს წინადადებით: “აუუუ მთვრალი ვიყავიი ქეეეთ.. პრასწი..” და სხვ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მარიხუანა გახდებოდა ლეგალური. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს დაახლოებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში არ მოხდება. მანამ, სანამ მთავრობის ერთუჯრედიანი ბაქტერიები არ აამოძრავებენ large (3)ტვინს და არ მიხვდებიან, რომ უი… თურმე მარიხუანის მოხმარება და ადამიანის გაუპატიურება ან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა არ არის ერთი დონის კრიმინალური დანაშაული. კრიმინალური დანაშაული არის გაიპატიურება და სახელმწიფო გადარიალების მოწყობა, ხოლო მარიხუანის მოხმარება-არა.

რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობდა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს, აღნიშნა, რომ მათი მთავრობაში ყოფნის პერიოდში არ შევა კანონში ცვლილებები, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით. მოეწყო რამდენიმე აქცია, თუმცა ყოველივე ეს სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. რა პრობლემაა, როგორც აირჩია ხალხმა ეს მთავრობა, ისე ჩაანაცვლებენ მას სხვისით.

იყო დრო, როდესაც ალკოჰოლური სასმელის მიღება ისჯებოდა კანონით, მაგრამ მალე ის ლეგალური გახდა. ფაქტი ჯიუტია, რომ ალკოჰოლით პროცენტულად ძალიან ბევრი ადამიანი კვდება ყოველწლიურა, ხოლო მარიხუანის მოხმარებით-არა. შეგიძლიათ ნახოთ, რომ სიგარეტი, რომელსაც ყოველდღიურად ეწევით და რომელზეც დამოკიდებული ხართ, უფრო საშიში და საზიანოა თქვენთვის და გარშემომყოფთათვის, ვიდრე მარიხუანა. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია თქვენთვის (თქვენთვის და არა ჩლუნგი მთავრობის წევრებისთვის).

ველოდები ცვლილებებს.

 

2 responses to “ოჰ, ჩვენო ტკბილო და სანატრელო დეკრიმინალიზაციავ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s