რაჭა, ჩემო სიყვარულო

10376262_240119326183113_2839631084368691536_nდაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე ბლოგ-პოსტი ჩემი სახლის შესახებ, რომელიც რაჭაში, კერძოდ კი ამბროლაურის რაიონ სოფელ სხვავაში მდებარეობს.ჩემთვის რაჭა არის ადგილი, სადაც კარგად დასვენება, განტვირთვა, ბევრი სიცილი და მხიარულობა არის შესაძლებელი. არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რაოდენ დიდი როლი უკავია ამ ადგილსა და სახლს ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებაში, რადგან ამის დასადასტურებლად იმის თქმაც მეყოფა,
რომ მამაჩემი ბევრჯერ ჩასულა ჩვენს სახლში სულ მარტო იმის გამო, რომ სახლ-კარი მონატრებია. ყოველ წელს ჩემი სახლი რამდენიმე კვირით ან დღით ივსება ძალიან ბევრი დადებითი ემოციით, ბედნიერებით, ბუზღუნით, სიცილით, სიხარულით.. ხშირად ოთახები ივსება სევდიანი განწყობითა და თბილი ცრემლებით. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ძველ მოგონებების რვეულს გადმოვიღებთ ხოლმე და ჩემი გარდაცვლილი ბებიის, ბაბუის, მამიდის თუ სხვა ახლობლებისა და ნათესავების ჩანაწერებს ვკითხულობთ. ამ მომენტში ჩვენს თვალწინ გადაირბენს ხოლმე ჩემი დიდი ოჯახის ისტორია. წარმოვიდგენთ ხოლმე, თუ როგორი თბილი, მოსიყვარულე, ერთგული, მზრუნველი და საყვარელი მშობლები ჰყავდა მამაჩემს. ჩემი სახლის წინ არის დიდი მინდორი, რომელსაც “უნალი” ჰქვია ანუ გადასახედი. ეს ადგილი არის ლამაზი მთებით გარშემორტყმული და დაცული. ჩემი ბედნიერებისთვის ისიც საკმარისია, რომ გავიდე “უნალზე”, პლედზე წამოვწვე, დღისიც ფირუზისფერ, ხოლო ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურო და ფიქრებისა და ემოციებისგან გავისვენო. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემ ეზოში მოკრებით მკვახე ვაშლს ან მსხალს ვჭამ ხოლმე გიჟივით, რადგან რაჭაში ყველაფერი გემრიელია. მომწონს ის, რომ ჩემ ოთახში ერთი დიდი ფანჯარაა, ლამაზი ხის ავეჯი დგას, ჭრიალა საწოლი და საშინელი განათებაა. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს. ამ დროს მოწყვეტილი ვარ ხოლმე ყოველგვარ ინტერნეტს, ბლოგსა თუ ფეისბუქს. ამ დროს მე უბრალოდ ვისვენებ. სახლში ერთი ძველისძველი ტელევიზორი დგას, რომელიც არ იჭერს არასდროს, ხმის გამოცემის მაგივრად კი გრუხუნებს. დისტანციონი საერთოდ არ აქვს, ხელის მიჭერით უნდა გადართო და თან სულ შვიდი არხი აქვს. ეს ტელევიზორი ჩვენი ისტორიის ნაწილია, რადგან მასაც გრძელი გზა აქვს გამოვლილი. მიყვარს ჩემი სახლის უკანა ეზო, რადგან ყველაფერი ხასხასა მწვანეა. ჩემ სახლს უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს (ცოტას ვაჭარბებ), რადგან ძალიან მაღლაა, წინ “უნალი” მაქვს, ოდნავ მოშორებით წყარო, პატარა (ძალიან პატარა) ჩანჩქერი, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩამალული სიმწვანეში და პატარა მდინარე, რომელიც ასევე ძალიან ლამაზ ადგილასაა. უნიკალური ადგილმდებარეობა იმ მხრივაც არის, რომ გარშემო არავინ ცხოვრობს ან ვინც ცოვრობს, არასდროს ჩამოდის. ჩვენც გამოყრუებულები ვსხედვართ რაჭაში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ, თითოეული დღე სასიამონო მოგონებად გვექცევა ხოლმე.

 

One response to “რაჭა, ჩემო სიყვარულო

  1. ეე სხვავა ძალიან მაგარია :3 მე მაგის ზემოთა სოფელში,ფუტიეთში,ვარ რამდენჯერმე ნამყოფი,ულამაზესია.მგონი სხვავაში სიმინდებიც მომიპარავს :დდდ
    “ძველ მოგონებების რვეულს გადმოვიღებთ ხოლმე და ჩემი გარდაცვლილი ბებიის, ბაბუის, მამიდის თუ სხვა ახლობლებისა და ნათესავების ჩანაწერებს ვკითხულობთ. ” ძალიან საინტერესოა :3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s