“ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა”-ანნა და სერჟ გოლონები

დიდი ხანია, რაც არ დამიწერია წიგნების შესახებ, ამიტომ ამჯერად გადავწყვიტე, რომ ჩემი ბავშვიბის ერთ-ერთ საყვარელ ნაწარმოებზე გესაუბროთ. გეცოდინებათ ალბათ ფილმი, რომელშიც თამაშობს მიშელ მერსი
ე. ეს ულამაზესი ქალი ასრულებს ანნ და სერჟ გოლონების მიერ დაწერილი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის როლს.სამწუხაროდ, არ მაქვს ეს ფილმი მე ნანახი, თუმცა ფაქტია, რომ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თან როდესაც წავიკითხე 14-15 წლის ვიყავი. მახსოვს, რომ მისი წაკითხვა დედაჩემმა მირჩია და როდესაც დაახლოებით ამიხსნა თუ რატომ უნდა წამეკითხა და რატომ მომეწონებოდა, მაშინ გადავწყვიტე, ჩემს ერთგულ ბიბლიოთეკას ვწვეოდი. ანნა დე სერჟ გოლონები, როგორც ვიცი, ცოლ-ქმარი არიან"ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა" და მათ მიერ დაწერილმა წიგნმა, რომელსაც გაურკვეველი დასასრული ჰქონდა, დიდი მოწონება დამისახურა, ამიტომ მალევე, როგორც ვიცი, მისი გაგრძელებაც შემოგვთავაზეს და მკითხველის გულიც სულ მარტივად დაიპყრეს.

ანჟელიკა არის ულამაზესი გოგონა, რომელიც გაღარიბებულ არისტოკრატულ ოჯახში ცხოვრობს, ამიტომ ოჯახი მის გათხოვებას გადაწყვეტს გრაფ ჟოფრი პეირაკზე. გრაფი ძალიან მდიდარია, თუმცა არის კოჭლი, ძალიან მახინჯი, სახე დასახიჩრებული და ხალხის მიერ გრძნეულად შერაცხული. ანჟელიკა იძულებულია, რომ დათანხმდეს ოჯახის გადაწყვეტილებას მათივე გულისთვის და ცოლად გაყვეს კაცს, რომელსაც არაფერი აქვს ისეთი, რაც მასში მოწონებას ან სიყვარულს აღძრავს. ისინი დაქორწინდებიან, თუმცა ანჟელიკა მას მუდმივად გაურბის, მასთან ფიზიკურ კონტაქტზე უარს ამბობს და გრაფი ამ ლამაზ არისტოკრატ გოგონაში მხოლოდ და მხოლოდ ზიზღს იწვევს, მაგრამ ნელ-ნელა გოგონა აღმოაჩენს, რომ ქმარი, რომელიც ასე ძალიან არ მოწონს, ძალიან ნიჭიერი და საინტერესო პიროვნებაა. როდესაც ის მას კარგად გაიცნობს, აღმოაჩენს, რომ გრაფს მუსიკალური ნიჭი და ძალიან ლამაზი ხმა აქვს, რომელიც ძალიან ხიბლავს ანჟელიკას. აღმოაჩენს, რომ ჟოფრი მეცნიერი და ფილოსოფოსია. ნელ-ნელა ანჟელიკას ის უგონოდ შეუყვარდება და ქმარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მასში ზიზღს იწვევდა, დიდ მოწონებას, პატივისცემას, ერთგულებას, თავდადებასა და სიყვარულს აღძრავს.

ფაქტია, ყველა ჭეშმარიტ სიყვარულს დიდი განსაცდელი და გამოცდა განამტკიცებს. გრაფი, რომელიც უბრალოდ მეცნიერებაზეა შეყვარებული და რელიგიით ნაკლებად არის დაინტერესებული, მალე გახდება არქიეპისკოპოსის სამიზნე, რადგან ჟოფრი არ არის პიროვნება, რომლის მართვა მარტივად არის შესაძლებელი. არქიეპისკოპოსის შური და ანტიპატია მალე შედეგს გამოიღებს და მეფე მას ციხეში ჩასვავს, როგორც კუდიანსა და ჯადოქარს. ამ მომენტიდან ანჟელიკა იწყებს ბრძოლას, რომ ქმარი გადაარჩინოს და სახლში დააბრუნოს… დანარჩენს წაიკითხავთ და დარწმუნებული ვარ, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდებით.

 

 

5 responses to ““ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა”-ანნა და სერჟ გოლონები

  1. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ჟოფრეისნაირ კაცს შევხვდედროდი :3
    გავიზარდე და მივხვდი რომ ჟფრეები არ არსებობენ, არსებობენ უპასუხიმგებლო, უნიათო კაცები :v

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s