რა მასწავლა ივლისმა

large (4)როდესაც აქ შემოვედი, არ ვიცოდი თუ რასთან დაკავშირებით უნდა დამეწერა ბლოგ-პოსტი. ვფიქრობდი, რომ დამეწერა იმაზე,თუ რას ვგრძნობდი, მაგრამ იმისდა გამო, რომ ადამიანი, რომელიც იმ პოსტს წაიკითხავდა, არ იმსახურებდა ერთი სიტყვის “მიძღვნასაც” კი, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ შემეცვალა აზრი.მოკლედ, იმ საკითხის გარჩევა, რომელიც თითქმის ყველასთვის უცხოა, სისულელედ მიმაჩნია, ამიტომ გადავალ ისეთ თემაზე, რომელიც უფრო მარტივად გასაგები და საინტერესო იქნება:

რა მასწავლა ზაფხულის ამ თვემ ანუ ივლისმა?

 

ივლისმა მე მასწავლა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა ვენდო, არ უნდა დავუჯერო ბევრი რამ და არ უნდა ვიყო ბოლომდე დარწმუნებული მათში და მათ გრძნობებში. მასწავლა, რომ სევდას და ცუდ ხასიათს ბევრი გართობა, ცეკვა, სიმღერა, მოფერება და დალევა შველის. მასწავლა, რომ არავინ არ არის ისეთი, ვინც შეიძლება ჯერ ძალიან მაწყენინოს და შემდეგ ჩემი შერიგება ან წყენის გაქრობა შეძლოს. მასწავლა ის, რომ ბავშვობის მეგობარმაც კი შეიძლება დაგივიწყოს, წუთიერი სიამოვნებებისა და გართობის გამო. მასწავლა ის, რომ როგორც მე მატკენენ გულს, ანალოგიურად უნდა მოვექცე ყველას მეც. მასწავლა ის, რომ ყველაზე მეტად სიტყვას შეუძლია, რომ მომკლას ან საშინელება დამმართოს. მასწავლა ის, რომ თურმე საბავშვო ბაღში უნდა ვსწავლობდე. მასწავლა ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად თბილია შენთან ვიღაც, რამდენად ბევრს იღიმის შენს უაზრო ხუმრობებზე და რამდენად უხარია შენთან ყოფნა, რადგან შეიძლება, რომ თითოეული სიტყვა წამოგაძახოს და გითხრას, რომ ზუსტად ამიტომ შეზიზღდა 2 დღეში ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ცდილობlarge (3) და რამდენს აკეთებ, მაინც ყველა იმას ხედავს რაც უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იყო ყველაფერი რამდენიმე წლის წინ, გავა დრო და მაინც ისე მოგექცევა ყველა, როგორც სრულიად უცხოს. ვისწავლე, რომ გართობა არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს და ვისწავლე ის, რომ ყველა შეტყობინება, ნომერი, ჩათი, სურათი თუ მუსიკა უნდა წაშალო, რომელიც უკავშირდება იმ ადამიანს, რომელიც დღეს ცუდად გელაპარაკება, ცინიკურად გწერს და ფეისბუქის სტატუსებით ცდილობს რაღაცას. მიხარია, რომ ის ვინც წავიდა, უკან აღარასდროს დაბრუნდება, რადგან ყველაფერი რაც იყო,მისი მხრიდან იყო ყალბი. მიხარია, რომ ადამიანის დავიწყება მარტივად შემიძლია და მიხარია ის, რომ ივლისმა ყველაზე მთავრი რამ მასწავლა. მასწავლა ის, რომ ის თვისებები, რომელიც დღეს შენში მოწონთ შეიძლება ხვალ გახდეს შენი შეძულების მიზეზი. დღეს მოწონხარ ისეთი როგორიც ხარ და ხვალ ზუსტად ამავე მიზეზის გამო სძულხარ ადამიანს. ვისწავლე, რომ არასდროს არ უნდა დაველპარაკო ადამიანს, რომელსაც თავი მართალი გონია და არასდროს არ უნდა ვცადო ყველაფრის აღდგენა მაშინ, როდესაც ვიღაც შენ გთხოვს, რომ თავი დაანებო. მოკლედ, ძალიან ბევრი ვისწავლე და იმედია, ბევრს ისწავლიან სხვებიც…

 

3 responses to “რა მასწავლა ივლისმა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s