კიკეთური არდადეგები

 

10596073_1456008844657972_70174979_n

შეიძლება ითქვას, რომ მე ისევ ჩემს ამპლუაში ვარ: საწოლზე ვარ კარგად წამოწოლილი, ოთახი მაქვს ჩაბნელებული, ლეპტოპი მუხლებზე მიდევს,, მივირთმევ (ბაბუაჩემის გაკეთებულ) უგემრიელეს კომპოტს და კვლავ ვაგრძელებ ჩემს საყვარელ ბლოგზე პოსტების წერას!-აი, ეს არის ნამდვილი ნეტარება, ხოლო სხვა ნეტარებებზე რომ ფართოდ ვისაუბრო, ამიტომ დავიწყე ამ პოსტის წერა, რომელიც კიკეთსა და ჩემს კიკეთურ არდადეგებ-რელაქსაციას ეძღვნება.

10550882_1453445828247607_7099097085747131201_n

მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ და ვგრძნობ, რომ სასწრაფო დასვენება და განტვირთვა მჭირდება, რატომღაც მუდმივად მახსენდება თეთრი სახლი, რომელიც კიკეთში დგას და რომლის სახურავზეც ბევრი დღე და ბევრი ღამე გამიტარებია. თეთრი სახლი არის ადგილი, რომელსაც მაშინ ვსტუმრობდი, როდესაც მოწყენილი ვიყავი, როდესაც გაბრაზებული ვიყავი, როდესაც ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც დალევა მინდოდა და მაშინ, როდესაც უბრალოდ წამოწოლა და ვარსკვლავების ან მოწმენდილი ცის ყურება ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ყველანაირი სიტუაციიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ წამოწოლა, მუსიკის მოსმენა, კარგი სიგარეტის მოწევა და ლამაზი ცის ყურება ყოველთვის შველის ჩემს განწყობას. ძალიან გახარებული ვიყავი ხოლმე,როდესაც კიკეთში ასვლისთანავე თეთრი სახლისკენ გავრბოდი, მაგრამ 2 წელია უკვე, რაც სახურავზე გასასვლელი კარი ჩაკეთეს, ამოაშენეს და მეც ერთ-ერთი დიდი ბედნიერება მომკლდა, კიკეთში დასვენების დროს.მიუხედავად იმისა, რომ ეს სიამოვნება მომაკლდა, მაინც არსებობს უამრავი ადგილი, სადაც წამოწოლაზე უარს არც თქვენ იტყოდით და არც მე. 

სულ ვამბობ, რომ კიკეთში მბეზრდება, არაფერი არ ხდება ახალი, ვერ ვერთობი და ა.შ; მაგრამ რეალურად, ეს არის ადგილი, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული და ადგილი, რომელმაც უამრავი ბედნიერი, კარგი, თბილი მომენტი და წუთი შემომინახა. 

როგორია კიკეთური არდადეგები?

-ძალიან წყნარი, მშვიდი და ერთფეროვანი, მაგრამ ყოველდღიურად რაღაც ახალს იგებ, იცნობ, ნახულობ.. ვატარებ დროს კიკეთში და ვცდილობ, რომ დრონ ნელა გაიაროს და მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო ჩემს საყვარელ ადგილას. 

10568845_1453468164912040_4938600674391852109_n

ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს არის კობის გადასახედი. წელს კობზე kiketi open air ჩატარდა და ბევრი სასაცილო, მხიარული, გასაოცარი და დებილური ისტორიაც გადაგვხდა. ვიტყვი, რომ ეს დღე ძალიან კარგად დამამახსოვრდა და ვიტყვი, რომ ზოგადად, თითოეული დღე, რომელსაც აქ ვატარებ, ძალიან კარგად მამახსოვრდება! 

ეს იყო ძალიან მოკლე კიკეთური არდადეგების მიმოხილვა, ALL THE BEST 🙂 

10E5UD7G

 

 

One response to “კიკეთური არდადეგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s