“უმანკოების მუზეუმი”-ორჰან ფამუქი

ორჰან ფამუქის შემოქმედებასთან აქამდე შეხება არ მქონია, ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე დავიწყე მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების კითხვა. დაახლოებით ათი წუთის წინ დავასრულე რომანი “უმანკოების მუზეუმი”, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სიმართლე გითხრათ, ემოციურმა დაასასრულმა ჩემზე იმოქმედა, ამიტომ ჩემი ცრემლები არავის გააკვირვებს, რომანის წაკითხვის შემდეგ.

ლირიკული გმირი არის ახალგაზრდა თურქი ბიზნესმენი, რომელიც ცხოვრებამ კარგი ოჯახით, კარიერითა და ლამაზი, განათლებული საცოლით დააჯილდოვა. წიგნის მოქმედი პერსონაჟი, რომლის გარშემოც ვითარდება მოქმედება, არ უჩივის ცხოვრებას, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც ის შეხვდება თავის შორეულ ნათესავ ფუსუნს? 18 წლის ლამაზ, ენერგიულ, ჭკვიან და მიმზიდველ გოგონას? როგორ წარიმართება ქემელის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის ფუსუნთან გააბამს ურთიერთობას?..

მწერალი ძალიან საინტერესოდ და დეტალურად მოგვითხრობს სიყვარულის ლამაზსა და ამავფროულად ტრაგიკულ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ ფამუქს,როგორც ვიცი და როგორც მივხვდი, ახასიათებს მდორე თხრობის სტილი (ხანდახან), მისი ეს რომანი მაინც ძალიან კარგად, საინტერესოდ იკითხება.

საინტერესო ფაქტია ასევე ის, რომ ორჰან ფამუქმა 2010 წელს გაზსნა რეალური “უმანკოების მუზეუმი” სტამბულში, წიგნში მოთხრობილ ერთ-ერთ უბანში (ჩუქჯრჯუმა). დამერწუნეთ, რომანის წაკითხვის შემდეგ, დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ესტუმროთ ნამდვილ მუზეუმს და შეიგრძნოთ ის, რასაც წიგნის პერსონაჟი-ქემელი გრძნობდა.

IMG_1054.JPG

IMG_1058.JPG

2 responses to ““უმანკოების მუზეუმი”-ორჰან ფამუქი

  1. ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როცა წავიკითხე… რეალურად გახსნილი მუზეუმი კი ნამდვილად საოცრებაა 🙂 მხოლოდ ფამუქს თუ მოაფიქრდებოდა ალბათ ეს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s