ბაკურიანული არდადეგები

10376138_1462599463998910_4591115444071377553_nბლოგზე უკვე დავწერე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილის, კიკეთის შესახებ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გიამბოთ ბაკურიანის შესახებ, სადაც ყველა ისე ერთობა, როგორც უნდა და როგორც “უსწორდება”. პირველ რიგში, ეს ადგილი იმიტომ არის გამორჩეული, რომ აქ შეხვდებით ძალიან ბევრ ნაცნობსა და ახლო მეგობარს; დაისვენებთ დღისით, ხოლო საღამოს ძალიან კარგად გაატარებთ დროს (გინდათ თქვენ ეს თუ არა); შეძლებთ ზაფხულში ველოსიპეტებით ექსტრემალურ ადგილებში სრიალს, ხოლო ზამთარში თხილამურებითა და სნოუბორდით განტვირთვას, ასევე გაიცნობთ თამაზასა და რამაზას (ბაკურიანის კოლორიტებს) და ჩვენს მეგობარ ნიცას, რომელიც უკვე ცნობილი ბაკურიანელია. 

ყოველი დღე იწყებოდა ყავისა თუ ჩაის სმით და მთავრდებოდა მხიარული, პოზიტიური სახეებით, არყისა და კოკა-კოლის დაცლილი ბოთლებითა და სულელური თამაშებით. ვერთობოდით ძალიან კარგად, რადგან შეუძლებელია, რომ ბაკურიანში მოიწყინო, თუ გვერდით გყავს ბევრი შენი ჭკუის მეგობარი, რომელიც არასოდეს არაფერზე იტყვის უარს (და მეც ვარ ბედნიერი, რომ სწორედ ასეთი მეგობრები მყავს).

მოგიყვებით სამი ძალიან კარგი დღის შესახებ,რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა:

1425760_1462599863998870_4697717155168623971_n 

  1. დღე, როდესაც შევხვდით პარკში ნიცასა და ლუკას და ვაპირებდით “ფიზიკებში” წასვლასა და ცეცხლის დანთებას, რადიკალურად სხვანაირად დასრულდა, რადგან ლუკას გზაში, რა თქმა უნდა, შეხვდა თავისი რამდენიმე მეგობარი, რომლებმაც შემოგვთავაზეს მათთან ერთად წასვლა და გართობა. ჩვენც დავთანხმდით და აღმოვჩნდით პატარა სახლთან, რომლის უკან ენთო ცეცხლი და იყო ძალიან კარგი სიტუაცია, ძალიან კარგი საზოგადოების თანხლებით. ჩვენც ბევრი დავლიეთ, გავერთეთ, ვიმღერეთ, ვისაუბრეთ, ერთი-ორი მწვადით ვჭამეთ და გამთენიისას სახლში წამოვედით. იყო ერთ-ერთი უკარგესი დღე, რადგან არავის უნდოდა სახლში წამოსვლა, იმდენად კარგად ვერთობოდით, თან ლუკასა და მისი მეგობრის გიტარის თანხლებით სიტუაცია ორმაგად უკეთესი იყო. სახლში მისულებმა ძირს დავყარეთ ბალიშები, იატაკზე წამოვწექით და გათენებამდე ბევრი ვილაპარაკეთ. ზოდიაქოდან დაწყებული ნარკოტიკებითა და რელიგიით დამთავრებული, ყველა საკითხი განვიხილეთ და განვავრცეთ.10632864_1462599843998872_7830010438276843385_n
  2. საინტერესოდ დაიწყება დილა, თუ გამტენიის 6 საათზე ჩანთამოკიდებული, თბილად ჩაცმული და ყურსასმენებით შეიარაღებული წახვალ მეგობრებთან ერთად საპიკნიკოდ. ჩემი დღეც კარგად დაიწყო, რადგან 10609653_1458771114381745_6854918953518072388_nმიუხედავად იმისა, რომ რამე არ მეძინა, მაინც შევძელი, რომ წავსულიყავი, ჯვარზე ავფოფხებულიყავი, ლამაზი ხედით დავმტკბარიყავი და სიჩუმესა და სიწყნარეში მესიამოვნა სველ ბალახზე ჯდომით, ხრაშუნა პურების ჭამითა და უბრალოდ კარგი გარემოთი. ამ ყველაფრის შემდეგ, მართალია, ბევრი ვიკამათე პატარა, 13 წლის ბიჭთან, რომელიც მიმტკიცებდა სტალინი იმიტომ იყო მაგარი, რომ გეებს (ე.წ. “პიდარასტებს”) ხოცავდაო. მე იმისდა გამო, რომ საშინლად გაბრაზებული ვჩხუბოდბი, ასეთი აზროვნება ვინ ჩამოგიყალიბათქო, ვერ ვხვდებოდი, რომ ის ბავშვი იყო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი. მოკლედ, იმედია, ჩემმა არგუმენტებმა შედეგი გამოიღო და ძილის წინ მაინც დაფიქრდა ის ბიჭი, თუ რა შეიძლება იყოს მოსაწონი და რა-არა. საბოლოოდ, ძალიან კარგი დღე და დილა იყო, დაუვიწყარი და მხიარული. ისეთი, როგორიც ჩვენ შეგვეფერება.
  3. ერთ მშვენიერ საღამოს, გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით კვლავ “ფიზიკებში” და იქ გაგვეტარებინა სასიამოვნოდ დრო. შევიძინეთ 10620719_1462599423998914_6924086799036811758_nყველაფერი, რაც იქ გამოგვადგებოდა და საშინელ ნისლში გავუდექით გზას. სულ მალე (უფრო სწორად, უშველებელი აღმართის ავლის შემდეგ) მივადექით ჭიშკარს. ძალიან ბნელოდა, სიჩუმე და ნისლი იყო და ეს შავი ჭიშკარიც რომელიღაც საშიში ფილმიდან ამოჭრილ კადრს ჰგავდა. ჩვენზე მეტად ბიჭებს ეშინოდათ, მაგრამ რეალობა შეიცვალა რამდენიმე წუთში და ეს უაზრო შიშიც გაქრა, როდესაც ცეცხლი დავანთეთ, ჭიქებში დავისხით სასმელი და სისულელეებზე ლაპარაკი დავიწყეთ. მალე შემოგვიერთდა ბაიკერთა ჯგროჯარი, რომლებმაც მეტი მხიარულება, ხმაური და სიცილი შემოიტანეს.  

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და საუბრით თავი არ შეგაწყინოთ, ალბათ უკვე თქვენთვითონ გამოიტანეთ დასკვნა, თუ რაოდენ კარგი იყო ბაკურიანში მარტო, მეგობრებთან ერთად დასვენება და განტვირთვა. 

გისურვებთ  და საკუტარ თავს ვუსურვებ (პირველ რიგში) მხიარულ და პოზიტიურ ზაფხულს! ადიოს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s